
„კაკტუსთან" და „სოხუმთან" 2018 ზედიზედ მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, „დინამომ" ბოლოს და ბოლოს ირწმუნა, რომ „დინამოა" და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მართალია, მხოლოდ რამდენიმე ათეული ქომაგის თანდასწრებით, დღეს, სუპერლიგის მესამე მატჩი მოიგო. ბუნებრივია, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შესახებ გაკეთებული ეს შესავალი ბევრს დააბნევს, თუმცა, ფაქტია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან „დინამო", რომელიც წლის ბოლოს, რამდენიმე ლეგიონერმა კალათბურთელმა დატოვა, თამაშს ვერა და ვერ იგებდა. ის კი არა და, რიგი მატჩები, საქართველოს ჩემპიონმა ძირითადად ბოლო, მეოთხე მეოთხედში წააგო.
ბოლო 3 თამაშია, „დინამო", ორი ახალი ლეგიონერით შეივსო. თამაშიდან თამაშამდე უმატებენ სერბი ალექსანდერ მიტროვიჩი და ამერიკელი რეივენ ლიი. დინამოელთა შორის დღეს, სწორედ ამ ორი კალათბურთელის ანგარიშზე მოდის ყველაზე მეტი ქულა. სერბმა 12, ამერიკელმა კი 15 ქულის მოგროვება შესძლეს. სხვათა შორის, 14 ქულა დააგროვა და 10 მოხსნა გააკეთა, „დინამოს" კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა კიელ ტურპინმა, რომელმაც დღეს ორმაგი დუბლიც შეასრულა. საერთო ჯამში, დღეს, 9 კალათბურთელიდან, რომლებიც ირაკლი ხოშტარიამ მოედანზე გამოუშვა, 7-მა 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა მოახერხა (იხ. სტატისტიკა). აქვე გეტყვით იმასაც, რომ დინამოელთა ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ ბერიშვილს, რომელიც მესამე შეხვედრაა გუნდს ვერ ეხმარება, გუშინ, მაჯის ოპერაცია ჩაუტარდა. კალათბურთელი, ოპერაციის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში სარეაბილიტაციო პროცესსაც დაიწყებს.
სუპერლიგის მორიგ კალენდარულ მატჩში, რომელშიც „დინამომ" „მგზავრები" დაამარცხა 85-67 ყველაზე შედეგიანი, „მგზავრების" მოთამაშე, ადრიან ბოუვი იყო. „მგზავრების" ლეგიონერმა 23 ქულის მოგროვება შესძლო. მატჩის ბოლოს, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, დინამოელებმა, თამაშში საბოლოო გარდატეხის შეტანა, მხოლოდ მე-3 მეოთხედის მეოთხე წუთიდან მოახერხეს.
მატჩი კი „მგზავრების" აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ბუბა ბერიშვილის გუნდის სასარგებლოდ, ტაბლოზე 10 ქულიანი სხვაობაც კი იყო დაფიქსირებული 9-19. თუმცა, პირველი მეოთხედის მოგება მათ, მხოლოდ 8 ქულით შესძლეს. მეორე მეოთხედში, „დინამომ" თამაში დაიწყო. ამ მონაკვეთის დასრულებამდე თითქმის 5 წუთით ადრე კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, მატჩში პირველად დაწინაურდა 29-28. ეს ანგარიში, სწორედ დინამოელთა ახალი ამერიკელი ლეგიონერის ლიის ზუსტი სროლის შემდეგ დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტის შემდეგ და საერთოდ თამაშში, ლიდერი 5 ჯერ შეიცვალა. თუმცა, ბოლო, მე-5 ცვლილების შემდეგ, ლიდერის, „დინამოს" სასარგებლოდ, ანგარიშში სხვაობა 22 ქულაც კი დაფიქსირდა. მანამდე, მეორე მეოთხედი, „დინამომ" 23-15 მოიგო. ტაიმი კი ფრედ, 36-36 დასრულდა.
მესამე მეოთხედში, „დინამომ" ზონები გადაკეტა და ბერიშვილის ბიჭები, მხოლოდ 3-ქულიანების იმედად დარჩნენ. თუმცა, ამ მცდელობაცამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო. დინამოელები, ადვილად კითხულობდნენ მეტოქის კომბინაციებს და შედეგად, მატჩის ბოლოს, მხოლოდ ჩაჭრის შედეგად დაგროვებული ქულების კოეფიციენტიც მათ სასარგებლოდ დაფიქსირდა. მესამე მეოთხედი დინამო 27-17, ბოლო კი 22-14 მოგიო.
„მგზავრებთან" გამარჯვების შემდეგ, „დინამოს" 21 თამაში და 35 ქულა აქვს და „რუსთავთან" და „კაკტუსთან" ერთად, 2-4 ადგილებს იყოფს. გათამაშებას კი 38 ქულით „ქუთაისი" ლიდერობს (იხილეთ სატურნირო ცხრილი).
დღევანდელი დღის მეორე მატჩი კი სწორედ „რუსთავსა" და „კაკტუს" შორის გაიმართა. მეტად დაძაბული შეხვედრა რუსთავში, სტუმართა გამარჯვებით 68- 75 დასრულდა. (იხილეთ მატჩის სტატისტიკა )
მომდევნო სათამაშო დღე საქართველოს საკალათბურთო სუპრლიგაში ხვალ 11 მარტს არის. ამ დღეს ბათუმში, „ბათუმი" „ოლიმპს" მიიღებს.





ჩვენ








