
ორი ტურის შემდეგ, ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის ევრო 2022-ის B ჯგუფს, სათავეში ყაზახეთის ეროვნული ნაკრები ჩაუდგა. ფაქტია, რომ ჯგუფის ფავორიტად შერაცხულ იტალიის ნაკრებს, ყაზახები, მიმდინარე გათამაშებაში, აშკარად სჯობიან. ჯგუფის დასკვნით ტურში, ერთმანეთს, სწორედ, იტალიისა და ყაზახეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან და დიდი ალბათობით, 1/4 ფინალშიც, ამ წყვილში გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდი იქნება. ისე, ყაზახებს ფრეც აძლევთ ხელს, იტალია, კი მეორე თამაშზე იქნება დამოკიდებული... თუმცა, მანამდე, დღეს ამ ჯგუფში, მეორე ტურის მატჩები ჩატარდა.
„ვიცოდით, რომ სლოვენია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ ჩვენს სტილში თამაში გაგვიჭირდებოდა. ვიცით, რომ ყაზახებთან, ბოლო შეხვედრაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ კვალიფიკაცია მოვიგოთ", - ამბობს დე მატოსი, იტალიის ნაკრების ფეხბურთელი.
მეორე ტურის მეორე საასპარეზო დღე კი, იტალიისა და სლოვენიის შეხვედრით დაიწყო, რომელიც ფრედ, 2-2 დასრულდა. იტალიელებმა, ანგარიში, შეხვედრის დაწყებიდან მე-40 წამზე გახსნეს. ნიკოლოდის გოლი, ჯერ-ჯერობით, ევრო 2022-ზე ყველაზე სწრაფი გოლია, თუმცა, მხოლოდ, მეათასედი წამებით უსწრებს, პირველ წუთზე გატანილ სხვა თამაშების გოლებს. დღევანდელ მატჩში, კი იტალიამ, ამ გოლის შემდეგ, თამაშის სადავეები მთლიანად სლოვენიელებს ჩააბარეს. ამაზე მეტყველებს მატჩის სტატისტიკაც. იტალიელებმა, მეტოქის კარზე იერიში, 15-ჯერ მიიტანეს, მაშინ, როცა სლოვენიელებმა, ეს 21-ჯერ მოახერხეს. აქედან, იტალიამ, კარის ჩარჩოში მხოლოდ 3-ჯერ დაარტყა, მისმა მეტოქემ კი, 10-ჯერ. სამაგიეროდ, იტალიის ნაკრებმა, ალექს მერლიმის ავტოგოლით, 9'38'' წუთზე ის, ერთგოლიანი უპირატესობა, რაც პირველ ტაიმის დასაწყისში მოიპოვა, გაანიავა.
„ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ. მოდი, მივიღოთ ეს ფრე, როგორც არის, მაგრამ შემდეგ რაც იქნება, ჩვენზეა მხოლოდ დამოკიდებული და ჩვენ, მეოთხედფინალში გვინდა ყოფნა. მიხარია, რომ ტურნირზე ორი გოლი გავიტანე, მაგრამ ეს არის გუნდური თამაში და მე იტალიისთვის ვთამაშობ", - ამბობს ნიკოლოდი, იტალიის ნაკრების გოლეადორი.
რეალურად, ამ შეხვედრაში, სლოვენიელებმა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. 28'45'' წუთზე, ეს, ჰოჟანმა გააკეთა და სლოვენიის ნაკრები დააწინაურა. ანგარიში კი, კვალვ მერლიმმა გაათანაბრა, 31'51'' წუთზე, მხოლოდ, ამჯერად, გოლი მოწინააღმდეგის კარში გაიტანა, იქ, სადაც უნდა გაეტანა.
„აი, იმ მომენტის შემდეგ, ბოლოში, ძელს რომ მოხვდა ბურთი, ცოტა გაწბილებულები ვართ. რთული თამაში იყო, ბევრი მომენტით და საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ 3 ქულას ჩვენ ვიმსახურებდით", - ამბობს ალენ ფეტიჩი, სლოვენიის ნაკრების მოთამაშე.
![]() |
![]() |
იტალიის ნაკრებს, რომელსაც მაქსიმალური რაოდენობის ჯარიმები ჰქონდა დაგროვებული, კიდევ უფრო გარისკა და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ზედმეტი მოთამაშით დაიწყო შეტევა. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე, თავად გადაურჩა გოლს. მონაკვეთებში, როდესაც სლოვენიელები კონტრშეტევაზე გადმოდიოდნენ და იტალიაც პარკეტზე მეკარეს აბრუნებდა, ისევე, როგორც მთლიანად მატჩში, სკუადრა აძურას კარის მცველის, პიეტრო ანჯელოს კარგი თამაშის შედეგად, იტალიელთა კარში მხოლოდ, ორი გოლი გავიდა.
„შესაძლოა, გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ვფიქრობ, რომ მომენტებში ჩვენ გვაკლდა კონცენტრაცია და ამან დღეს, მოგებაში ხელი შეგვიშალა. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის თამაში ჯერჯერობით მომწონს. კარგად მუშაობენ. ახლა, ყაზახებთან მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, ისევე, როგორც ამ ტურნირის სხვა თამაშებზე. ჩვენ ვაპირებთ თამაშს და ვიმედოვნებთ, რომ მოვახერხებთ კვალიფიკაციას", - ამბობს მასიმილიანო ბელარტე, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
„მიხარია, რადგან ჩემი გუნდი დღეს, კარგად გამოიყურებოდა. ჩემი გულისთვის რთული ასატანია, მაგრამ მინდა გუნდს მივულოცო ეს თამაშიც და ტურნირიც, რომელსაც ატარებენ. ვიცით, რომ ძლიერები ვართ. კარგი სამუშაო გავწიეთ" , - ამბობს ტომისლავ ჰორვატი, სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდიც ამ მომენტში ჯგუფში, ორი თამაშის შემდეგ, მეორე ადგილზეა, იტალიის ნაკრებთან ერთად, თუმცა, ბოლო ტურში, იტალიასთან შედარებით უფრო მარტივი მეტოქე ჰყავს, ფინეთის სახით. სლოვენიის ნაკრები, ჯგუფის ბოლო შეხვედრას გრონინგენის ნაცვლად, ამსტერდამში გამართავს.
***
„შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერზე მეტად რაც მაბედნიერებს, არის გზა, რომელზეც, ჩემი გუნდის მოთამაშეებმა, მოსაგებად გაიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ შეიძლებოდა გავმტყდარიყავით, ჩვენ რწმენის დაკარგვის ნიშან-წყალიც კი, არ დაგვტყობია და საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ სამი ქულა სამართლიანად დავიმსახურეთ", - ამბობს კაკა, ყაზახეთის ნაკრების მწვერთნელი, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა ჯგუფში, პირველმა მოახერხა 3 ქულის აღება და ბოლო ტურის წინ, 4 ქულით, ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
ფინელებთან პირველი ტაიმი კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ანგარიში, 12'39'' წუთზე, ჰოსიომ გახსნა. თუმცა, „თოლიის ნავარდი" (გოლის აღნიშვნის ფორმა), ფინელებს დიდხანს არ გაყვათ და 17'02'' წუთზე ორაზოვმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 1-1. თითქმის, ანალოგიური სცენარით დაიწყო მეორე ნახევარიც. 23'18'' წუთზე კორპელამ, ფინეთის ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა. აი აქ, კი, ყაზახთა მეკარემ გამოიჩინა თავი. იგუიტამ ფინელებს ანგარიში რამდენიმე წამში გაუთანაბრა, თანაც გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. კიდევ 3 წუთში, კნაუბმა, ყაზახები ამ შეხვედრაში პირველად დააწინაურა, 2-3. ამის შემდეგ კი, მან და ორაზოვმა დუბლები გაიფორმეს (31'03'' და 33'09'' წუთებზე) მონაცვლეობით.

„ვფიქრობ, პირველ ტაიმში, როდესაც გავიტანეთ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. მატჩამდე, ბევრი ვილაპარაკეთ, როგორ უნდა გვემოქმედა ამ საღამოს და იგუიტას გათიშვა, პირველ ტაიმში შევძელით. აი, მეორე ნახევარში კი, მათმა ყველა უნარმა, თამაშზე იმოქმედა", - ამბობს იანი კორპელა, ფინეთის ნაკრების მიერ გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი.
„მაშინაც კი, როცა ვაგებდით, პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. ჩვენ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება და ეს, გუნდზე ბევრს ამბობს - არასდროს ვნებდებით. პირველი ტაიმის შემდეგ, ბევრი ვილაპარაკეთ, თუ რა იყო შესაცვლელი ჩვენს თამაშში. განსაკუთრებით, გასათვალისწინებელი იყო, რომ ფიზიკურად კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. ჩვენ, უფრო მეტის მოთმენა შევძელით და ამან, შედეგი გამოიღო", - ამბობს ედისონი, ყაზახეთის ნაკრების მოთამაშე.
აშკარაა, რომ 2 ტურის შემდეგ, ამ ჯგუფში ყაზახები, იტალიელებზე უკეთ გამოიყურებიან. თამაშობენ გამართულად დაცვაში და საკმაოდ მწვავედ შეტევების დროს. დღევანდელ მატჩში, ეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინელებმა, შეხვედრის გადასარჩენად, ბოლო 6 წუთი, ზედმეტი მოთამაშე გაათამაშეს, გოლი, საკუთარ კარში მიიღეს, კონტრშეტევის დროს 39'41'' წუთზე, საბოლოო ანგარიში ვალიულინმა დააფიქსირა. ყაზახეთი ნაკრებმა 2-6 გაიმარჯვა.

„ეს გამარჯვება ოდნავ დამშვიდების და მომავალი თამაშებისთვის უკეთესად მომზადებისა და ხარისხის გაუმჯობესების დროსა და საშუალებას გვაძლევს. გოლის გატანა, ყოველთვის საოცარი გრძნობაა, მაგრამ ამაზე „ჩახვევა" არ ღირს, რადგან ეს, ჩემი სამუშაოა. მიუხედავად ამისა, ფუტსალის ევრო-ზე გოლის გატანა, მაინც გამორჩეულია და მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდს, ამ შედეგის მისაღებად, დავეხმარე", - ამბობს იგუიტა, ყაზახეთი ნაკრების კაპიტანი.
„ევრო-მდე, ჩემი მიზანი და ოცნება იყო აქ მოხვერდა. ჩვენ აქ ვართ, ცოცხლები ვართ და ვთვლი, რომ 6-2 წაგება არ არის სამარცხვინო, გუნდთან, რომელიც ამ სპორტში, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია", - ამბობს მიკო მარტიჩი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
პარასკებს გამოჩნდება, ეყოფა თუ არა იტალიასთან ფრე ყაზახეთის ნაკრებს B ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ფაქტია, რომ მეორე საგზურის მოპოვებას, სლოვენიაც შეეცდება, რომელსაც, აშკარად უფრო მარტივი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, ვიდრე იტალიას, ან თუნდაც ყაზახეთს. ამ ჯგუფის მატჩები, ერთსა და იმავე დღეს, 20:30 საათზე, 28 იანვარს გაიმართება და მათი ხილვა UEFA TV-ს არხით იქნება შესაძლებელი.
ფოტო: @UEFA





ჩვენ










