
„დინამო თბილისმა" დღეს, თბილისურ გასვლით მატჩზე „ლოკომოტივთან", რომელიც „მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართა, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი 3 ქულა ჩაიწერა და სატურნური ცხრილში, ჯერ-ჯერობით მე-4 საფეხურს იკავებს.
„სასტარტო მატჩში წარუმატებლობის შემდეგ, დღეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. ამიტომ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ მოვიგეთ. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ ის, რომ პირველი ოცი წუთი ჩენთვის დაძაბული და რთული აღმოჩნდა. გოლიც გავუშვით, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა. ეს, პირველივე ტაიმში მოვახერხეთ და გატანილმა გოლმა გამოგვაცოცხლა, მეორეს გოლიც გავიტანეთ და პირველივე ტაიმში შევძელით თამაშის შემოტრიალება" - ამბობს აკაკი შულაია, დინამოელთა 11 ნომერი.

2018 წლისა და ეროვნული ლიგის გათამაშების პირველ თბილისურ დერბიში, რომელიც დღეს, მიხეილ მესხის 2-ზე „ლოკომოტივსა" და „დინამო თბილისს" შორის გაიმართა, ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს. დინამოელებმა წონასწორობის აღდგენა, მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოახერხეს. 44-ე წუთზე „დინამო" წინ გიორგი ივანიშვილმა გაიყვანა, 1-2. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, დინამოელებმა „ლოკომოტივის" კარზე იერიშები მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაიწყეს. 9 წუთში, აკაკი შულაიამ მესამე გოლი გაიტანა.
„მეორე ტაიმში მთლიანად ჩვენი თამაშით ვითამშეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გოლები კიდევ გაგვეტანა. მატჩის ამ ნაწილში, ორი ბურთის გატანა შევძელით და გავიმარჯვეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლემაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ თამაშში", - ამბობს აკაკი შულაია.

მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე კი, ოთარ კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისმა" პირველი გამარჯვება, ანგარიშით 1-4 და სატურნირო ცხრილში 3 ქულა ჩაიწერა. „დინამო თბილისი" მომდევნო მატჩს, 16 მარტს, 17:00 „დინამო არენაზე", „სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.






ჩვენ








