ივანიშვილმა სადებიუტო გოლი სახელოვანი დეიდის კომპანიას მიუძღვნა
ივანიშვილმა სადებიუტო გოლი სახელოვანი დეიდის კომპანიას მიუძღვნა
11.03.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის მეორე ტურში დინამოელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა გაიტანა გოლი. გიორგი ივანიშვილმა, თბილისურ დერბიში, „ლოკომოტივის" კარი შეხვედრის 44-ე წუთზე აიღო და „დინამო თბილისი" 1-2 დააწინაურა.

„გოლის გატანა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. დღეს კი, იმიტომ, რომ თამაშის გარდამტეხ მომენტში გავიტანე, ისე გამომივიდა, როგორც გავიფიქრე. „დინამოში" ჩემი პირველი გოლი, დეიდაჩემის კომპანიას „ბადაგონს" მივუძღვენი, რომელსაც ამ ბოლო დროს უსამართლოდ ექცევიან", - ამბობს გიორგი ივანიშვილი.

2018 წლისა და ეროვნული ლიგის გათამაშების პირველ თბილისურ დერბიში, რომელიც დღეს, მიხეილ მესხის 2-ზე „ლოკომოტივსა" და „დინამო თბილისს" შორის გაიმართა, ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს. დინამოელებმა წონასწორობის აღდგენა, მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოახერხეს. კიდევ 4 წუთში კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სწორედ, გიორგი ივანიშვილის გოლმა გაიყვანა წინ.


„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველი 20 წუთი „კატასტროფა" იყო. „ლოკომოტივი" თითქმის ყველა მონაკვეთში, ერთი ნაბიჯით გვჯობდა. ეს შეცდომები, სამომავლოდაც გამოსასწორებელია. რაც შეეხებდა, დანარჩენ 70 წუთს, დიდი მადლობა ბიჭებს, რომ ასეთი თავდადება აჩვენეს. როგორც კი ოდნავ სისწრაფეს მოვუმატეთ, მაშინვე ჩვენი თამაში ვითამაშეთ", - ამბობს ივანიშვილი.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, დინამოელებმა „ლოკომოტივის" კარზე იერიშები მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაიწყეს. 9 წუტში, აკაკი შულაიამ მესამე გოლი გაუტანა. მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე კი, კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისმა" პირველი გამარჯვება, ანგარიშით 1-4 და სატურნირო ცხრილში 3 ქულა ჩაიწერა, გიორგი ივანიშვილმა კი ამ სეზონში პირველი გოლი.


„მინდა კიდევ ვთქვა, რომ ჩვენი ფანკლუბი „ელიტა", გუნდს უდიდეს მუხტს მატებს და ამისთვის დიდი მადლობა მათ", - ამბობს გიორგი ივანიშვილი.

ვინც არ იცის, გეტყვით, რომ თითქმის ერთწლიანი „შესვენების" შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ფანსექტორი „ტრიბუნას" დაუბრუნდა. „დინამო თბილისი" კი მომდევნო მატჩს, 16 მარტს, 17:00 „დინამო არენაზე", „სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.