
როგორ დასრულდება ყველაზე ხმაურიანი „Australian Open 2022" ამ ეტაპისთვის უცნობია. ჯერჯერობით, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მელბურნის აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურების მიერ დაკავებული ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესია, რომელიც დღეს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და BBC-ის ინფორმაცით ის, ჩიგბურთელის სასარგებლოდ დასრულდა. ჯოკოვიჩი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ავსტრალიის საიმიგრაციო სამინისტრო, კვალვ იტოვებს უფლებას გადახედოს გადაწყვეტილებას, ჩოგბურთელს ვიზა შეუჩეროს და ქვეყნიდან დეპორტით გაუშვას, თუ არა.
„იმისდა მიუხედავად რაც მოხდა, მე მინდა დავრჩე და ვიბრძოლო ავსტრალიის ღია პირველობის მოსაგებად. მე, კვლავ, ტურნირზე ვარ კონცენტრირებული. მე ჩამოვფრინდი აქ, რათა მეთამაშა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეიჯიბრზე, რომელიც ყველაზე საოცარი ფანების თანდასწრებით ტარდება", - დაწერა ტვიტერში ჯოკოვიჩმა.
რამდენად მოახერხებს ჩოგბურთელი, სიმშვიდის შენარჩუნებას და ტურნირზე წარმატებით გამოსვლას, ამის შესახებაც, ამ დღეებში ბევრი ითქვა. მაგალითად, უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა, ფრანგმა ჩოგბურთელმა, მარიონ ბარტოლიმ აღნიშნა, რომ ჯოკოვიჩი ფიზიკურად მზადაა, „Australian Open 2022"-ისთვის, თუმცა, ის, შესაძლოა, თავს გადამხდარის გამო, მენტალურად გამოფიტული იყოს. ამას გარდა, ფრანგი ხაზსს უსვამს, რომ ბევრი, უშუალოდ ტურნირის დროს, ფანებზეც იქნება დამოკიდებული, რადგან ჯოკოვიჩისთვისაც კი, რომელიც უფრო რთულ მდგომარეობაშიც ყოფილია, მძიმედ აღსაქმელი იქნება, თუკი მას ტრიბუნიდან დაუსტვენენ.

„სასიამოვნოა, როდესაც ეგრეთ წოდებულ „ბურჟუების სპორტში", პატარა ქვეყნის წარმომადგენელი იმარჯვებს. ალბათ, დეტალებზე არ ღირს ლაპარაკი და ბევრმა არც იცის, რომ მას თავდაპირველად ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი, რომელიც სადღაც 7-8 საათის შემდეგ დაუბრუნეს დაკავებიდან და მხოლოდ, ამის შემდეგ მოახერხა ნოვაკმა გუნდის სხვა წევრებს დაკავშირებოდა. ის რაც დღეს, სასამართლოში მოხდა, არის უდიდესი გამარჯვება, არა მხოლოდ ნოვაკის, არამედ მისი გუნდის, მისი ოჯახის, თავისუფალი ადამიანების. სხვადსახვა ქვეყანაში მოგზაურობისას, ბუნებრივია, რომ პატივი უნდა სცე წესებს, რომელიც იქ არის მიღებული და ნოვაკიც ასე იქცევა. თუმცა, ის, იქ ჩავიდა ჩოგბურთის სათამაშოდ და მას იქ, მხოლოდ თამაში უნდოდა. სასამართლი იყო სამართლიანი და იხელმძღვანელა ფაქტებით", - ამბობენ, ჯოკოვიჩის ოჯახის წევრები.
ჯიკოვიჩების ოჯახის პრეს-კონფერენცია მელბურნში, სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე გაიმართა. თითქმის მთელი დღის მანძილზე, სერბეთში და მელბურნში, სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში, ათასობით ფანი იყო შეგროვლი. ადგილზე მომუშავე საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ მასალებში, კარგად ჩანს როგორ ტოვებს ავტომობილი შენობას და ხალხის მასაში გადის. მასა, მას ოვაციით ეგებება, თუმცა არ იცის, ზის თუ არა ტრანსპორტში ჯოკოვიჩი და სკანდირებს „თავისუფლება ჯოკოვიჩს". ერთი ფანი კი, მანქანის თავზეც ახერხებს ახტომას. მასის დასაშოშმინებლად, პოლიციამ, ცრემლსადენი გაზიც კი, გამოიყენა.
მოგვიანებით, უცხოურ მედიაში, დაიწერა რომ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, 34 წლის ჩოგბურთელმა კორტზე შესვლა და ვარჯიში მოახერხა. ჩვენ კი, მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, თუ როგორ განვითარდა დღეს მოვლენები:

მას შემდეგ, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნის საიმიგრაციო სამსახურმა, აეროპორტში დააკავა, ის, საზღვრის კვეთის დარღვევისთვის სხვა დაკავებულებთან ერთად მელბურნის „პარკ ოტელში" გადაიყვანეს (მარტო ჯოკოვიჩის იქ ყოფნით, კონკრეტული სასტუმრო საკმაოდ პოპულარული გახდა - რედაქციის მინიშნება).
მიუხედავად იმისა, რომ ჯოკოვიჩს, კორონა ვირუსი 16 დეკემბერს დაუდასტურდა, ავსტრალიაში შესვლისას კი, საკარანტინე ვადაც გასული იყო და მისი PCR-ტესტი კოვიდზე უარყოფითი, ამასთან ნოვაკს, სპეციალური სამედიცინო სამსახურიდან, რომელიც ვიქტორიას ფედერალურ შტატში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირს ატარებს შესვლის უფლებაც ჰქონდა და ვიზაც, ავსტრალიის საიმიგრაციო სამსახურმა არაფრად ჩააგდო და ჩოგბურთელი დააკავა. ბრალის წარდგენისა და სასამართლოს ვადა კი, დღეს იწურებოდა.
ჯოკოვიჩის ადვოკატებმა, ბუნებრივია, საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ამასთან, ჩოგბურთელის სათანადო პირობებში გადაყვანა მოითხოვეს, სადაც ჯოკოვიჩი Australian Open 2022-სთვის მომზადებას მოახერხებდა.
დღეს, სასამართლოს დარბაზში, მას შემდეგ, რაც მოისმინეს მბრალდებლის სიტყვა, ჯოკოვიჩს ჰქონდა მხოლოდ 20 წუთი, რათა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა მიზეზი, რის საფუძველზეც მისთვის, ავსტრალიაში შესასვლელი ვიზა, არ უნდა გაეუქმებინათ.
ფაქტია, რომ ჯოკოვიჩმა და მისმა ადვოკატებმა ეს 20 წუთი, ნაყოფიერად გამოიყენეს და შესაბამისად, ნოვაკმა, აპელაცია მოიგო და მას ამ ეტაპზე, ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ჯოკოვიჩის ჩასვლისას, მესაზღვრეებმა არ იხელმძღვანელეს მართებული პროცედურით (მოკლე განმარტების სახით, ნებისმიერ სპორტის სახეობაში, ტურნირზე, განსაკუთრებით დიდ ტურნირზე ჩასული ცალკეული სპორტსმენი თუ გუნდი, საზღვარს კვეთს წინასწარ გაწერილი, საგანგებო პროტოკოლით. ასე იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე, ასე არის ფიფა-ს, უეფა-ს, ფიბა-სა და სხვა საერთაშორისო ფედერაციების ტურნირებზე. პროტოკოლი კი, შეთანხმებულია იმ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებებთან, სადაც ესა თუ ის, ტურნირი ტარდება. შესაბამისად, ჯოკოვიჩის შემთხვევაში, ან უწყებებს შორის არ იყო სწორი კომუნიკაცია, ანდა საიმიგრაციო სამსახურმა, უბრალოდ, თავი „ზედმეტად გამოიჩინა" და „ქულები აიწია" - ფაქტია, რომ ნოვაკის „ხარჯზე" დღეს, ყველა მათზე ლაპარაკობს).
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ავსტრალიის საიმიგრაციო სამინისტროს, ჰქონდა 4 საათი, რათა ხელახლა დაედო ვეტო ჯოკოვიჩის ვიზაზე. თუმცა ეს დრო ამოიწურა და ჩოგბურთელი ამ ეტაპზე თავისუფალია.
და ბოლოს, მელბურნის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ჯოკოვიჩის რეზონანსულ დაკავებას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა. ჟურნალისტებმა, მას, ნოვაკის „უიმბლდონის ტურნირზე" დაშვება-არდაშვეაზე ჰკითხეს. ჯონსონი აზრით, ავსტრალიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. „ნოვაკზე რაც შემიძლია ვთქვა, და მე, მასთან მითამაშია, არის ის, რომ საკმაოდ კარგია. ამას გარდა, ვემხრობი ვაქცინაციას, რამეთუ ძალიან მაგარი რამეა, რისი გაკეთებაც აუცილებელია", -აღნიშნა მან.
![]()
ფოტო: @Getty Images/NCA NewsWire (Gary Ramage) / @Anadoly Agency





ჩვენ








