
საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩილესთან წაგებული 24:29 მატჩის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ქართველებმა დიდი გამოცდილება მიიღეს.
"ძალიან ცუდი სტარტი გვქონდა, მეორე ტაიმში ბიჭები შეეცადნენ გამოესწორებინათ სიტუაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ჩილე ჩვენს ნაკრებზე ძლიერი არაფრით არ იყო და რეალურად შეგვეძლო მოგება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთაც აუცილებლად გავაანალიზებთ, სამწუხაროდ წავაგეთ.ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს სამომავლოდ. დიდი გაკვეთილი გაკვეთილი მიიღეს და იმედი მაქვს პრეზიდენტის თასზე კარგად იასპარეზებენ და ხელი არ ჩაგვიქნევია”, - თქვა ბექა ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 2 ქულა დააგროვეს და მე-5 ადგილით ტურნირს გამოეთიშნენ.





ჩვენ








