ქართველი წყალბურთელების საასპარეზო ჯგუფი გაირკვა
ქართველი წყალბურთელების საასპარეზო ჯგუფი გაირკვა
07.03.2018
ავტორი:

დღეს, ცნობილი გახდა წყალლბურთში, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე.  საქართველო, რომელიც განთესვის შედეგად A ჯგუფში, მე-2 პოზიციაზე მოხვდა, გერმანიასთან, უნგრეთთან და იტალიასთან ერთად იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში უნგრეთს დაუპირისპირდება.

33-ე გათამაშების კენჭისყრა, ბარსელონაში, თბილისის დროით 15 საათზე  დღეს გაიმართა. კენჭისყრამ, თავდაპირველად ქალთა ტურნირის ჯგუფები დაკომპლექტდა. ამის შემდეგ, წილისყრა ვაჟთა ტურნირსითვის გაიმართა. კენჭისყრას, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეზო ჩომახიძე და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა დაესწრენენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპული წყალბურთის ელიტაში იასპარეზებს. კონტინენტის რიგით 33-ე პირველობაზე მოსახვედრად საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფლეი-ოფში, ისრაელის ნაკრები ორივე შეხვედრაში დაამარცხა. თავდაპირველად თბილისში, საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში" საქართველოს ნაკრებმა 23-11 იმარჯვა. შემდეგ, კი 3 მარტს ისრაელში, ნეთანიაში,  ორდ უინგეიტის სახელობის ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტის აუზში ქართველებმა 10-11, ერთი ბურთს სხვაობით იმარჯვა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე 44 წლის რევაზ ჩომახიძე გაწვრთნის, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ჩომახიძე, რომელსაც რუსეთის ნაკრებთან ერთად, მოგებული აქვს სიდნეისა (2000) და ათენის (2004) ზაფხულის ოლიმპიადების ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიო ჩემპიონატის (2001) ბრინჯაო ფუკუოკაში, მსოფლიო თასი ბელგრადში (2002), მსოფლიო ლიგა პატრასში (2002) და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო სევილიაში (1997), ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ამპლუაში შეეცდება ახალი ტიტულის მოპოვებას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2018 წლის ევროპული ფორუმის ასეთი შემადგენლობით  ხვდება:

ნიკოლოზ შუბლაძე - „პრიმორაცი" (მონტენეგრო)

ბექა ქავთარაძე - „ლოკომოტივი" (თბილისი)

ალექსანდრე რუსიშვილი - „ლოკომოტივი" (თბილისი)

რევაზ იმნაიშვილი - „სორი" (იტალია)

ანდრია ბითაძე - „ვის ნოვა" (იტალია)

მარკო ელაჩა - „ორტიჯია" (იტალია)

ხვიჩა ჯახაია - „ჰერაკლიონი" (საბერძნეთი)

მიხეილ ბაღათურია - „დინამო" (თბილისი)

ზურაბ რურუა (კაპ) - „დინამო" (თბილისი)

ლევან ჩიქვინიძე - „ჰერაკლიონი" (საბერძნეთი)

გიორგი მაგრაქველიძე - „ნოვაკი" (სლოვაკეთი)

ზურაბ ჩიკვაიძე - „ლოკომოტივი" (თბილისი)

ირაკლი რაზმაძე - „დინამო" (თბილისი)

კონსტანტინე გეგელაშვილი - „ლოკომოტივი" (თბილისი)

გიორგი მესხი - „შაბაცი" (სერბეთი)