
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა, დღეს, ახალი სეზონის დაწყების თარიღი დაასახელა. ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება, 26 თებერვალს დაიწყება, საქართველოს ჩემპიონის ბათუმის „დინამოსა" და ძლიერთა შორის დაბრუნებული ბოლნისის „სიონის" შეხვედრით. ამ მომენტისტის მატჩი, რომელიც, ბათუმის საფეხბურთო არენაზე გაიმართება, 18:00 საათზეა ჩანიშნული.
ამავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, გორში, „დილა", „გაგრას" უმასპინძლებს.
მომდევნო დღეს, 27 თებერვალს თბილისში, ორი შეხვედრა გაიმართება. 18:00 საათზე, „საბურთალო"-„სამგურალს" უმასპინძლებს, 20:00 საათზე კი, სეზონის პირველ ქართულ დერბიში, „დინამო თბილისი", „ტორპედოს" შეხვდება. გუნდს, რომელშიც ახალი სეზონიდან, 2019 და 2020 წლების სეზონების ჩემპიონ „დინამო თბილისის" შემაგდენლობაში მოთამაშე, ბევრმა ფეხბურთელმა უკვე მოიყარა თავი.
პირველი ტური კი, 28 თებერვალს, თბილისში, „ლოკომოტივისა" და „თელავის" მატჩით დასრულდება.
თუმცა, მანამდე, ელიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, სეზონი ტრადიციულად, სუპერთასის მატჩით გაიხსნება. ჯერ-ჯერობით არ არის დაკონკრეტებული მატჩის ლოკაციის ადგილი და დრო, თუმცა, ის, რომ 20 თებერვალს, ამ შეხვედრაში, საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის „დინამო", საქართველოს დ. ყიფიანის თასის მფლობელ თბილისის „საბურთალოს" შეხვდება, არახალია.
გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე
ამავე გვერდის ინფორმაიციით, ეროვნული ლიგა 2 -ის თამაშები 1 მარტი დაიწყება. რაც შეეხება 2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის გათამაშებებს, აქ, პირველი ტური 4 აპრილს შედგება ორ წრედ ჩატარდება. ორივე ლიგაში 16-16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.





ჩვენ








