
სამგლოვიარო გვირგვინით შემკული ვარსკვლავი და სპეციალური კუთხე სამძიმრის წიგნით - ადგილი, სადაც მთელი დღის მანძილზე ქართული სპორტის ქომაგები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიელები, მედიის, ხელისუფლების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და რაღა თქმა უნდა მოქმედი სპორტსმენები ვიქტორ სანეევს ემშვიდობებოდნენ.
უნიკალური სპორტული მიღწევების ავტორი: სამი ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს ათლეტად აღიარეს და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად მიიღეს. დღესკი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ლეგენდარული ათლეტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის ხსოვნოსადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მსგავსი ცერემონია სეოკ-მა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქართული სპორტის ლეგენდის დაკრძალვა ოჯახმა, ავსტრალიაში გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ცხედრის საქართველოში გადმოსვენების წინადადებით, სანეევის ოჯახს, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა, თუმცა, ოჯახმა, მთელი რიგი საპატიო მიზეზების გამო, ეს წინადადება უარყო. თუმცა, ქართული სპორტის ლეგენდის მეუღლემ, ვიქტორ სანეევის ყველა გულშემატკივრისთვის, დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი დააანონსა:
https://view.oneroomstreaming.com/
ელექტრონული ფოსტა : yana_k@bigpond.com
პაროლი : Y74RW9
ვიქტორ სანეევს, ხუთშაბათს, 13 იანვარს თბილისის დროით 04:55 საათზე სიდნეიში დაკრძალავენ.
კაცმა, რომელმაც თავიდანვე დიდი მიზნები დაისახა და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია, არაერთგზის დაუმტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ საყვარელი საქმისთვის ყველაფერს გაიღებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |





ჩვენ


















