ტალინური დღიურები
ტალინური დღიურები
14.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

12-დან 16 იანვრის ჩათვლით, ტალინში, ევროპის რიგით 114-ე ჩემპიონატი გაიმართა ფიგურულ ციგურაობაში. ტურნირში მონაწილე 37 ქვეყანას და ამ ქვეტნის 171 სპორტსმენს შორის ქართველებმაც იასპარეზეს. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენლი. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მორის  ყვითელაშვილმა და  ნიკა  ეგაძემ, ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ, სპორტულ წყვილებში კი,  კარინა საფინასა და ლუკა  ბერულავას წყვილი გამოდიოდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში იყვნეენ, 2022 წლის პირველი ტურნირის გაცდენა მოუხდა ჩვენს მოცეკვავე წყვილს - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, გიორგი ტრავმის გამო. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში, იმედოვნებენ, რომ გიორგი, პეკინის 2022 წლის თამაშებამდე საბოლოოდ მოასწრებს რეაბილიტაციას და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია არ „გაგვიფუჭდება".

12 იანვარი


ტალინში კი, პირველი „ტონდირაბას" ყინულის  არენაზე, ბიჭები გამოვიდნენ. მოკლე პროგრამაში მონაწილე 26  ქვეყნის 34 მამაკაცს  შორის,  ქართველი მოციგურავეები მორის  ყვითელაშვილიმე-12, ნიკა  ეგაძე კი,  32-ე  სასტარტო ნომრებით  გამოვიდნენ.


საკმაოდ  წარმატებულად  იასპარეზა  ქართველმა მორის ყვითელაშვილმა, რომელმაც ორი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, აჩვენა საინტერესო კომპოზიცია და პრაქტიკულად  უშეცდომოდ  შეასრულა პროგრამა. მორისმა, თავისუფალი პროგრამის  წინ  92,76  ქულით მე-4 საფეხური დაიკავა. აქვე, მორის გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ბოლო ტურნირებზე, მორის საპრიზო სამეულში მოხვედრა, სწორედ, მოკლე პროგრამაში დაშვებული ხარვეზები გამო არ უწევდა. შესაბამისად, მეორე დისციპლინის წინ, მე-4 ადგილი, არც თუ ურიგო შედეგია. აღსანიშნავია, ისიც, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, ყვითელაშვილს მხოლოდ სამმა რუსმა მოციგურავემ გადაასწრო.


სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი, არც თუ შედეგიანი გამოდგა ნიკა ეგაძისთვის, რომლის  ტალინში გამგზავრებაც, ჯანმრთელობის გამო, კითხვის ქვეშ იყო. საბოლოოდ, მან 28-ე ადგილი დაიკავა.




ამავე დღეს, მოგვიანებით, ყუნულზე სპორტული წყვილები და მათ შორის, ჩვენი, კარინა  საფინა და  ლუკა ბერულავა გამოვიდნენ. ქართული წყვილი მე-14 სასტარტო ნომრით ასპარეზობდა. ევროპის ჩემპიონატზე, ამ ახალგაზრდა წყვილის სადებიუტო გამოსვლა, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ემოციური და პოზიტიური გამოსვლა მსაჯებმაც დააფასეს და 14 ქვეყნის 21 წყვილს შორის, 61,93 ქულით  თავისუფალი პროგრამის  წინ, მე-6 პოზიციაზე „დაბანაკდნენ".


13 იანვარი


ამჯერად, მოკლე პროგრამებით ქალები წარსდგნენ. წარმატებულად იასპარეზა  ქართველმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო   კომპოზიცია, პრაქტიკულად  უშეცდომოდ შეასრულა და   67,02   ქულით  30  ქვეყნის 36  მონაწილეს  შორის  ანასტასია  მე-6 ადგილზე გავიდა. ბუნებრივია  თავისუფალი პროგრამის  წინ, რომელიც შაბათს, 15  იანვარს არის დაგეგმლი, არც თუ ცუდი შედეგია. ჩვენი მოციგურავე, ბოლო ჯგუფში, ფინალურ ექვსეულში იასპარეზებს.




ამავე დღეს, გვიან ღამით, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის, მედლების პირველი კომპლექტი  გათამაშდა სპორტულ წყვილებს  შორის.  ქართველულმა წყვილმა კარინა საფინამა და ლუკა  ბერულავამ, მაღალი კონკურენციის პირობებში 184.05 ქულა აიღეს და   მე-4 ადგილზე გავიდნენ. მსგავსი შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში,  ევროპის ჩემპიონატებზე პირველად დაფიქსირდა. განსაკუთრებით სასიხარული ჩვენების  მე-4 ადგილი კიდევ ერთი მიზეზის გამო - უკვე, ევროპის  მომდევნო ჩემპიონატზე, საქართველოს 2 სპორტული წყვილის წარდგენის უფლება ეძლევა. საპრიზო ადგილებზე კი, სხვადასხვა დროს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები, რუსული წყვილები გავიდნენ.


14 იანვარი


ამ დღეს, მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. ამჯერად, მამაკაცთა შორის. მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-4 საფეხურზე იყო და შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაში ბოლო ჯგუფში, მესამემ იასპარეზა, პირველი საასპარეზო დისციპლინის შემდეგ, პირველ სამ ადგილზე მყოფი რუსეთის წარმომადგენლების გარდა, თეორიულად ერთადერთი იყო, ვისაც საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა შეეძლო. თუმცა, ქართველმა თავისუფალი პროგრამის საწყის ნაწილში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის მეორე ნაწილი შედარებით კარგად შეასრულა, მხოლოდ 161.15 ქულა დააგრივა და თავისუფალ პროგრამაში, მე-8 ადგილზე აღმოჩნდა. ამან კი, საბოლოოდ  ყვითელაშვილი 253.91 ქულით, მე-6 ადგილზე გადააგდო.


ევროპის ჩემპიონატის შედეგბი სრულად იხილეთ ბმულზე