„ყველა ვარსკვლავის“ მატჩი, ხვალ გორის სპორტის სასხლეში გაიმართება
„ყველა ვარსკვლავის“ მატჩი, ხვალ გორის სპორტის სასხლეში გაიმართება
27.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 16:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში „ყველა ვარსკვლავის" საკალათბურთო მატჩი ჩატარდება. რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდის დახმარებით გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელსაც აღნიშნულ მატჩში მონაწილე ადგილობრივი და ლეგიონერთა გუნდებისთვის, მოთამაშეები უნდა შეერჩიათ. უფრო ზუსტად, უნდა შეერჩიათ სასტარტო ხუთეულები. გულშემატკივარს, 24 საათში ერთხელ შეეძლო სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა.

დღეს კი, ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, თამაშამდე ერთი დღით ადრე, მონაწილე გუნდების შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივ და ლეგიონერთა 13-კაციან განაცხადებში საერთო ჯამში 12 გუნდის კალათბურთელი მოხვდა. შესაბამისად ხვალინდელ თამაშში, „მოწინააღმდეგე" ბანაკებში იქნებიან თსუ (5), „ოლიმპის" (4), „რუსთავი" (4), „ვერა" (2), „ტიტები" (2), „დინამო" (2), „ცხუმ-აფხაზეთი" (2), „ბათუმის" (1), „ქუთაისის" (1), „მეგას" (1), „კაკტუსის" (1) და ერთიც, ლიგა „ა"-ში მოასპარეზე გთსუ-ს წარმომადგენელი.



მატჩში მონაწილე სათადარიგო შემდგენლობა, მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა დაასახელეს. აქვე გეტყვით, რომ ადგილობრივთა გუნდს, მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 ადგილზე მყოფი თსუ-ს მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს, ლეგიონერთა გუნდის  თავკაცი კი, სუპერლიგის ლიდერი  გუნდის „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში იქნება.


აქვე ცნობილი ხდება, რომ კორონა ვირუსი, „ყველა ვარსკვლავის" თამაშშიც ჩაერია. შესაბამისად, ამ მიზეზით, დანაკლისი ექნება ორივე გუნდს - ლეგიონერებში თსუ-ელი ჯეიმი ჯონსონი და ადგილობრივებში ოლიმპელი გივი ბაქრაძე ვერ იასპარეზებენ.


კორონა ვირუსის გამო წლევანდელი „ყველა ვარსკვლავის" გამოტოვება მოუწევთ ვახტანგ ქადარიას („ვერა"), საბა ლობჯანიძე სა(„ბათუმი") და აიზეი ტრეილორს („ბათუმი"), რომლებსაც 3-ქილიანი სროლების კონკურსში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსი „ყველა ვარსკვლავის" მატჩის პარალელურად ტარდება და მონაწილენი, მიმდინარე სუპერლიგის სტატისტიკის მიხედვით შეირჩნენ. აი რაც შეეხება, კიდევ ერთ ტრადიციულ კონკურსს - ეფექტურ გდებებში, ე.წ. „ჩატენვებში", კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფილობითი არის. ასე, რომ ხვალ გორში, კალათბურთის მოყვარულებს საკმაოდ კარგი სანახაობა ელის.