
ხვალ, თბილისის დროით 20:30 წუთზე, გრონინგენში, ფუტსალში, ევრო 2022-ის D ჯგუფის მეორე ტურის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები, ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფის მეორე შეხვედრას, გუნდები სხვადასხვა განწყობით, თუმცა, კონკრეტული თამაშის მოგების სურვილით ხვდებიან. „მარტინ პლაზაში", დღეს ჯერ ბოსნიელებმა ივარჯიშეს, შემდეგ კი, ჩვენმა ნაკრებმა. თუ მატჩისწინა, ტრადიციული პრეს-კონფერენციებით ვიმსჯელებთ, რომელიც კვალვ, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, ორივე გუნდში საბრძოლო განწყობაა.
„გავაანალიზეთ საქართველოს ნაკრების თამაში აზერბაიჯანთან. საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. მაშინ, როცა 0-2-ს აგებდნენ, თამაშის შემობრუნება და გამარჯვება მოახერხეს. მათ, პატივს ვცემთ, მაგრამ იმ შეხვედრაში, ჩვენც გვაქვს შანსები. ვხდებით, ამ შეხვედრის მნიშვნელობას და გვაქვს მიზანი არდავმარცხდეთ და ვითამაშოთ ¼ ფინალში", - ამბობს ივო კრეზო, ბოსნიელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი.

განსხვავებით აზერბაიჯანელთაგან, რომლებსაც ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანაში ხელი კორონა-ვირუსმა შეუშალა, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრებს, ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში აქვს. გუნდში, არ ჰყავთ არც ტრავმირებულები. ასე, რომ ხვალინდელ შეხვედრაში, ისინი, საკადრო პრობლემებს არ უნდა უჩიოდნენ. ამასთან, „ესპანურის გაკვეთილიც" კარგად ავითვისეთ და ეს, მეტი აღარ განმეორდებაო. აღსანიშნავია, რომ მეტოქის გუნდში, დაბრუნდა გამოცდილი მეკარე დარკო მილანოვიჩი, რომელსაც პირველი თამაშის გაცდენა მოუხდა, ასე, რომ ამ ფეხბურთელთან ერთად, ბოსნიელები ხვალინდელ თამაშს, სხვა განზომილებაში ხედავენ - უფრო კონკრეტულად, მეკარის ჩართულობის ხარჯზე, ბურთის მეტად კონტროლს აანონსებენ.
„ესპანეთი, კარგად ვერ შევაფასეთ და აქ შეგვეშალა. ასეთი რამ, აღარ გამეორდება. ახლა გვყავს მეტოქე, რომელსაც კარგი და გამოცდილი გუნდი ჰყავს. ძლიერი, საყრდენ პოზიციებზე. ჩვენი მიზანი იქნება, ელისადნრომდე ბურთის მიტანის შანსი არ მივცეთ. ის საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი რგოლია", - ამბობს სრჯან ივანკოვიჩი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოსნიელებისგან განსხვავებით, მოგებული პირველი მატჩის შემდეგ, ქართულ გუნდში, უკეთეს განწყობაზე არიან. თუმცა, ისევე, როგორც ევრო 2022-ზე სადებიუტო მატჩის მსგავსად, განსაკუთრებით მისი მოგების შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც, წარმატების შემთხვევაში, ქართული გუნდი, ახალი, ქართული ფუტსალის ისტორიის წერაში, მორიგ აბზაცს მიამატებს.
„ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს, რამდენიმე ვარიანტი. თამაშის საწყისი წუთები, ძალიან ბევრ რამეს გვიჩვენებს. ჩვენ ფსიქოლოგიურად მზად ვართ. ტაქტიკურადაც მზად ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მოედანზე ბრძოლისუნარიანობას. ბოსნიას, არც ერთი მილიმეტრი არ უნდა დავუთმოდ და ვფიქრობ, გვაქვს შანსები, ვიფიქროთ ხვალინდელ წარმატებაზე. მესმის, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ ეს შევძლოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ის, რომ ბოსნიელებს, მთავარი მეკარე დაუბრუნდათ და გუნდიც, შეეცდება მისი ჩართულობით თამაშს, საქართველოს ნაკრებშიც კარგად იციან. იციან, ისიც, რომ ბალკანელები, ტრადიციულად, ფიზიკურად ძალიან ძლიერ ფორმაში არიან. ერთადერთი, რაც სხვა ბალკანური გუნდებისგან ანსხვავებით, სწორედ, ის „საჩვენოდ" დაბრუნებული დარკო მილანოვიჩია.
„სხვა მონახაზი გვექნება ჩვენც თამაში, ვიდრე აზერბაიჯანის ნაკრებთან გვგქონდა. ამიტომ, დიდი მნიშნელობა ექნება ფიზიკური ბრძოლის მოგებას. მინი-ფეხბურთში, ასეთი ბრძოლის მოგება, ნახევარ გოლს ნიშნავს, რადგან შემდეგ, ძალიან დიდი უპირატესობით მიდის კონტრშეტევა. ასე, რომ ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ და 5/4 ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად, ვიბძოლებთ და მოგებისთვის ვითამაშებთ", - ამბობს ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და დასძენს, „ჰყავთ 6 ნომერი (სრჯან ივანკოვიჩი), რომრლიც ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე მაქვს თამაში ჩატარებული და ბოსნიაში, 5-2 მოვუგეთ. იმ მატჩში, მეკარეც და ის, 6 ნომერიც თამაშობდნენ. შესაბამისად, განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველი".

ისევე, როგორც აზერბაიჯანელებთან მატჩში, შანსები თანაბარია. საქართველოს ნაკრებში თვლიან, რომ მატჩის შედეგს, გადაწყვეტს ნიუანსები, მაგალითად, როდის გავიტანთ გოლს, როგორ გავიტანთ, როგორ ვითამაშებთ. ხვალინდელი მოწინააღმდეგის მიერ, სპეციფიურ თამაშზე ამახვილებს ყურადღებას, ავთანდილ ასათიანიც, შემდეგ კი, ხსნის, რომ „სპეციფიურობაში", ძალიმიერ თამაშს გულისხმობს. ხვალინდელი მოწინააღმეგისგან, საქართველოს ნაკრები, ტექნიკურად გამართულ თამაშს ელის. მეკარის ხარჯზე, მეხუთე მოთამაშის გამოყენების საპირწონედ, საქართველოს ნაკრებში, აქვთ გარკვეული მონახაზები. ბუნებრივია, ჩვენები, ელისანდროს მიმართ, გადატანილ დიდ ყურადღებაზეც გათვლიან.
„რეიტინგს თუ გადავხედავთ, ხვალინდელი მოწინააღმდეგე, ჩვენზე წინ იმყოფება. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდათ შესარჩევში. პირველი ადგილი დაიკავეს ისეთ ძლიერ ჯგუფში, სადაც რუმინეთი და სერბეთი ჰყავდათ. ასე, რომ საქმე, ძალიან ძლიერ და გამორჩეულ მეტოქესთან გვაქვს. პრინციპში, გამორიცხულია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სუსტი მეტოქე შეგხვდეს. გუნდში, იგრძნობა, რომ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ყველამ იცის, რომ მაქსიმუმის არგაკეთების შემთხვევაში, შედეგის მიღწევა, ძნელი იქნება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

საბედნიეროდ, გუნდში არ არიან ტრამვირებულები და ყოველდღიური, პროტოკოლით გათვალისწინებული კოვიდ-ტესტებიც, ჩვენს „მხარეს" არის. ავთანდილ ასათიანი, ხვალინდელი განაცხადის 14 ფეხბურთელში, თითქმის არ გეგმავს ცვლილების გაკეთებას. მიჩანია, რომ აქამდე მოსული გუდისთგვის, ეს შედეგი უკვე, დიდი წარმატებაა. „ამას თუ კიდევ, რაიმე წარმატება დაემატება ეს, გასახარი იქნებაო", ამბობს ასათიანი. ხვალ, მოვიგებთ თუ წავაგებთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა იციან, რომ ჯგუფში კიდევ სხვა თამაშიც იმართება და კიდევ უფრო მეტი, სწორედ, დარჩენილ მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, საქართველოს ნაკრებში უკან დასახევ გზას ვერ ხედავენ.

ფოტო: @UEFA / @GFF





ჩვენ








