საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა
19.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ გაემგზავრა. ავთანდილ ასათიანის გუნდის შემადგენლობაში, თითქმის ორთვიანი ინტენსიური სელექციისა და დაკვირვების შემდეგ,  17 ფეხბურთელი შეირჩა, რომელთაგან სამატჩო განაცხადში 14-14  მოთამაშე მოხვდება. ნიდერლადებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)


წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)


გრონინგენში, საქართველოს ნაკრები D ჯგუფის სამ შეხვედრას გამართავს. „მარტი პლაზაში", ჩვენი გუნდი სადებიურო შეხვედრას 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს. 20:30 წუთიდან დაიწყება ჩვენი გუნდის კიდევ ორი მატჩი, 26 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხოლო 29 იანვარს, ევროპის ყველაზე ტიტულოვანი ფუტსალის ნაკრების ესპანეთის წინააღმდეგ.




„ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა გარკვეული შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ვიცით, თუ რა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება", - ამბობს ლევან კობიაშვილი, დღეს, თბილისის „შერატონში", სფფ-სა და ტექნიკურ სპონსორს, „მაკრონს" შორის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.


ევროპის სადებიუტო ჩემპიონატისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდი ინტენსიურად ემზადებოდა. მოსამზადებელი ციკლის ბოლო ფაზის დროს, გუნდმა 6 ამხანაგური შეხევდრა გამართა. ჩემპიონატზე გამგზავრებამდე კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სამწვრთნელო შტაბს, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისა და ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ და მომავალ თამაშებში წარმატება უსურვეს.




ნიდერლანდებში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, ქვეყანაში ფაქტიურად ლოქდაუნია გამოცხადებული და ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებსაც, მკაცრი რეგულაციების დაცვით მოუწევთ ყოფნა. თამაშებზე შეზღუდეს გულშემატკივრის დასწრებაც. შეზღუდულად, მაგრამ უეფა-მ მედიის მცირე ნაწილს, ტურნირის გაშუქების უფლებაც დართო.


ევროპის ჩემპიონატი დღეს, 19  იანვას, ამსტერდამის  Ziggo Dome-ში, A ჯგუფის ორი შეხვდრით იხსნება. 20:30 სერბეთი, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიას დაუპირისპირდება, 23:30 წუთზე კი, ჩემპიონატის მასპინძელი, ნიდერლანდები, უკრაინის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.