
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო ხმლით ფარიკაობაში. ასპარეზობაში 40-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობს. მონაწილეთა შორის არიან ქართველი მოფარიკავეებიც.
შეჯიბრების პირველ დღეს მედლების კომპლექტი, ქალთა და მამაკათა შორის ინდივიდუალურ დისციპლინაში გათამაშდა. შეჯიბრში, საერთო ჯამში, 188 სპორტსმენი ჩაება, მათ შორის იყო საქართველოს 13 წარმომადგენელი.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი, ორგზის ოლიმპიელი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხეადგილოსანმა სანდრო ბაზაძე, მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. საკუთარ კედლებში, ქართველმა მოფარიკავემ შესანიშნავად იასპარეზა. ბრძოლების უმეტესი ნაწილი დიდი უპირატესობით მოიგო და ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, კამილ იბრაგიმოვს შეხვდა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ფინალი ქართველის გამარჯვებით 15-8 დასრულდა.
ბრინჯაოს მედლები კი, სამხრეთ კორეელ და ფრანგ მოფარიკავეებს ერგოთ.
ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხმლით მოფარიკავეთა გუნდური შეჯიბრი გაიმართება.


საქართველოს სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








