პორტუგალიაში IJF-ის სეზონი ოფიციალურად დაიწყო
პორტუგალიაში IJF-ის სეზონი ოფიციალურად დაიწყო
28.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პორტუგალიის ალმადაში, დღეს IJF-ის ახალი კალენდარული წელი ოფიციალურად დაიწყო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურის პირველ შეჯიბრში, პორტუგალიის გრან პრი 2022-ში, 41 ქვეყნის 301 ძიუდოისტი მონაწილეობს. მათ შორის, 8 ქართველი ძიუდოისტია. საქართველოს ნაკრები, აღნიშნულ შეჯიბრზე ახალგაზრდული გუნდით არის წასული. ამასთან, ჩვენი ძიუდოისტები ყველა წონით კატეგორიაში არ არიან წარმოდგენილები.

მიუხედავად ამისა, ასპარეზობის პირველ დღეს, პორტუგალიის გრან პრიში ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. -66კგ წონით კატეგორიაში, პირველი წრიდან დაიწყეს ასპარეზობა თენგო ზირაქაშვილმა და საბა კაპანაძემ. საბამ, ანგოლელ ედმილსონ პედროსთან დათმო ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ ანგოლელს ორი შიდო ჰქონდა, 01:41 წუთზე, კაპანაძეს, იპონი გაეპარა და ორთაბრძოლა დათმო.  წარმატებული გამოდგა 18 წლის თენგო ზირაქაშვილისთვის, პორტუგალიური სტარტი. პირველ წრეში მან, უნგრელი ბოტონდ შზერედასი დაამარცხა. თუმცა, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე,  რეიტინგის პირველი ნომერი ბაულ ანი იყო. ჩვენებური, 01:15 წუთზე იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამეოთიშა.


პორტუგალიის გრან პრი, 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირიდან პირდაპირი რეპორტაჟებისა  და  შედეგების ხილვა, ტრადიციულად https://live.ijf.org/ -ზე არის შესაძლებელი. წინასწარი შეხვედრების დასაწყისი: 29 იანვარი - 14:30, 30 იანვარს კი, 15:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი ორივე დღეს  21:00 საათიდან დაიწყება.


 ტურნირის დარჩენილ დღეებში ჩვენები შემდეგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ:

-73კგ - გიორგი ტერაშვილი,

-81კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადიშვილი,

-90კგ - იმედა გოგოლაძე,

-100კგ - გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.



ფოტო: (c) Sabau Gabriela