
„ეს იყო რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში. მე მთელი დღე დაუღალავად ვმუშაობდი ოფისში და მერე დარჩენილი დღის ნაწილი ვვარჯიშობდი. ეს ოცნება სერულდება. სპორტის ეს სახეობა, ძალიან პოპულარულია, მაგრამ ნაკლებად ცნობადი თავისი ელიტ-ვერსიისგან განსხვავებით. ჩვენ, ახლა, ამის შეცვლა შეგვიძლია და ასევე შეგვიძლია, ახალგაზრდა თაობებს, სურვილი გავუჩინოთ,ითამაშონ ფუტსალი", - ამბობს მოჰამედ ათთაიბი, ნიდერლანდების გუნდის მე-10 ნოემრი და ამავდრიულად, ტურნირის მარკეტოლოგი.
ადამიანი, რომელიც, ნიდერლანდებში, ევრო 2022-ის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო, საკუთარი გუნდის სასარგებლოდ, გოლიც გაიტანა და ევრო 2022-ის სასტარტო მატჩში, ნიდერლანდების ნაკრები დააწინაურა. ანგარიში კი, უკრაინასთან დაპირისპირებაში, 52-ე წამზე გაიხსნა. ჩემპიონატის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, უკრაინელმა ზვარიჩმა, ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმიც უკრაინის ნაკრებმა მოიგო, თუმცა, შესვენების შემდეგ, ევრო 2022-ის მასპინძელი, ნიდრელანდები უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ და მეორე ტაიმის პირველ 10-წუთიან მონაკვეთში, სამჯერ აიღეს უკრაინელთა კარი. 21'34'' წუთზე საადოუნმა, 23'16''-ზე ათთაიბიმ და 29'15''-ზე ბოიუზამბოუმ გაიტანეს გოლები. მატჩის მიწურულს, 37'00''წუთზე შოტურმამ ერთი გოლი გაქვითა. თუმცა უკრაინელებმა მეტის მოსწრება, ვეღარ მოახერხეს და მატჩი წააგეს, 3-2.

19 იანვარს, ამსტერდამში, ფუტსალში უეფა-ს ევრო 2022-მა აიღო სტარტი. A ჯგუფის შეხვედრები, რომელსაც Ziggo Dome მასპინძლობს, ევროპის მოქმედი ჩემპიონის პორტუგალიისა და 2021 წლის დეკემბერში, საქართველოს ნაკრების სპარინგ-პარტნიორის, სერბეთის ნაკრებეის თამაშით გაიხსნა. სერბებმა, სწრაფი გოლი 1'3'' გაიტანეს. 6'01'' მარკო პრჟჩიჩმა დუბლიც კი გაიფორმა. თუმცა, პორტუგალიელებმა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში, ორი გოლის გატანა მოახერხეს, 10'33'' ჯერ პაულეტამ გაათანაბრა ანგარიში, 18'11'' პანი ვარელამ ანგარიში გაათანაბრდა. გუნდებიც, შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
„ჩვენ მართლა კარგად დავიწყეთ. ვინმეს, თამაშის წინ, რომ ეთქვა, რომ ჩვენ დასაწყისში ორი გოლით დავწინაურდებოდით, ალბათ, ამას არ დავიჯერებედით. რა მოხდა შემდეგ? მოხდა პორტუგალია", - ამბობს სერბეთის ნაკრების კაპიტანი და დუბლის ავტორი.
ახლა, შევეცდები ორ წინადადებაში ავხსნა, რას გულისხმობდა მარკო ფრაზაში - „მოხდა პორტუგალია". რეალურად ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტუტულის შესანარჩუნებლად ბრძლა, ჯგუფის პირველი შეხვედრიდანვე დაიწყო.მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ნაკრებმა, სტარტზე გაშვებული სწრაფი და შემდეგ, კიდევ ერთ გოლის შემდეგ, მცირე დისკომფორტი იგრძნო, მალევე მოახერხა ძალების მობილიზება და პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე, სრულად მართი კარნახით წარიმართა. სერბებს კარის მიმართულებით უფრო მეტი დარტყმა კი ჰქონდათ შესრულებული, მაგრამ სიზუსტით, მოქმედი ჩემპიონები ჯობდნენ. ამასთან, პორტუგალიან, 2-ბურთიანი სხვაობით დაწიაურება, მეორე ტაიმის სტარტზევე, 30-წამიან შუალედში მოახერხა და ამით, სერბები გატეხა. გოლები 24'47'' ჟესუსმა და 25'17''ტომაშ პაჩომ გაიტანეს.
„ყოველთვის კარგია, როცა გამარჯვებით იწყებ. მაგრამ ვერ ვიტყვი იმავეს, მატჩის სტარტზე. არ იყო მარტივი, მაგრამ მეორე ტაიმში, ჩვენ ვიყავით პორტუგალია, როგორსაც ყველა იცნობს", - ამბობს ჯორდი ბრაცი, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
პორტუგალიამ 2-4 გაიმარჯვა. ამ ჯგუფში, მომდევნო შეხვედრები 23 იანვარს გაიმართება. 17:30 სერბეთი - უკრაინას, 20:30 პორტუგალია - ნიდერლანდებს უმასპინძლებს.
ფოტო: Credit ©UEFA





ჩვენ








