ქართულმა გუნდმა პორტუგალიის გრან პრიზე განაცხადი გააკეთა
ქართულმა გუნდმა პორტუგალიის გრან პრიზე განაცხადი გააკეთა
11.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალ სეზონს 2022 წლის იანვრის ბოლოდან იწყებს, თუმცა, ახალი ოლიპიური ციკლის ათვალ 2022 წლის 24 ივნისიდან  დაიწყება და 2024 წლის 23 ივნისს დასრულდება. ასე, რომ დროის ამ მონაკვეთში, სპორტსმენებს სალიცენზიო ქულების დაგროვება შეეძლებათ.


IJF-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს გამოქვეყნებული, ახალი ოლიმპიური ციკლის წესებში შეტანილ ცვლილებებს შორის ერთი საინტერესო დეტალიც ამოვიკითხეთ - თუკი, რომელიმე სპორტსმენი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს სარეიტინგო სიიდან ქვეყანას შეიცვლის, მას WRL-ის ყველა ქულა შეუნარჩუნდება.


2022 წლის სეზონიდან ამოქმედებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, IJF-ი ორ დოკუმენტს აქვეყნებს (IJF Refereeing Rules update 2022-2024 და  IJF Rules update 2022-2024 - Sport, Education and Coaching, Medical ). მანამდე, კი, ძიუდოს საერთაშორისო ოჯახი ახალი წლის ათვლას 2022 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყებს.




28-20 იანვარს, პორტუგალიაში გრან პრიზ ჩატარდება. წლის პირველს ტურნირში, დღავენდელი მონაცემებით 45 ქვეყნის 371 ძიუდოისტი (210 მამაკაცი, 161 ქალი) არის დარეგისტრირებული.  მონაწილეთა შორის გამოჩნდა საქართველოს გუნდიც.


ამ მომენტისტვის ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე, ვაჟთა შორის, ყველა წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. ამასთან აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის გრან-პრიზე ჩვენმა გუნდმა, აქცენტი ახალგაზრდული გუნდის წევრებზე გააკეთა. შესაბამისად, ახალა საანაგრიშო წელს დაიწყებენ:


-60კგ გიორგი სარდალაშვილი


-66კგ თენგო ზირაქაშვილი (ასპარეზობს WRL-ის წონის ლიდერი ბაულ ანი /კორეა)


-73კგ გიორგი ტერაშვილი


-81კგ დიმიტრი გოჩილაძე (ასპარეზობენ WRL-ის წონის #2 მატიას კასე/ ბელგია, #3 ბალტობაევი/უზბეკეთი, #8 ალან ხუცოევი/რუსეთი)


-90კგ ნიკა ხარაზიშვილი, იმედა გოგოლაძე (ასპარეზობს WRL-ის წონის ლიდერი დავლათ ბობონოვი / უზბეკეთი)


-100კგ საბა ინანეიშვლი, გიორგი ბერიაშვილი  (ასპარეზობენ WRL-ის წონის #3 ჟორჟ ფონსეკა/ პორტუგალია, #8 ტომა ნიკიფოროვი/ბელგია და აღნიშნულ წონაში ნიკოლოზ შერაზადიშვილი/ ესპანეთი)


+100კგ გიორგი ქავთარაძე (ასპარეზობს WRL-ის წონის ლიდერი თამირლან ბაშაევი/რუსეთი, #2 რაფაელ სილვა / ბრაზილია).


აღსანიშნავია, რომ  -100კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონი ჟორჟ ფონსეკაა, რომელსაც წლის პირველ ტურნირზე, წონაში ახალი, თუმცა, კარგად ნაცნობი სახე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი ეყოლება კონკურენტად. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, წონითი კატეგორია შეიცვალა და ახლა, სწორედ, ამ წონით კატეგორიაში, ორი მსოფლიოს ჩემპიონი „დაეჯახება", რაც შესაძლოა, ტურნირის ყველაზე საინტერესო მომენტად იქცეს.


2022 წელს IJF-ის კალენდრით 2 გრან პრის (პორტუგალიასა და ხორვატიაში), 11 გრან სლემი (მათ შორის 25-27 მარტს თბილისში), ევროპის ორი ჩემპიონატი -აქედან ერთი კადეტთა შორის იგეგმება. ბუნებრივია, ამ შეჯიბრების გარდა ძიუდოს კიდევ სხვადასხვა შეჯიბრები ჩატარდება, მათ შორის ასაკობრივებიც.


ასევე იხილეთ: ახალი წელი, ძველი გამოცდილებით და ახალი იმედებით