
ერთ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება ზამრის ოლიმპიურ თამაშებამდე. რიგით, XXIV ოლიმპიურ თამაშებს, ამჯერად პეკინი, 2022 წლის 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. უახლოეს დღეებში, ჩინეთში, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციაც გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში, საერთო ჯამში 29 კაცით იქნება წარმოდგენლილი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, უშუალოდ ოლიმპიურ სოფელში, ჩვენი ქვეყნის 20 წარმომადგენელი განთავსდება. დანარჩენი 9, მათ შორის 2 სპორტული ჟურნალისტი და 4 ფიგურული ციგურაობის სარეზერვო მონაწილეები, თამაშების პერიდოში, ოლიმპიური სოფლის გარეთ დაიდებს ბინას.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს ოფიციალურად გააჟღერეს, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.
მოგეხსენებათ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმომადგენლები 3 სახეობაში - ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობაში იასპარეზებენ. საერთო ჯამში, ჩვენები მედლების 8 კომპლექტისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, იმ 10 ქვეყანას შორის შედის, რომელსაც ფუგურულ ციგურაობაში, გუნდური მედლებისთვისაც შეეძლება ბრძოლა.
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, უხელმძღვანელებს. ოლიმპიურ სოფელში კი, ქართული მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი იქნება.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნებიან.
ჩვენი გუნდი, ჩინეთში რამდენიმე გაემგზავრება.
დღესვე, სეოკ-მა იმ დელეგაციის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომლებიც ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან, ოფიციალურად იქნებიან მივლენილები:
ოლიმპიური სოფელი განთავსდებიან:
მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა
ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა
კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა
გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა
მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა
ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა
ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა
სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა
საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა
დენის სამოხინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
პაველ სლიუსარენკო - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
ევგენი რუკავიცინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
სერგეი დუდაკოვი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
ივან ნარდი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)
ნიკოლა პაულონი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)
ლევან გურეშიძე - მწვრთნელი (ციგაობა)
მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი
რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
გიორგი ესაკია - ადმინისტრაციული პერსონალი
ფირუზ თუნაძე - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ:
ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი - ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი
ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
მარიამ გიორგობიანი - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი
თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები:
თენგიზ პაჭკორია
ხატია ჯიჯეიშვილი
რეზერვი:
ნიკა ეგაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა)
ალინა ურუშაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა)
დანილ პარკმანი /ანასტასია მეტოლკინა - სპორტული წყვილები (ფიგურული ციგურაობა)
სეოკ-ის ფოტოები





ჩვენ








