პორტუგალია და უკრაინა A ჯგუფიდან პორტუგალია და უკრაინა
პორტუგალია და უკრაინა A ჯგუფიდან პორტუგალია და უკრაინა
29.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, სერბეთმა, მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა თამაშში „დაბრუნება" და შემდეგ, მოგება. ნიდერლანდებში, ტურნირის მასპინძლების წინააღმდეგ, მოგებული შეხვედა, მიმდინარე ევრო 2022-ზე, ფუტსალის მთავარი ევროპული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერ გუნდად შერაცხული სერბეთის ნაკრების, ერთად-ერთი გამარჯვება იყო. შეგახსენებთ, სერბებმა, A ჯგუფური ეტაპის საწყისს მატჩებში ორი მარცხი განიცადეს და ჯგუფიდან გასვლი, თეორიულად ყველანაირი შანსი დასაწყისშივე დაკარგეს. თუმცა, ბუნებრივია, რომ ასე, ქულების გარეშე, ისინი ნიდერლანდებიდან გამგზავრებას არ აპირებდნენ.


ამ ჯგუფიდან, ალბათ, პორტუგალიის გარდა, რომელსაც, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა ჰქონდა და რეალურად ჯიბეში ედო 1/4  ფინალის საგზური, თუ მომდევნო ეტაპზე გასვლაზე გათვლებს აკეთებდა სწორედ, ნიდერლადების ნაკრები იყო, რომელმაც, ამსტერდამის „ზიგო დოუმში" დაბრუნებული გულშემატკივრით შეგულიანებულმა, ანგარიში,  2'08''  წუთზე, მარტინუსის გოლით გახსნა.  მეორე ტაიმის სტარტზეც, დაახლოებით ეს დროს დასჭირდათ, რომ ორი გოლით დაწინაურებულიყვნენ. ამჯერად, 22'31'' წუთზე ბურთი რაკიჩისგან აიჭრა და სერბების კარში გავიდა. რამდენიმე წუთში, რაჟევიჩის გოლით (26'23') სერბეთმა თამაშში დაბრუნება მოახერხა.  ამის შემდეგ, კი 30 წამიან შუალედში რამიჩისა (31'35'') და სტოიეცევსკის (32'05'') გოლებით წინაც გავიდა. ბოლო წამებზე, როდესაც ჰოლანდიელებმა, ზემდმეტი მოთამაშის გათამაშებით, ქულის აღებას და 1/4 -ფინალური საგზურის ბოლო შანსი გაანიავეს, სერბეთის ნაკრებმა „დაგვიანებული" მაგრამ ევრო 2022-ზე მოგებული თამაში მიითვალა. სერბეთმა 2-3 მოიგო და მასპინძელ ნიდერლანდებთან ერთად, ასპარეზობას დაემშვიდობა.


„დღეს, დავამტკიცეთ, რომ მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით, მაგრამ ცუდი დღე გვგქონდა უკრაინასთან. დღევანდელი მოგებით ბედნიერი ვარ. ნიდერლანდებს, ორი წლის წინ ვეთამაშეთ და ისინი, არ აღმოჩნდნენ იმავე სიძლიერის. ბევრად უკეთესი გუნდი იყო და ჰოლანდიელებს, ამით შეუძლიათ იამაყონ. თამაშამდე ვთქვით, რომ ბოლომდე უნდა გვებრძოლა. ჩვენ გვგქონდა დიდი დანაკლისი მოთამაშეების მხრივ, თუმცა, ბოლო თამაშით, მაინც კმაყოფილები ვართ", - ამბობს სტრაჯინია პეტროვი, სერბეთი ნაკრების მოთამაშე.




უკრაინის ფუტსალის ნაკრები კი, სწორედ, სერბებთან, სოლიდური ანგარიშით მოგებილი თამაშის ხარჯზე (1-6), ევრო 2022-ის მომდევნო ეტაპზე მოხვდა. ჯგუფის ბოლო შეხვედრა, უკრაინელებმა, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით და ისიც, შეხვედრის დამთავრებამდე, სამწუთნახევრით ადრე 0-1 წააგეს. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ზიკიმ (36'13'') გაიტანა. მატჩის სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ უკრაინელებმა, სახელოვან მოწინააღმდეგეს, თამაშითაც მცირედით დაუთმეს. თუმცა, ამ ანგარიშითაც, ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე, ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე არიან.


„ვიცოდით ყველა სირთულე, რაც უკრაინას შეეშლო შეექმნა და მოგება გაგვიჭირდებოდა. ის, რაც დღეს საღამოს აქ მოხდა, ჩვენთვის განგაშის სიგნალია. თუმცა, ახლა შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელშიც ფინეთის ნაკრებს შევხდებით. ჩვენ ამ ტურნირზე გვაქვს მიზნები, რომელსაც უნდა მივყვეთ, ვიფიქროთ ყოველ კონკრეტულ მატჩზე, ვიდრე არ შევინარჩუნებთ ტიტულს", - ამბობს ზიკი, ამ შეხვედრაში, ერთად-ერთი გატანილი გოლის ავტორი.




„ჩვენ, საკუთარი თავისთვის უნდა გვეჯობნა. სხვაგვარად, მეორე თამაშით, იღბალს ვერ დაველოდებოდით. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ წარმატებას, თუმცა, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მადლობელი ვარ სერბეთის ნაკრების, რომელმიც, კვალიფიკაციის გავლაში მოგვეხმარა", - ამბობს, ალექსანდრ კოშენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ამრიგად, A ჯგუფიდან, ევრო 2022-ის 1/4 ფინალში ასპარეზობას პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრები გუნდები აგრძელებენ. გათამაშების მომდევნო ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება, უკრაინელები და საკმაოდ ძლიერ ყაზახეთის ნაკრებს. თამაშები, ამსტერდამში „ზიგო დოუმში" 31 იანვარს, თბილისის დროით, 20:00 საათიდან დაიწყება.



ფოტო: @UEFA