
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე მეორე ტური ძლიერი ქარის თანხლებით დაიწყო. თუმცა, ის, რომ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2 გოლი გავიდა, მხოლოდ ქარსაც არ დაბრალდება.
მეორე ტურის პირველ მატჩში, გორის „დილა" საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდა. მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ტურში, გემახსოვრებათ, რომ ორივე გუნდმა მოიგო. გორელებმა, ქუთაისში, „ტორპედო" 2-3 დაამარცხეს. „ჩიხურამ" კი, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახეობის სტადიონზე, ფოთის „კოლხეთი 1913" გაანადგურა, 6-1. შეგახსენებთ, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გათამაშების საწყის ეტაპზე, ქვეყნის ექვსი ქალაქის (ფოთი, ქობულეთი, სამტრედია, წყალტუბო, ივანწმინდა და ბოლნისი.) სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამიტომ, ამ ქალაქების გუნდებს, საშინაო მატჩების ჩატარება, ალტერნატიულ სტადიონებზე უწევთ. მშობლიურ სტადიონებს კი, მას შემდეგ დაუბრუნდებინა, რაც იქ საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი დაიგება და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.
ეროვნულ ლიგაზე მოასპარეზე 10 გუნდიდან, თბილისური და ორი კლუბის „ტორპედოსა" და „დილას" გარდა, საშინაო შეხვედრებს ამ ეტაპზე, ყველა გუნდი თბილისის სტადიონებზე მართავს. განონაკლისი, მხოლოდ „კოლხეთი 1913" არის, რომელიც საშინაო თამაშებს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. ეროვნული ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა, ზესტაფონის სტადიონზე ხვალ, 10 მარტს გაიმართება და „კოლხეთი 1913"-„საბურთალოს" დაუპირისპირდება. მანამდე კი ამ ტურის პირველი თამაში გორში 1-1 დასრულდა.
უამინდობის მიუხედავად, გორში, ბურჯანაძეზე გულშემატკივარი „დილას" თამაშს დაესწრო. ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით „შეგულიანებული" გორელები, საჩხერლებთანაც წარმატებას ელოდნენ. თუმცა, მატჩის პირველ ტაიმში, შეხვედრის არბიტრის გიორგი ყრუაშვილის მიერ ნაჩვენები 3 ყვითელი ბარათისა და ტაიმის მიწურულს სტუმრების კართან შექმნილი 2 სახიფათო მომენტის გარდა, დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კერძოდ, 38-ე წუთზე, გორელთა კაპიტნის, დავით რაჟამაშვილის დარტმული კარის ხაზიდან გამოტანა საჩხერელმა მცველმა. 44-ე წუთზე კი, „დილას" ერთ-ერთი მორიგი კონტრშეტევის დროს, გიორგი ფანცულაის ახლო მანძილიდან დარტყმული საჩხერელთა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა მოიგერია.
მეორე ტაიმი, მასპინძლების შეტევებით დაიწყო. გორელებმა, რამდენჯერმე სახიფათოდ, კარის მიმართულებითაც დაარტყეს. თუმცა, გოლი პირველად, სწორედ მათ კარში გავიდა. გოლამდეც, 54-ე წუთზე, „ჩიხურას" ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა. გიორგი ბეგაშვილმა საჩხერელთა ჩამოწოდებული კუთხური უხერხულად მოიგერია, თუმცა, შემდეგ, მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ეს მომენტიც ამით დასრულდა. აი, 69-ე წუთზე გიორგი გაბედავამ, მატჩის ანგარიში გახსნა და ახადდაწყებულ სეოზნში, „დილას" კარში გატანიი ბურთით, აქტივში, მეოთხე გოლი ჩაიწერა. „დილას" ფეხბურთელებს, ანგარიშის გათანაბრებისთვის 5 წუთი დასჭირდათ. 74-ე წუთზე, ჰამზიჩის კარი ნოდარ ქავთარაძემ აიღო. მატჩი ანგარიშით 1-1 კი დასრულდა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წამები, მას შემდეგ რაც „ჩიხურამ" ბოლო სტანდარტი შეასრულა, ალბათ, კარგა ხანი საკამათო გახდება. სტანდარტის შესრულების დროს, გორელთა საჯარიმოში ბურთი მასპინძეთა ერთ-ერთ მოთამაშეს ხელზე ხვდება, თუმცა ამ მომენტის პარალელურად მსაჯის საფინალო სასტვენიც ისმის. ასე, თუ ისე, ეს შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა და ახლა, 2 ტურის შემდეგ, ორივე გუნდი სატურნირო ცხრილში 4-4 ქულით ერთმანეთის გვერდი-გვერდ პოზიციას იკავებს.
***
მეორე ტურის 2 შეხვედრა 10 მარტს გაიმართება. 15:00 თბილისში, დავით პეტრიაშვილზე „რუსთავი"-„ტორპედოს" უმასპინძლებს. 18:00-ზე კი, ზესტაფონში, „კოლხეთი 1913"-„საბურთალოს" დაუპირისპირდება. ტურის დანარჩენი შეხვედრები კვირას გაიმართება.





ჩვენ








