ქართველ ოლიმპიელებს, კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდათ
ქართველ ოლიმპიელებს, კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდათ
23.01.2022
ავტორი: TSFF.GE

ვიქტორს სანაევის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, ქართველ ოლიმპიელებს კიდევ ერთი ლეგენდა, ქეთევან ლოსაბერიძე გამოაკლდა. სახელოვანი მშვილდოსანი ქალის გარდაცვალების შესახებ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იტყობინება.

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ლეგენდარული ქართველი მშვილდოსნის,  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის  ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას", - ნათქვამია სეოკ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


ქეთევან ლოსაბერიძე, 1949 წლის 1 აგვისტოს, ტყიბულის რაიონში დაიბადა. სპორტული კარიერის მანძილზე მან მრავალ წარმატებას მიაღწია, თუმცა, გამორჩევით დღეს, რამდენიმეს შეგახსენებთ:


1972  წელი - ევროპის ჩემპიონატი  ვალფერდანჟი, ლუქსემბურგი, ჩემპიონი (როგორც პირად, ასევე გუნდურ თანრიგებში)

1973 წელი - მსოფლიო ჩემპიონატი, გრენობლი, საფრანგეთი, ჩემპიონი  (გუნდური)

1978 წელი - ევროპის ჩემპიონატი, სტოუნლეიგი, დიდი ბრიტანეთი, ჩემპიონი (გუნდური)

1980 წელი - ევროპის ჩემპიონატი, კომპიენი, საფრანგეთი, ჩემპიონი (გუნდური)

1980 წელი - ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები, მოსკოვი, სსრკ - ოლიმპიური ჩემპიონი

1981 წელი - მსოფლიო ჩემპიონატი, პუნტა-ალა, იტალია, ჩემპიონი (გუნდური)




საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, დაესახელებინათ, მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ქეთევან ლოსაბერიძემ, მოჭადრაკეების ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძისა და ტყვიით მსროლელი ნინო სალუქვაძის შემდეგ, მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველი მშვილდოსანი, ქალი, ერთადერთია, ევროპიდან, რომელმაც ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


ქეთევან ლოსაბერიძე, 2002-2005 წლებში საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო. ის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით (2018) და ასევე, ხალხთა მეგობრობის ორდენით არის დაჯილდოებული. ათეული წლების განმავლობაში, ქეთევან ლოსაბერიძე, თსუ-ს მათემატკის კათედრის დოცენტი იყო და თავისი წვლილი შეჰქონდა მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების აღზრდაში.


TSFF.Ge მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს, ქართულ სპორტულ სამყაროს.



ფოტო: სპორტული გაზეთი "ლელოს" არქივიდან