
გრონინგენში, „მარტინ პლაცაში" დასრულებული ვარჯიშის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, აზერბაიჯანთან, ევრო 2022-ის მატჩისთვის საქართველოს 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, „სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) აზერბაიჯანთან შეხვედრაში განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან".
შესაბამისად, ნიდერლანდებში წასული 17 ფეხბურთელიდან, ხვალინდელ შეხვედრის განაცხადში იქნებიან:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).
საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებთა D ჯგუფის პირველი თამაში, 22 იანვარს, 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
აქვე გეტყვით, რომ დღეს, ტრადიციული მატჩისწინა პრეს-კონფერენცია გაიმართა.

სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








