„ქუთაისი“ ტრადიციული საკალათბიურთო ლეგენდების სახელობის მემორიალის გამარჯვებული მეხუთედ გახდა
„ქუთაისი“ ტრადიციული საკალათბიურთო ლეგენდების სახელობის მემორიალის გამარჯვებული მეხუთედ გახდა
25.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი" მეხუთედ ახერხებს ტრადიციული და პოპულარული ტურნირის მოგებას. კოტე ტუღუშის შეგირდებმა, დღეს, ქუთაისში, ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალურ მატჩში, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „მეგა", ანგარიშით 93-78 დაამარცხეს.

პერიოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა იფიქრო, რომ თამაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა 33-15, 19-28, 24-13, 17-22. ორივე გუნდმა, ორ-ორი მეოთხედი მოიგო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა, საკუთარ კედლებში, მოგებულ პირველ და მესამე პერიოდებში, ისეთი ბალანსი შეიქმენეს, რომ შეხვედრის რიგ მომენტებში, თავს, მოდუნების საშუალებაც მისცეს. მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზე, ქუთათურები, უკვე 23-13-ს იგებდნენ. ეს მეოთხედი კი, 18-ქულიანი სხვაობით მოიგეს, შესაბამისად, დიდი შესვენებამდე ძალებიც დაზოგეს და პირველი ტაიმიც 52-43 მოიგეს.


ბუნებრივია, საკალათბურთო სუპერლიგის დებიუტანტი „მეგა", წელს ბევრ ტრადიციულ გუნდს სთავაზობს სიურპრიზებს. მიმდინარე, რეგულარულ ჩემპიონატზე კი, ეს გუნდები 2021 წლის 18 ნოემბერს, ამავე დარბაზში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, ქუთათურებმა 10 ქულით, 82-72 იმარჯვეს. დღეს, კი, დარბაზის მასპინძლებმა, სათასო ფინალში, საქმის გადადება, ბოლო მეოთხედამე არ მიიყვანეს და დასკვნითი 10 წუთის წინ, გამარჯვებისთვის 20 ქულა დაიბევეს. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო, მონაკვეთი 5 ქულით დათმეს, საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ერთ მონეტში, „ქუთაისმა" 17 ქულითაც მოახერხა გაქცევა და ამ დროს, გუნდმა 29 ქულითაც კი, გადაასწრო მოწინააღმდეგეს. თუმცა, ლიდერი ამ დღეს, ერთხე და ისიც, პირველი მეოთხედის საწყის წუთებზე შეიცვალა და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა.


ქუთაისელთაგან, ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი, გიორგი კორსანტიამ შეასრულა - მან, 10 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, თუმცა, იმერელთა ფორვარდზე მეტი ქულა, 22, ამ დღეს, მისმა თანაგუნდელმა, ჯარვის რეიმ დააგროვა. მოწინააღმდეგე გუნდიდან ორმაგი დუბლი, „მეგას" ამერიკელი ცენტრის, დენგი აკუთის ანგარიშზეა - 11 ქულა და 12 მოხსნა, თუმცა, აქაც, საუკეთესო რაოდენობის ქულები, სხვა კალათბურთელმა, ამერიკელმა უკანაზახელმა ტაილორ კორბინიმ დააგროვა - 32.



ფოტო: საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010"