
ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშების კალენდარში პირველი ცვლილებაა. საფეხბურთო ჩემპიონატი 25 თებერვალს, ბათუმში, „დინამოსა" და „სიონის" დაპირისპირებით გაიხსნება. შეხვედრა ბათუმის მათავარ არენაზე, 19:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, თბილისში, „დინამო არენაზე", ქართული დერბი გაიმართება. „დინამო თბილისის", „ტორპედოს" 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
26 თებერვალს, პირველი წრის პირველი ტურის მატჩი გორში გაიმართება და როგორც დაანონსებული იყო, „დილა" „გაგრას", თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე შეხვდება.
პირველი ტური კი, 27 თებერვალს, ორი თბილისური მატჩით დასრულდება. 18:00 „საბურთალო" წყალტუბოს „სამგურალს", 20:00 საათზე კი, „ლოკომოტივი" „თელავს" დაუპირისპირდება.
გეტყვით იმასაც, რომ საფეხბურთო სეზონი, ოფიციალურად 20 თებერვალს ბათუმის „დინამოსა" და „საბურთალოს" სუპერ თასის შეხვედრით გაიხსნება. ჩვენს ხელთ არსებული (დაუდასტურებელი) ინფორმაციით, თამაში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
ალბათ, აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილება, ადრე დაანონსებულ 27 თებერვლის კალენდარს უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ ამ დღეს, 2022 წლის 27 თებერვალს, „დინამო არენაზე" საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების „რაგბი ევროპის" კალენდარული სარაგბო მატჩი თითქმის თვეზე მეტია არის ჩანიშნული.





ჩვენ








