
დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა, ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის უეფა-ს ევრო 2022-ის მეორე საასპარეზო დღე. 20 იანვარს, თამაშები, გრონინგენში, „მარტინ პლაცაში" B ჯგუფის მონაწილეებმა დაიწყეს. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ჯერ-ჯერობით ევრო 2022-ზე ყველაზე მეტო გოლი, ყაზახეთისა და სლოვენიის დაპირისპირებაში გავიდა. საკმაოდ, მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა (ანგარიში სლოვენიელებმა გახსნეს 10'33'' წუთზე ტოტოშკოვიჩის გოლით. 15'42'' დუგლას ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა), მეორე ტაიმის სტარტზე სულ 2 წუთით, კვლავ მოახერხეს დაწინაურება, ფიდერშიკის გოლით (22'50''), თუმცა, გოლს, გოლითვე უპასუხეს ყაზახებმა. ანგარიში ორასოვმა (24'32'') გაათანაბრა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პირველი ტაიმის სცენარი განმეორდებოდა, თუმცა, აქ სლოვენიელებმა ორი ბურთით წინ გაჭრა მოახერხეს, 30'42'' ჩეჰმა, 32'25'' ტურკმა გაიტანეს გოლები და როგორ ჩანს, ანგარიშით ტკბობა დაიწყეს, რითაც ყაზახებმა ისარგებლეს და ჯერ ტოკაევმა 35'10'' სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. შემდეგ კი, დუგლას ჟუნიორმა 38'02'' დუბლი შეასრულა და ყაზახებს ქულა გადაურჩინა. შეხვედრა ფრედ, 4-4 დასრულდა.
„ნამდვილად არ ვიცი, უნდა ვგრძნობდეთ თუ არა თავს დაჯერებულად სამომავლოდ. თუ, მარტივად, ვიყოთ იმედგაცრუებულები იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ 4-2-ის შენარჩუნება. მართლა კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, ვიმსახურებდით მოგებას, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა", - ამბობს, ჟიგა ჩეჰი, სლოვენიის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც სლოვენიელთა გატანილ გოლებში ერთი ეკუთვნის.
„ვიცი, რომ დღეს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორ გვჩვევია, მაგრამ ამის მიზეზია, თუ როგორ მოვემზადეთ ტურნირისთვის. ის არ იყო იდეალური. მიუხედავად ამისა, როდესაც ანგარიში ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო, არაფრის დავნებდით, ვიბრძოლეთ ბოლომდე და ფრეს მივაღწიეთ", - ამბობს დუგლას ჯუნიორი, ყაზახეთის მოთამაშე.

ანალოგიურად, დრამატულად წარიმართა ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც იტალიამ, ფინეთს უმასპინძლა. ალბათ, თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიას ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატის ფინალი არასდროს გაუცდენია და უფრო მეტიც, 2003 და 2014 წლებში „სკუადრა აძურამ" მთავარი ტრიოფეიც კი მოიგო. აი, ფინეთის ნაკრები კი, მათგან განსხვავებით, ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის პირველად ასპარეზობს. შესაბამისად, როგორც ჩანს იტალიელები ზედმეტად თავდაჯერებულნი, გამოვიდნენ და შეხვედრის 53-ე წამზე საკუთარ კარში პირველი გოლი მიიღეს.
„ფინელებთან რთულ თამაშს ველოდით. ადრე გვითამაშია მათთან და მათი შესაძლებლობებიც ვიცოდით. თუმცა, ეს, მხოლოდ პირველი მატჩია და გამოვსწორდებით, რა თქმა უნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯგუფში საკმაოდ სიმჭიდროვეა", - ამბობს სტეფანო მამარელა, სკუადრა აძურას კაპიტანი.
გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს, 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტპაზე დაუპირისპირდნენ და ფრედ, 2-2 თამაშის შემდეგ, მსოფლიოზე მოსახვედრად, ფლეი-ოფიც ითამაშეს. მიუხედავად, ამისა, ევრო 2022-ის სასტარტო მატჩში, ტრადიციულად ხმამაღლა შესრულებული იტალიის ჰიმნის შემდეგ, როგორც გითხარით, სწრაფი გოლი გაუშვეს. თუმცა, 2'28'' წუთზე, ნიკოლოდის უძლიერესი დარტყმის შემდეგ, წონასწორობის აღდგენა მოახერხეს.
ისევე, როგორც ამ ჯგუფის პირველ მატჩში, აქაც, პირველი ტაიმი, ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში, 53-ე წამზე ალამიკკოტეროვმა გახსნა. აქ მოვლენებს გადავასწრებ და გეტყვით, რომ მანმვე, 29'12'' დუბლი შეასრულა, თანაც, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. რადგან ამ დრომდე, იტალიელებმა, 2'28'' წუთზე ნიკოლოდის გატანული გოლით წონასწორობა აღადგინეს, შემდეგ კი, დი მატოსის გოლით, 29'02'' სულ რაღაც, 10 წამით წინაც გავიდნენ. ფინელებმა, იტალიელთა დაბნეულობით ისარგებლეს და აუტიოს გოლი 32'23'' წუთზე, ამ შეხვედრაში, კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს იტალიელთა შეტევები უფრო მწვავე იყო და კარის ჩარჩოს მიმართულები დარტმებითაც დიდი წილი მათზე მოდის, მათ, მხოლოდ ქულის გადარჩენა მოახერხეს. 38'44'' წუთზე დი მატოსმა დუბლი გაიფორმა, მატჩი კი, ფრედ, 3-3 დასრულდა. ასე, რომ ამ ჯგუფში, ჯერ ყველა თავგადასავალი წინაა.
„გეგმა იყო, იტალია კარისგან შორს გვყოლოდა. მათ, ახლოს თუ მოუშვებ, რთულია მერე თავის დაცვა. ძირითადად გამოგვივიდა, თუმცა, ზოგჯერ დავუშვით შეცდომები. მოხარული ვარ შედეგით, ამაზე, მხოლოდ ოცნება შემეძლო. კი, ჩვენ გავუშით ბოლოსკენ, მაგრამ ჩვენმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და იტალია ძლიერი გუნდი არის", - ამბობს მიცო მარტიჩი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
„ცოტა გულდაწყვეტილი ვარ ბოლო მომენტით, რადგან ასე ვიყავით გამარჯვებასთან, თუმცა ამას გარდა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ", - ამბობს ჰენრი ალამიკკოტერვო, ფინეთის ნაკრების მოთამაშე.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








