
„საჩუქარი" - ამ სახელწოდებით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, 25 იანვარს საინტერესო სტატია, გამოაქვეყნა, რომელში მოთხრობილი ისტორია, შესაძლოა, ფეხბურთის მოყვარულთა ნაწილისთვის ცნობილია, თუმცა, ვიდრე, IJF-ის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყება, მის შესახებ, საჭიროდ ჩათვალეს ელაპარაკათ. ეს არ არის სტატია, რომელიმე გამორჩეულ ძიუდოისტზე. ეს არის ამბავი, რომელიც ბავშვობის ასაკში, სპორტსმენისთვის სწრორი მიმართულების განსაზღვრას ეხება. ბუნებრივია, „რისკი" დიდია, მაგრამ, თუნდაც, ქართულ სპორტს თუ გადავხედავთ, დამეთანხმებით, რომ „მამების" „ჩაბჟირების" გამო, წლების მანძილზე, სხვადსხვა სახეობებში ბევრი სპორტსმენი, „სულ სხვაგანაა". მოკლედ, მე აქ გავჩერდები და სტატიის თარგმანს შემოგთვაზებთ.
გზა დიდებისკენ, ყოველთვის პირდაპირ არ მიდის. ზოგჯერ, ისეთი რაღაცეები უნდა გააკეთო, რისი გაკეთებაც არ გინდა, რაც კიდევ უფრო ცუდია, არ გესმის რისთვის აკეთებ. თუმცა, ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როდესაც, ფაქტის წინაშე ვდგებით, მაშინ ვხედავთ ისეთ საოცრებას, როგორიც რობერტ ლევანდოვსკია.
დღეს, რობერტ ლევანდოვსკი ყველამ იცის. მათაც კი, ვინც ფეხბურთის ფანი არ არის, მასზე გაგონილი აქვს. ის, არის 33 წლის პოლონელი მოთამაშე, რომელიც მიუნჰენის „ბაიერნის" ღირსებას იცავს და უდიდესი თავდამსხმელია. წელს, ის, ფიფა-მ მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, სხვაგვარად თუ გინდათ ვთქვათ, ის არის საუკეთესო მსოფლიოში.
ახლა, იტყვი, „ok, ძალიან კარგი, და მერე?"
ირკვევა, რომ ბავშვობაში ლევანდოვსკის არ შეეძლო ფეხბურთი ეთამაშა, რადგან მამამისს, მასთან დაკავშირებით, სხვა გეგმები ჰქონდა და სჯეროდა, რომ რასაც აკეთება, სწორი იყო.
კრიჟშტოფ ლევანდოვსკი იყო ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, მხოლოდ, არა ფეხბურთში, არამედ ძიუდოში. ის იყო, სპორტის მასწავლებელი სკოლაში. იცოდა ბევრი რამ, მათ შორის, თუ როგორ უნდა მომზადებულიყავი უკეთ და თან, ტრავმის გარეშე. როგორ გაგეკონტროლებინა სხვებზე უკეთ სხეული. კრიჟშტოფ ლევანდოვსკიმ, ეს იმიტომ იცოდა, რომ სხვა ბევრ რამესთან ერთად, ძიუდო ბალანსისა და სიზუსტის ერთობლიობა არის. იყო ძალიან ბევრი ელიტარტლი ათლეტი, ზოგი იყო და დღემდე რჩება სპორტის აღიარებულ ლეგენდებად, რომლებმაც, თავისი ოსტატობის დასახვეწად, ძიუდოს „კარზე დააკაკუნეს". ახლა, მათი სახელების ჩამოთვლით, თავს არ შეგაწყენთ, რადგან ეს არის ამბავი, რობერტ ლევანდოვსკიზე.
ამრიგად, ჩვენ გვყავდა მამა, რომელსაც საკუთარი შვილის, რომ უფრო ძლიერი გამხდარიიყო, გადაწყვიტა ამ საბაზისო ცოდნით აღეჭურვა, ესწავლებინა ისე დაცემა, რომ ტრავმა არ მიეღო და ჰქონოდა უპირატესობა მოწინააღმდეგეებთან შედარებით. რობერტი მაშინ, ძალიან პატარა იყო და ეს არ ესმოდა. მხოლოდ, ფეხბურთზე ფიქრობდა. ის ახლა, ამის შესახებ, ოფიციალურად არ ლაპარაკობს.
„მამაჩემმა მითხრა, რომ თავი სხვა სპორტში მეცადა". მეტი არაფერის იძახის. ასე და ამგვარად, მამა და შვილი ტატამზე ვარჯიშობდნენ. ვინაიდან, მამა უფრო დიდი აღნაგობის იყო, შვილმა ისწავლა „ქვედა სართულზე" მუშაობა - როგორ უნდა ემოქმედა დიდი და ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რა ილეთები უნდა გამოეყენებინა თავის დასაცავად.
როდესაც მამამ ჩათვალა, რომ რობერტი მზად იყო, მაშინ ფეხბურთის თამაშის უფლება მისცა. დანარჩენი უკვე ცნობილია. რობერტ ლევანდოვსკი, მეხივით დაეცა თავს ბუნდესლიგას, აღაფრთოვანა დორტმუნდის „ბორუსია" და ახლა, „ბაიერნის" ვარსკვლავია. ამავდროულად, პოლონეთის ეროვნული ნაკრების ღირსეული კაპიტანია.
მამამისი, მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე, რობერტი, პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა. გენიოსი სტრატეგი, რომელმაც შვილის ბუნებრივი უნარები სწორი მიმართულებით „გაჩარხა", თუმცა, ვერ ნახა, თუ რა დადგებოდა მისგან. თუმცა, რობერტი ამას სხვაგვარად უყურებს და თვლის, რომ მამა, ზევიდან, იქ სადაც არის, აკვირდება მას და იცის.
ძიუდომ, აშკარა ტალანტი დაკარგა, ფეხბურთმა კი, ის აღმოაჩინა - ელეგანტური, ენერგიული, შეუპოვარი მოთამაშე. თუმცა, საბოლოოდ, ყველამ გაიმარჯვა. შორსმხედველი მამისა და გამორჩეული მოსწავლის შრომის შედეგად, იმ ღირებულებებისა და ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე, რაც სხვას არ აქვს, სავსებით უგუნურობა იქნებოდა არ გეფიქრა, რომ ლევანდოვსკი იყო ძიუდოს საჩუქარი ფეხბურთისათვის. ეს, ასეა!

და ბოლოს, ფოტზე, რომელსაც IJF აქვეყნებს, მარჯვნიდან მეორე, რობერტ ლევანდოვსკის მამა კრიჟშტოფ ლევანდოვსკია.
ფოტო: @IJF / @Robert Lewandowski





ჩვენ








