24 ქულა, 10 მოხსნა – მამუკელაშვილი G ლიგის მატჩში საუკეთესო იყო
24 ქულა, 10 მოხსნა – მამუკელაშვილი G ლიგის მატჩში საუკეთესო იყო
17.01.2022
ავტორი: ი.პ.

ნბა-ს განვითარების (G) ლიგაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. მოგეხსენებათ, ქართველი ფორვარდი ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის, "მილუოკი ბაქსის" წევრია და სათამაშო გამოცდილების მისაღებად მას მილუოკელები თავიანთ ფარმ-გუნდში, "ვისკონსინ ჰერდში" ანათხოვრებენ, სადაც სანდროს დიდი ხნით უწევს მოედანზე ყოფნა და უნარებს იუმჯობესებს.


მორიგ მატჩში ვისკონსინელები სტუმრად "ჩიკაგო ბულსის" შვილობილ გუნდ "უინდი სიტის" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 113:109 დაამარცხეს. მამუკელაშვილი მატჩში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 24 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 13-დან 7 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.


3 მოგებითა და 2 მარცხით "ვისკონსინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს "ლეიკლენდ მეჯიქთან" გამართავს, თუმცა მანამდე სანდროს "მილუოკი ბაქსში" დაბრუნებამ შეიძლება მოუწიოს.

 

ასევე იხილეთ ვიდეო