C ჯგუფიში, რუსები და ხორვატები დაწინაურდნენ
C ჯგუფიში, რუსები და ხორვატები დაწინაურდნენ
22.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„საკმაოდ რთული თამაში იყო. ვიცოდით, რიმ რუსეთი, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და მოვემზადეთ, რომ მათთვის წინააღმდეგობა გაგვეწია, მაგრამ ბოლო 10 წუთში, ჩვენი მენტალობა დავკარგეთ, დავკარგეთ ძალა და ყველაფერი ძალიან რთული გახდა ჩვენთვის",  - ამბობს თომას დრაჰოვსკი, ფუტსალში, ევრო 2022-ზე, რუსეთის ნაკრებთან დასრულებული მატჩის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ C ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში, რუსეთსა და სლოვაკეთს შორის ანგარიში, 2'17'' წუთზე, სლოვაკი კოზარის გოლით გაიხსნა და რუსებს, გასათანაბრებლად 7 წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდათ, დანარჩენზე მატჩის სტატისტიკა მეტყველებს - კარის მიმართულებით დარტყმების შეფარდება 55/28 იყო რუსების სასარგებლოდ, კარის ჩარჩოში დარტყმები 22/11, კუთხურები 10/4, ერთადერთი, რაშიც ამ დღეს, თანაფარდობა დაფიქსირდა საჯარიმოებია 6/6-თან და კიდევ ერთი, რაშიც რუსებმა მატჩის საბოლოო ანგარიშის გარდა „აჯობეს" მეტოქეს, ყვითელი ბარათებია, მათ ერთი მიიღეს, სლოვაკებმა არც ერთი.


აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველად რუსეთის ნაკრებმა მოახერხა ერთ შეხვედრაში  7 გოლის გატანა, თანაც ისე, რომ საკუთარში მხოლოდ ერთი მიიღო. მიმდინარე ჩემპიონატზე, პირველი ჰეთ-თრიქის ავტორიც რუსი ანტოშკინია, რომელმაც გოლები 9'58'', 22'54'', 29'35'' წუთებზე გაიტანა.


ამსტერდამის, ზიგო დომში, ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ და ამ მატჩამდე ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ რუსები შეხვედრის ბოლო 20 წუთში, ექვს უპასუხო გოლს გაიტანდნენ (სოკოლოვი 10'21'', 34'30'', რობინიო 28'16'', მილოვანოვი 36'33'') და პირველები გახდებოდნენ ევრო 2022-ზე, რომელმაც ერთ შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა. მატჩი, 7-1 დასრულდა და ფაქტია, რომ იმისდა მიუხედავად, როგორ წარიმართებოდა და რა შედეგით დასრულდებოდა პოლონეთისა და ხორვატიის შეხვედრა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, დღეს, ხორვატები, პოლონელებთან მატჩის დროს, აუცილებლად რუსეთთან მეორე ტურის შეხვედრაზეც იფიქრებდნენ.




ამ ფიქრებს კი, თავი, როგორც ჩანს ხორვატებმა უფრო მარტივად გაართვეს. ანგარიში,      ჰორვატის გოლით 7'19'' წუთზე, გახსნეს. 4 წუთში, პოლონელებმა ჰოლის გოლით (13'25'') მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. თუმცა,  13'40'' ხორვატმა სეკულიჩმა სტატუს-კვო აღადგინა. იელოვიჩიჩმა კი, 17'17'' წუთზე ამ შეხვედრაში, გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში, პოლონელები თამაშის შემობრუნებას ეცადნენ და მატჩის დასკვნით 10 წუთში, რამდენჯერმე ზედმეტი მოთამაშის გათამაშება სცადეს, ხორვატებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და ჯგუფური ასპარეზობის სტარტზე, მითუმეტეს, რუსებთან თამაშის წინ, საჭირო გამარჯვება ჩაიწერეს, ანგარიშით 1-3.



ფოტო: @UEFA