ბოლო მოსამზადებელი სპარინგები ნიდერლანდებში გამგზავრების წინ
ბოლო მოსამზადებელი სპარინგები ნიდერლანდებში გამგზავრების წინ
15.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნიდერლანდებში, ევრო 2022-ზე გამგზავრებამდე ბოლო საწვრთნელ შეკრებას გადის საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები. ამ შეკრების ფარგლებში დღეს, ჩვენი გუნდი, ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით, 6-2 გაიმარჯვა. თუმცა, ავთანდილ ასათიანის გუნდისთვის მატჩი უსიამოვნოდ დაიწყო.  სტუმრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს. 03'08 წუთზე გოლი, უმედ კუზიევმა გაიტანა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გასათანაბრებლად და შემდეგ, წინ გასასვლელად 8 წუთი დასჭირდა. 11'18'' წუთზე, ანგარიში ელისანდრომ გაათანაბრა. დაახლოებით 30 წამში კი, არჩილ სებისკვერაძის მწვავედ ჩაწოდებული, თალესმა ტაჯიკების კარში გადააგზავნა. კიდევ ერთ წუთში, ანგარიში უკვე სტუმრებმა გაათანაბრეს. შეხვედრის ეს მონაკვეთი ფრედ, 2-2 დასრულდა.

აი, მეორე ტაიმში, კი, საქართველოს ნაკრების უპირატესობა უფრო დამაჯერებელი გახდა და ეს ანგარიშზეც აისახა. 23'18'' ირაკლი თოდუას გადაცემით საქართველოს ნაკრები შოთა თოფურიამ დააწინაურა. 25'34'' წუთზე, შაგინიას გადაცემით, თალესმა დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრებიც ორიბურთით დააწინაურა. 33'04'' წუთზე, კიდევ ერთი გოლი, ვახტანგ კეკელიას გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ კურტანიძემ ჩაიწერა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც, არჩილ სებისკვერაძეს ტრიბუნიდან გოლი „შეუკვეთეს" - ერთი შენც გაიტანეო. ბუნებრივია, ეს ხუმრობით, მაგრამ 39'46'' წუთზე ამ შეხვედრაში წერტილი, სწორედ სებისკვერაძემ დასვა.


იხილეთ მატჩის ოქმი


ავთანდილ ასათიანმა ტაჯიკებთან სპარინგი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: (1) ზვიად კუპატაძე, (16) თალესი, (2) შაგინია, (17), არჩილ სებისკვერაძე,  (19) ელისანდრო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში არ უთამაშია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს რონინიოს. თუმცა, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი გახდა, რომ ის, ასათიანმა უბრალოდ დაასვენა.


სხვათა შორის, დღეს საქართველოს ნაკრებმა ახალი, მაკრონის ფირმის სათამაშო ფორმით იასპარეზა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, სწორედ ამ ფირმის ფორმებით ითამაშებენ.


ხვალ ჩვენი გუნდი, ტაჯიკებს, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. 19 იანვარს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზარება და გრიონინგენში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის შეუდგება მზადებას.



იხილეთ თამაშის სრული ალბომი (განახლებულია 16.01.22 / 02:30)