
საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე დღეა ნიდერლანდებში იმყოფება და ფუტსალში, ევრო 2022-ის პირველი ჯგუფური თამაშისთვის ემზადება. 22 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით, ავთანდილ ასათიანის გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. აქედან, ბოლო მატჩს ჯგუფში, ევროპის ყველაზე ტიტულოვან ფუტსალის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თუმცა, მანამდე სადებიუტო ჩემპიონატზე, სადებიუტო მატჩი, ჩვენ მეზობელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოგვიწევს, რომელიც არც თუ ხელწამოსაკრავი გუნდია და მეორე დღეა, გრონინგენის „მარტინ პლაცაში" ინტენსიურად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მედია საშუალებები აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების დანაკლისზე იუწყებოდნენ, მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნატურალიზებულ რაფაელ ვილელა, 16 იანვარს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩამდე კოვიდ-დადებითი ტესტი „ამოუვარდა", 19 იანვარს, განმეორებით გაკეთებულმა PCR-მა ვილელა საქმეში დააბრუნდა. შესაბამისად, ფეხბურთელი, რომელიც ამ მომენტში ბელგიაში იმყოფება, დიდი ალბათობით, გუნდთან ერთად თამაშს მოახერხებს. აზერბაიჯანელთა კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე, ედუარდო ბორხესი, კი, რომელის ტესტიც კოვიდ-დადებითი იყო, ჩვენი მოწინააღმდეგის ოფიციალური გვერდის ცნობით, დღეს, კიდევ ერთ, დამატებით ტესტს გაიკეთა და მას შემდეგ, რაც პასუხი უარყოფითი იყო, ის ნიდერლანდებში გუნდს შეუერთდა.
გრონინგენში იმყოფება, ჰადი აჰმადი, ნატურალიზებული ირანელი, რომელიც დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
„აზერისპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მეზობელი ქვეყნის ნაკრების მცველმა, გალომ, აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ევრო 2022-მდე, მხოლოდ ერთი ამხანაგური სპარინგი გამართა () და შეკრებითაც, ერთი კვირაა ემზადება, საქართველოსთან მატჩამდე, მათ აქვთ დრო, რათა მოახერხონ საბოლოოდ „დალაგება" და ევროპოს ჩემპიონატის დებიუტანთ გუნდთან სათანადოდ ითამაშონ. როგოც ჩანს, აზერბაიჯანის ნაკრები, ბოლო ვარჯიშებზე, ყურადღებას კონკრეტული თამაშსთვის ტაქტიკურ მონახაზსა და სტანდარტულებს დაუთმობს, რაც „არც თუ ისე ცუდად გამოგვდისო", თვლიან მეზობლები.
ხვალ, გრიონინგენში, მატჩის წინა დღეა, ე.წ. MD1 ერთი, თუმცა, კოვიდ-რეგულაციების გამო, პრეს-კონფერენცია ონლაინ ფორმატჩი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე, გულშემატკივარს არ უშვებენ, შესაბამისად ტრიბუნებზეც, მუყაოს გულშემატკივარია განთავსებული. შეზღუდული რაოდენობით მუშაობენ მედიის წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მატჩი, ევრო 2022 წლის D ჯგუფში, ხვალ, თბილისის დროით, 17:30 წუთიდან შეგიძლიათ. მატჩის ყურება კი, საზოგადებრივი არხითა და UEFA TV- თ შეგიძლიათ.

ფოტო: @azerisport.com





ჩვენ








