„ჯოკოვოჩის სკანდალმა“ ავსტრალიაში მიმდინარე მთელი საჩოგბურთო ტურნირები გადაფარა
„ჯოკოვოჩის სკანდალმა“ ავსტრალიაში მიმდინარე მთელი საჩოგბურთო ტურნირები გადაფარა
11.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, ნივაკ ჯოკოვიჩის შესახებ მსოფლიო და თავად ავსტრალია ლაპარაკობდა, ისე დასრულდა ქვეყანაში მიმდინარე ATP CUP 2022 წლის გათამაშება, რომ მხოლოდ გამარჯვებულებმა იზეიმეს. ტურნირში კი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა, კანადელებმა გაიმარჯვეს.

ფელიქს ოჟე-ალიასიმმა და დენის შაპოვალოვმა, მას შემდეგ რაც ესპანეთის ნაკრები 2-0 დაამარცხეს და ATP CUP 2022-ი მოიგეს, კატერით, სიდნეის სანაპიროზე გაისეირნეს. ალბათ, ტურნირის დასაწყისში, როდესაც კანადელებმა ჯგუფური ეტაპის მატჩები წააგეს, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ATP CUP 2022 -ს ისინი მოიგებდნენ, თუმცა, ფინალამდე მათ რუსეთის ნაკრების დამარცხებაც მოახერხეს. მოუხედავად, ამისა, მათ გამარჯვებაზე, მხოლოდ ზედაპირულად დაიწერა. თუმცა, ისევე, როგორც ავსტრალიაში მიმდინარე, ATP-ს მთელ რიგ ტურნირებზე.




მაგალითად,  ATP-ს სიდნეის 250-იან ტურნირზე (Sydney Tennis Classic), რომელშიც ჩვენი  ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს.  ტურნირზე ქართველი მე-2 ნომრადა არის განთესილი და ასპარეზობას, ხვალიდან, 12 იანვრიდან, მერვედფინალიდან დაიწყებს. მისი პირველი სავარაუდო  მეტოქე, ენდი მარი იქნება, რომელსაც ამ დაპირისპირებამდე 1/16 ფინალური ბარიერის დაძლევა მოუხდა, სადაც ბრიტანელი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს დაუპირისპირდა. Sydney Tennis Classic-ი 10 იანვარს დაიწყებო და 15 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 87 ათას დოლარსა მიიღებს  და 250 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.




პარალელურად ავსტრალიაში დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო წრის მატჩები. ეკატერინე გორგოძემ ერთეულთა ბადის პირველი წრის პირველი მატჩი შვეიცარელი ლეონი კიუნგის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. მეორე წრეში, ქართველის მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელია.




აქვე გეტყვით, რომ ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველბის წყვილთა თანრიგში ძირითად ბადეში ასპარეზობს. ერთეულთა თანრიგში კი საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ტურნირს, მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო წრის პირველი მატჩში ის, რუმინელ ირინა ბარასთან 1-6, 4-6 დამარცხდა.