
წარუმატებელი დღე იყო 12 იანვარი ქართველი ჩოგბურთელებისთვის. თავდაპირველად, ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა შორის გათამაშებას ეკატერინე გორგოძე გამოეთიშა.
მას შემდეგ, რაც ქართველმა, საკვალიფიკაციო წრის ერთეულთა ბადის პირველი წრის პირველი მატჩი ანგარიშით 2-1 მოიგო შვეიცარელი ლეონი კიუნგის წინააღმდეგ, დღეს, ტურნირის, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჩოგბურთელთან, ავსტრალიელ კიმბერლი ბირელისთან ორ სეტში, 2-6, 1-6 დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, გორგოძე, ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მაინც იასპარეზებს, მხოლოდ, წყვილთა თანრიგში.
***
დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ATP-ს სიდნეის 250-იან ტურნირზე (Sydney Tennis Classic), ასპარეზობას პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე, მე-2 ნომრადა იყო განთესილი და გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო. აქ, მას მეტოქედ, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ენდი მარის დაუპირისპირდა და 3 საათისა და 16 წუთის ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში 6-7(4), 7-6(2), 6-3 წააგო.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ ტურში, ჩოგბურთელები, უიმბლდონის (2021) შემდეგ, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, ბრიტანელმა, ბასილაშვილი 4 სეტში, 6-4, 6-3, 5-7, 6-3.
ბასილაშვილმა, რომელიც დეკემბერში გადატანილი კოვიდის შემდეგ, ნელ-ნელა ფორმაში შესვლას ცდილობს, ავსტრალიის ღია პირველობის წინ, ბოლო „რეპეტიცია" გაიარა. Sydney Tennis Classic-ში გამარჯვების შემთხვევაში, კი, რომელიც 10 იანვარს დაიწყებო და 15 იანვარს დასრულდება, ტურნირის გამარჯვებული 87 ათას დოლარსა მიიღებს და 250 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.





ჩვენ








