პორტუგალია ევრო 2022-ის პირველი 1/4 ფინალისტია
პორტუგალია ევრო 2022-ის პირველი 1/4 ფინალისტია
24.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკრაინაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც გინდა თუ არა, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება, ნიდერლანდებში მიმდინარე ევრო 2022-ზე, უკრაინის ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ტურში,  მოიგო. მოუგო სერბეთის ნაკრებს, ერთ-ერთ უძლიერს გუნდს ევროპაში და თანაც 5-ბურთიანი სხვაობით.

„პირველი შეხვედრის დროს ძალიან დაძაბულები ვიყავით, მაგრამ დღეს, უფრო თავდაჯერებულად მოვახერხეთ თამაში. ეს იყო სამკვდო-სასიცოცხლო მატჩი. ფრეს შემთხვევაშიც კი, ჯგუფიდან, ჩვენი გასვლის შანსები მცირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ, ამის გაკეთება 3 დღეში წარმოუდგენელია. თუმცა, ჩვენ ვიყავით მენტალურად ძლიერები და კომპლექსიდან თავის დაღწევა მოვახერხეთ",  - ამბობს ოლექსანდრ კოშენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ბუნებრივია, უკრაინელებზე, რომლებსაც სასტარტო შეხვედრა, ჩემპიონატის მასპინძელ, ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშეს, მეტოქე გუნდის სტატუსმაც იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოწინააღმდეგე, მათზე ათი თავით მაღლა იდგა,  უკრაინელთა მე-19 ნომრის,  ზვარიჩის მიერ გატანილმა სწრაფმა გოლმა (1'10''), რომელსაც მალევე სერბი ვასიჩის ავტოგოლი (5'51'') მოჰყვა, უკრაინელებს სტიმული შემატა. სერბები კი, რომლებსაც პორტუგალიელებთან წაგებული სასტარტო მატჩის შემდეგ, აუცილებლად სჭირდებოდათ ქულები, ამ ფაქტით „მოიშალნენ" და მთელი მატჩის მანძილზე დიდი უპირატესობის მიუხედავად, ვერაფერს გახდნენ.


„ძალიან ცუდი თამაში იყო ჩვენთვის. ცუდად დავიწყეთ და ეს არის, რაც ყველაზე მეტად გვაქვს გამოსასწორებელი. მეორე ტაიმში, შევეცადეთ თამაშის გადარჩენას, მაგრამ იღბალმა გვიმტყუვნა - ალბათ, არ ვიმსახურებდით სხვას", - ამბობს დეიან მაჟიესი, სერბეთის მწვრთნელი.


სერბებმა, ბეწვის ხიდზე დადგნენ, რამეთუ, პორტუგალიასთან მატჩში, თუ ნიდერლანდები მოიგებდნენ, ისინი ავტომატურად, გათამაშებას გამოეთიშებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ნაკრებმა, კარის მიმართულებით ორჯერ მეტჯერ დაარტყა (სულ 50-ჯერ), შეხვედრის ბოლოს, ტაბლოზე სულ სხვა რამ იყო ასახული. ფაქტია, რომ უკრაინამ, ამ შეხვედრაში, საკუთარი შანსები, მაქსიმალურად გოლებში გარდასახა. პირველ ტაიმშივე, აბაკშინის დუბლის (14'27'', 19'12'') შემდეგ, უკრაინელებმა, 0-4 წაიყვანეს ანგარიშში და ამას, მეორე ტაიმში, კიდევ ორი გოლი დაუმატეს. ჯერ ზვარიჩმა 33'54'' წუთზე დუბლი გაიფორმა. შემდეგ კი, კორსუნმა (38'40'') ანგარიში ექვსამდე გაზარდა. სერბებმა, მხოლოდ ერთი პრესტიჟის გოლი გაიტანეს - ტომიჩმა მეტოქის კარი 38'59'' წუთზე აიღო. ბუნებრივია, რომ მატჩის გადასარჩენად, სერბებისთვისაც კი, ერთი წუთი საკმარისი დრო, აღარ აღმოჩნდა.


„საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და მეტოქეც, ძალიან კარგად ვიცოდით. ამას გარდა, ვიყავით ძალიან მოტივირებულები, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ, როგორიც სერბეთია და თან, მთელი ქვეყნის მხარდაჭერას ვგრძნობდით" , - ამბობს მიჰაილო ზვარიჩი, დუბლის ავტორი უკრაინელთაგან.




„უკრაინამ დაიმსახურა მოგება. მათ ბევრი ირბინეს, ჩვენ არა, ვულოცავ. არ მაქვს შესაფერისი პასუხი, რატომ გამოიყენა უკრაინამ შანსები, ჩვენ კი, ვერა. თამაშის წინ, ვიცოდით, რომ ვიყავით წყვილის ფავორიტები, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შევძელით",  - ამბობს სტრაჰინია პეტროვი, სერბეთის ნაკრების მოთამაშე.


უკრაინამ 1-6 გაიმარჯვა და ახლა, ბოლო ტურში, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, პორტუგალიასთან გრონინგენში გაარკვევს, თუ რომელი ადგილი შეხვდება A ჯგუფში.


***



ამავე დღეს, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ კი, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, ერთი ტურით ადრე გაინაღდა. პორტუგალიელებმა, მასპინძელი ნიდერლანდები 4-1 დაამარცხეს.


„ღირსეულად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ პირველი წუთებიდან უნდა გვეგრნობინებინა ძალა, რათა პირველი შეხვედრის სცენარი აგვეცილებინა თავიდან და ასეც გავაკეთედ. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო სწრაფად გაგვეტანა... ორი გოლის გატანაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თუმცა, უპირველესი ყოველთვის გუნდია", - ამბობს პანი ვარელა, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ამ შეხვედრაში, დუბლი გაიფორმა. ვარელამ, ჩემპიონატის მასპინძელი ნიდერლანდების კარი, პირველი ტაიმის მიწურულს, 19'41'' და მეორე ტაიმის დასაწყისში 22'56'' აიღო.


ანგარიში კი, ამ შეხვედრაში, ნიდერლანდელთა ავტოგოლით გაიხნსა - 5'31'' წუთზე, საკუთარ კარში საადოუნიმ ჩაჭრა. ნიდერლადელთაგან, კიდევ ერთი გოლი, მხოლოდ, პორტუგალიის კარში ამჯერად, 32'34'' წუთზე ბოუიოუზანმა გაიტანა და 3-ბურთიანი სხვაობა, ორამდე შეამცირა. თუმცა, გამოცდილი პორტუგალია, სათამაშო უპირატესობის დათმობას არ აპირებდა და მატჩის მიწურულს, 39'34'' წუთზე, აფონსო ჟესუსის გოლით, საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.


პორტუგალიამ, ამ მომენტისთვის, ჯგუფური ეტაპის მთავარი ამოცანა შეასრულა. ორი თამაშიდან, ორი მოიგო და ფაქტიურად, ბოლო ტურამდე, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.




„თავიდანვე მივაღწიეთ საწადელს. ორი თამაში, ორი მოგება. კარგად დავიწყეთ და არ მივეცით, ნიდერლანდებს შანსი ეთამაშად. მოვახერხეთ მათი შევიწროება. გოლს, თუ არ ჩავთვლით, რომელიც გაგვიტანეს, მათ სხვა შანსი არ ჰქონიათ და ეს, ჩვენს კარგ ფორმაზე მეტყველებს", - ამბობს ანდრე კოელიო.


ევრო 2022-ის მასპინძელი ნიდერლანდები, ამ მარცხის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სასტარო შეხვედრა უკრაინელებთან მოგებული აქვთ, ნამდვილად არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში. მომდევნო და ჯგუფის ბოლო მატჩში, მათ, „გამწარებული" სერბების წინააღმდეგ უწევთ თამაში, რომლებიც, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე თუ ვერ მოხვდებიან, კარს მაინც გაიჯხაუნებენ ხმაურიანად - პრესტიჟის გამო. სერბეთი და ნიდერლანდები, კვალვ ამსტერდამის Ziggo Dome-ში ითამაშებენ.


„ვიცოდით, რომ დიდებული გუნდი იყო, დიდებული მოთამაშეებით. თამაშამდე ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ თამაშში ჩავდეთ ყველაფერი, ყველანაირად ვეცადეთ. ისინი ჩვენთვის, ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ სადიან „მოვედით", ჩვენ, დიდი ნაბიჯებს ვაკეთებთ", - ამბობს კარიმი, ნიდერლადების ნაკრების მოთამაშე.


ნიდერლანდებმა კარგად იციან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უკრაინასა და პორტუგალიას შორის, მოქმედი ჩემპიონი გაიმარჯვებს, მათ ჯგუფიდან გასასვლელად, ქულაც კი ეყოფათ. ფაქტია, რომ მომდევნო ეტაპისთვის, პორტუგალიას ცოტა ამოსუნთქვა და ძალების მოკრება არ აწყენდა, მითუმეტეს, რომ მომდევნო ადგილებზე მყოფ გუნდებთან 3-ქულიანი ფორა, ამის საშუალებას აძლევს. ჰოლანდიელები, საკუთარ კედლებში, ფრთებმოტეხილი სერბეთის, საბოლოოდ განადგურების იმედად არიან. მოკლედ, თეორიული შანსები, ბოლო ტურის წინ, უკრაინასაც რჩება და მასპინძელ ნიდერლანდებსაც.



ფოტო: @UEFA