
ევრო 2022-ის დებიუტანტი საქართველოს ეროვნული ნაკრები 1/4 ფინალშია და თანაც, ჯგუფს უდგას სათავეში, მაშინ, როცა, ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი, ესპანეთის ნაკრები, აზერბაიჯანთან, ურთულეს ბრძოლაში აღებული ქულის შემდეგ, ბოლო ტურის მოლოდინშია, სადაც სწორედ, საქართველოს ნაკრებთან უწევს თამაში.
სხვათა შორის, საქართველოს ნაკრები, 2010 წელს აზერბაიჯანის ნაკრების შემდეგ, გახდა მეორე გუნდი, რომელმაც, სადებიუტო ჩემპიონატში, სასტარტო ორი შეხვედრა მოიგო.
„უბედნიერესი ვარ მეორე შეხვედრაც, რომ მოვიგეთ. ეს საქართველოსთვის უდიდესი გამოწვევაა. აქ მოსახვედრად, ბევრი ვიშრომეთ. სიტყვებს, ვერ ვპოულობ. ახლა, უნდა დავისვენოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ. გუნდში, მოთამაშეებს, საკუთარი ძალების სწამთ და ეს, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის გამოა. ჩატარებულ მატჩებზე ოთხი და ხუთი დღის მანძილზე ვფიქრობდით. მოწინააღმდეგეთა თამაშების ვიდეოჩანაწერებს ვუყურებდით, რათა, უკეთ ვყოფილიყავით მომზადებულები",- ამბობს თალესი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი სტაჟიანი ნატურალიზებული ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე ევრო 2022-ის ორ მატშჩი, ორი გოლი გაიტანა.

29 იანვარს, მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უკვე შეძლო შეუძლებელი, ავთანდილ ასათიანის გუნდს, კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება უწევს. თუკი, პირველ თამაშში, ჩვენი ნაკრები სადებიუტო მატჩის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გამოვიდა სათამაშოდ, ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ამ წნეხს, ცოტა სხვა დატვირთვა ჰქონდა - მეორე მოგების შემთხვევაში, ჩვენ, ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები ვხდებოდით. ალბათ, ევრო 2022-ის დაწყებამდე, ყველაზე ოპტიმისტები, სიზმარშიც კი, ვერ წარმოვიდგენდით, რომ მეორე ტურში, ესპანეთის ნაკრები საჩუქარს გაგვიკეთებდა და ვადაზე ადრე, ¼ ფინალის საგზურს ჩაგვაბარებდა. თუმცა, ეს მოხდა და ახლა, ასათიანის ბიჭებს, კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა უწევთ - ეთამაშებიან ევროპის საუკეთესო გუნდს ფუტსალში, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, აუცილებლად მოგება სჭირდება.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირიპსირების პარალელურად, რომელიც გრონინგენში, „მარტინ პლაზაში" გაიმართება, ამსტერდამის „ზიგო დოუმში", აზერბაიჯანის ნაკრები, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შეეცდება 3 ქულის აღებას. ალბათ, ამ დღეს, საქართველოს ნაკრებს, ქართველი გულშემატკივრის გარდა, მთელი აზერბაიჯანიც უქომაგებს.

2022 წლის 26 იანვრის მატჩამდე, აზერბაიჯანისა და ესპანეთის ნაკრებები, ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. თუმცა, ჩვენმა მეზობელმა, გუშინ, პირველად წაართვა ქულები ესპანელებს და თანაც, უმნიშვნელოვანესი ქულები. მატჩის შემდეგ, ესპანელთა მთავარი მწვრთნელი, ფედე ვიდალი სინანულით იტყვის, რომ მისმა გუნდმა, აზერბაიჯანს, მათ მიერ დაშვებული მცირე შეცდომების გამოყენების შანსი მისცა. მაშინ, ჩვენც თითქოს იმედი უნდა გქვონდეს, რომ მსგავს შეცდომებს, მითუმეტეს, როცა „კუდი ეწვის" ესპანეთის ნაკრები კიდევ დაუშვებს. თუმცა, სხვისი შეცდომების იმედად ყოფნაც, რომ არ შეიძლება ეს, ავთანდილ ასათინმა, მისმა სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა კარგად იციან.
გუშინ, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, ასათიანმა აღნიშნა, რომ დაელოდება ბოსნიასთან გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიის დაცხრობას და ესპანეთთან თამაშზე, გუნდთან ერთად, შემდეგ დაიწყებს ფიქრს. ეს კი, საქართველოს ნაკრებს, უკვე დღეიდან უნდა გაეკეთებინა. ევროს მთელი „ხიბლიც" ესაა, რომ დრო, როგორც წესი, თამაშიდან თამაშმდე 2-3 დღეა.

ვიდრე, ჩვენი გუნდი, ჯგუფის ბოლო შეხვედრისთვის და შემდეგ, გრიონინგენიდან, ამსტერდამში გადასასვლელად ემზადება, ჩვენ, ფუტსალში, მსოფლიო და ევროპის განახლებულ რეიტინგებსაც ჩავხედეთ.
2021 წლის დეკმებრის მონაცემებით, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპაში მე-20 ადგილზე იყო. 2022 წლის განახლებული მონაცემებით კი, ჩვენ 6 საფეხურით მაღლა ავინაცვლეთ და მე-14 პოზიციაზე ვართ. ცხრილს, ესპანეთი ლიდერობს, რომელიც, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიის ნაკრებს, სულ რაღაც, 74 ქულით უსწრებს.
მსოფლიოს რეიტინგში, კი, ჩვენი გუნდი, 31-ე ადგილიდან, 8 საფეხურით ზევით, 23-ე პოზოციაზეა. აქ, ჩვენი 29 იანვრის მეტოქე, ბრაზილიის შემდეგ, მეორე საფეხურზეა და მას მხოლოდ 9 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება.
![]() |
![]() |
და ბოლოს, გუშინდელი მატჩის დროს, ტელე-მაყურებელმა ალბათ, შენიშნა, დარბაზში ალაგ-ალაგ მჯდომი გულშემატკივარი. საქმე ისაა, რომ უეფა-სა და ნიდერლანდების მთავრობის შეთანხმების საფუძველზე, ევრო 2022-ზე გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს და 26 იანვრის მატჩზეც, გარკვეული რაოდენობის ბილეთები გაიყიდა. ჩვენი ინფორმაციით, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურიდან და მომდევნო მატჩებზეც, ევრო 2022-ს გულშემატკივარის გარკვეული ნაწილი დაუბრუნდება.
სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ










