
თბილისის „დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ფორვარდს მიხეილ ბერიშვილს, პარასკევს „მედი ქლაბში" ხელზე ოპერაცია ჩაუტარდება. კალათბურთელი უკვე მეორე ტურია „დინამოს" სუპერლიგის მატჩებში ვერ ეხმარება და როგორც სჩანს, მისი გუნდთან ერთად თამაში მიმდინარე სეზონში გამოირიცხა.
„სავარაუდოდ კლინიკაში, ერთი დღე გავჩერდები. ოპერაციის შემდეგ, უკვე ვიცი, სადაც გავივლი რეაბილიტაციას. იმედი, მაქვს, რომ სანაკრებო თამაშებისთვის, გამოჯანმრთელებას მოვახერხებ", - ამბობს tsff.ge-სთან საუბარში მიხეილ ბერიშვილი.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპინატის შესარჩევ თამაშებში, რომლებშიც ფიბასა და ევროლიგის დაძაბული ურთიერთობის გამო, საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული კალათბურთელების გარდა, მთელი რიგი მოთამაშეები აკლდა, ბერიშვილი სწორედ ის კალათბურთელი იყო, რომელსაც ილიას ზუროსი დაეყრდნო. ბერიშვილმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩშიც, გულშემატკივარს პირველ ტაიმში 4 ზუსტი სამქულიანითაც დაამახსოვრა თავი. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მიხეილ ბერიშვილმა მარცხენა ხელზე, მაჯა დაიზიანა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
კალათბურთელის სარეაბილიტაციო პროცესს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება და ფიბას, მორიგი სანაკრებო პაუზისთვის ის წესით ფორმაში იქნება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ჯგუფის ბოლო ორ შეხვდრას 29 ივნისსა და 2 ივლისს გამართავს და თბილისში, ჯერ სერბეთის, შემდეგ კი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს უმასპინძლებს.





ჩვენ








