ხმაურიანი სასამარლო ავსტრალიის ხელისუფლების მოგებული მატჩ-ბოლით დასრულდა
ხმაურიანი სასამარლო ავსტრალიის ხელისუფლების მოგებული მატჩ-ბოლით დასრულდა
16.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაინც მოუწევს ავსტრალიის დატოვება. ავსტრალიის ხელისუფლებამ მოახერხა დაეცვა ქვეყნის არჩევანი, კორონა ვირუსთან ბრძოლაში და არავინ, მათ შორის მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანიც კი, საკუთარი ქვეყნის კანონზე მაღლა არ დააყენა.

მეორე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ნოვაკი, ავტომობილის უკანა სავარძელზე ზის, იმ სასტუმროს გამოსასვლელში, სადაც ის, მელბურნის საიმიგრაციო სამსახურმა აეროპორტიდან გადაიყვანა. ჩოგბურთელმა წააგო თავისი ბოლო მატჩ-ბოლი და ახლა, მას მოუწევს ქვეყნიდან დეპორტაცია.


სასამართლომ ჯოკივიცს აპელაციაზე მას შემდეგ უთხრა უარი, რაც ავსტრალიის ხელისუფლებამ, არავაქცინირებულ მოთამაშეს, ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების სარჩულით, მას მიმდინარე თვეში, ვიზა, მეორედ გაუუქმდა. ამ მოვლემამდე იყო საუბარი, რომ „სასჯელის" სახით, შესაძლო იყო, ჯოკოვიჩისთვის, ავსტრალიაში შესვლამდე 3-წლიანი ბანიც დაედოთ, თუმცა, ამ მომენტში აღნიშნული ინფორმაცია არ ვცრელდება.


„მე ვითანამშრომლებ შესაბამის სამსახურებთან, ქვეყნიდან ჩემს გამგზავრებასთან დაკავშირებით" - ეს არის, მსოფლიოს ნომერი პირველის ერთად-ერთი მესიჯი, რომელიც ამ მომენტში ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება. „საკმაოდ გაოცებული", როგორც მას მედიის ნაწილი მოიხსენიებს ჯოკოვიჩი, უკვე ფაქტიამ რომ ვეღარ მოახერხებს დაიცვას ტიტული ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე და ამასთან დიდი სლემის, რეკორდული, 21-ე ტურნირი მოიგოს.




ავსტრალიის სასამარლომ, საბოლოო გადაწყვეტილება 2022 წლის, ამ ეტაპისთვის ყველაზე ხმაურიან საქმეზე, დღეს მიიღო. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის წინაშე, ჯოკოვიჩის ადვოკატები უშედეგოდ ეცადნენ დამტკიცებას, რომ ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო არალოგიკური.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საამართლომ ჯოკოვიჩს ვიზა გაუხანგრძლიბა, თუმცა, პარალელურად, ავსტრალიის საიმიგრაციო სამსახურს მართებუილ არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ვიზის გაუქმების უფლება და დრო დაუტობა. საქმეში, საიმიგრაციო სამსახურის გარდა, სრულიად ავსტრალიის მთავრობა ჩაერია და ქვეყანაში, არავაქცინირებული ვარსკვლავი არ შეუშვა.


აუცრელი ჯოკოვიჩის ქვეყანაში შესვლის მცდელობა, ავსტრალიელთა შორის დიდი აურზაური გამოიწვია. თუმცა, დარწმუნებული ვართ, იგივე ხდება სერბეთშიც. ამასთან, სერბული ხასიათიდან და განწყობიდან გამომდინარე, ვხდებით, რომ მომდევნო ტურნირებზე, ავსტრალიის წარმომადგენლებს, კონკრეტულად ჯოკოვიჩის წინააღმდეგ კარგი დღე არ ელით.


ჩვენის მხრივ ერთს ვიტყვით - მაშინ, როდესაც ტურნირის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ რა შედეგები შესაძლოა მოჰყოლოდა არავაქცინირებული, თუნდაც, ჯოკოვიჩის შესვლას ქვეყანაში, მიგვაჩნია, რომ ეს იყო „სამაგალითო დასჯა" ტიტულოვანო სპორტსმენის, რომელსაც მორიგი ტრიუმფი ელოდა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა, ჩოგბურთელისთვის მიყენებული მორალური ზარალის გამო, უკვე ტურნირის ორგანიზატორებს ეკისრებათ, რომლებმაც, დეტალები ბოლომდე არ გათვალეს. ან გათვალეს და ამით, საკმაო „ხმაურიც" ატეხეს. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი შანსი იყო ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა მოეგო, ეს კი, თუნდაც მასპინძელ ქვეყანას არ აწყობდა, შესაბამისად ახლა, ხალი სახელით ნოვაკს, უკვე მარტივად ჩაანაცვლებენ.



ფოტო: @timesofisrael.com