საქართველოს სპორტულ ჟურნალისტმა ასოციაციამ 2021 წლის ლაურეატები დაასახელა
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტმა ასოციაციამ 2021 წლის ლაურეატები დაასახელა
28.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმ დღეს, როდესაც გარდაიცვალა, თბილისში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციული ცერემონია - წლის საუკეთესოთა დაჯილდოება უნდა გამართულიყო. თუმცა, ცერემონია კორონა ვირუსის გამო გადაიდო. ერთ-ერთი პრესტიული, გურამ თიკანაძის პრემიის ლაურეატი,  ბადრი კეთილაძე კი, რომელიც 2021 წელს, სპორტულ ფოტოჟურნალისტკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის გამოარჩიეს, იმ დღეს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

„ნომინანტებს, 2022 წლის 2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს დავაჯილდოვებთ. ამავე დღეს მოეწყობა ჩვენი კოლეგის, ბადრი კეთილაძის პერსონალური  ფოტოგამოფენა. იქვე, ბადრი კეთილაძის ოჯახის წევრებს, წლის საუკეთესო ფოტოჟურნალისტის აღმნიშვნელი დიპლომს  გადავცემთ", - ამბობს მიხეილ აბაიშვილი TSFF.Ge-სთვის გაკეთებულ კომენტარში.


საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები შემდეგ სპორტულ ჟურნალისტებს ერგოთ:


მიხეილ კაკაბაძის პრემია - დავით ჭელიძეს სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.


ნოდარ გუგუშვილის პრემია - პაატა ნაცვლიშვილს წიგნისათვის "გიორგი ნიკოლაძე";


კოტე მახარაძის პრემია - საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ რედაქციას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საუკეთესოდ გაშუქებისთვის;


ეროსი მანჯგალაძის პრემია - თემურ ჯაფარიძეს სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის;


ნუგზარ შატაიძის პრემია - საბა საპანაძეს მედიაპროექტ "geo team" ისთვის.