საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ბოლო შეკრება დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ბოლო შეკრება დაიწყო
12.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბოლო მოსამზადებელი ეტაპი, ავთანდილ ასათიანის საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 11 იანვრიდან დაიწყო. ჩვენი გუნდი,  2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ, 19 იანვარს გაემგზავრება. საქართველოს ნაკრები, ჯგუფში სამ შეხვედრას გამართავს - 22 იანვარს აზერბაიჯანს, 26-ში ბოსნია-ჰერცეგოვინას, 29 იანვარს კი, ესპანეთს დაუპირისპირდება.

ევრო 2022-მდე ბოლო შეკრებაზე, ავთანდილ ასათიანმა შემდეგი შემადგენლობა გამსაქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)


წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)


გრონინგენში გამგზავრებამდე, როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრები, ბოლო საწვრთნელ სპარინგებს გამართავს. ამჯერად, თბილისის სპორტის სასახლეში, 15 და 16 იანვარს, ტაჯიკეთის ნაკრების წინააღმდეგ. განსხვავებით, 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან, ევრო 2022-ის ბოლო თამაშებში, სამწვრთნელო შტაბმა ისეთი გუნდი შეარჩია, სადაც, გუნდი განწყობას შეიქმნის, სამწვრთნელო შტაბი კი, ბოლოს შტრიხებს ჩაინიშნავს.


სფფ-ს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით თამაშებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. დასწრება თავისუფალია.