ქართული გუნდი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამ ნაკადად გაემგზავრება
ქართული გუნდი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამ ნაკადად გაემგზავრება
28.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება. დღეს, ჩვენი გუნდის პირველი ნაკადი თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრა.

გამგზავრებამდე, რამდენიმე სავალდებულო კოვიდ-ტესტი 96, 72-საათიანი შუალედით... თუ ჯანმრთელი ხარ და ოლიმპიურ სოფელში შეხვედი, იქიდან მხოლოდ საასპარეზო სივრცეებამდე და შემდეგ, უკან, გადაადგილების უფლება გაქვს. ჩინეთის მთავრობა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, აღნიშნულს მკაცრად გააკონტროლებს და დამრღვევებსაც შესაბამისი სანაქციები ელით. ამ გზით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები, პანდემიისგან თავის დასაცავ პრევენციას აკეთებენ.


თუმცა, კორონა ვირუსს, კორექტივები, ოლიმპიურ სოფელში შესვლამდეც შეაქვს. მაგალითად, საქართველოს ოლიმპიური გუნდის პირველ ნაკადს, რომელიც დღეს გაემგზავრა პეკინში, ვერ გაჰყა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი წმვრთნელი, რომელსაც ერთ-ერთი კოვიდ ტესტი, დადებითი ჰქონდა. შესაბამისად, ჩინეთის დედაქალაქში, დელეგაციის 5 წევრის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი გაემგზავრა. ინფორმაციით, რომელსაც თამაშების საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს, გუნდში დაფიქსირებული კოვიდ შემთხვევბის გამო, საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი რუსეთი ჰოკეისტთა ნაკრები, რომელიც ზამთრის თამაშებზე, ტრადიციულად, ამ სახეობაში, ერთ-ერთი ლიდერია.


სეოკ-ის ცნობით კი, დღეს თბილისიდან პეკინში გამეგზავრნენ და ქართული გუნდის დასახვედრად, ბოლო სამზადისს გაივლიან სსეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, ადმინისტრაციული პერსონალი- სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის, ჩინეთში, დღეს გამემგზავრა და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილიც.





ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში, 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.  ,,პეკინი 2022" -ის ლიცენზიანტი სპორტსმენები


საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე იხილეთ ბმულზე.


ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.


ჩვენი ოლიმპიელების მომდევნო ნაკადი პეკინში, 31 იანვარს გაემგზავრება. ბოლო ჯგუფი კი. ზამთრის თამაშების ქალაქსი 2 თებერვალს ჩავა. ოლიმპიური თამაშები, 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.



სეოკ-ის ფოტოები