ყაზახეთი და ფინეთი B ჯგუფიდან
ყაზახეთი და ფინეთი B ჯგუფიდან
28.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბევრისთვის მოულოდნელად, იტალიის ნაკრებმა, ევრო 2022-ზე, ასპარეზობა 2 ქულით დაასრულა. ჩემპიონატის ყველაზე სიმპატიურმა და მუსიკალურმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ყაზახეთის საკმაოდ ძლიერ გუნდთან 4-1 დამარცხდა. ე.წ. კვალიფიკაციას, იტალიელები, რომლებიც 2003 და 2014 წლებში, ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობდნენ,  მოგების, თანაც ბურთების მეტობის შემთხვევაში, გათამაშების 1/4 ფინალის საგზურს მოიპოვებდნენ. თუმცა ეს, კარგად იცოდნენ ჯგუფში დარჩენილი მეორე წყვილის მონაწილეებმაც - სლოვენიისა და ფინეთის ეროვნულმა ნაკრებებმა.



„ძალიან დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ახლა, შედეგზე კი არა, კონცენტრირება იმ გზაზე უნდა  უნდა მოვახერხოთ, რაც გამოვიარეთ. ხშირად, ამას ხალხი არ აკეთებს. საფიქრალია იმაზე, რომ დღევნდლამდე საკმაოდ გრძელი გზა იყო. რა თქმა უნდა, დაგვაკლდა ამ რანგის თამაშის გამოცდილება, ისევე, როგორც იღბალი. დღეს, რაც არ წაგვივიდა ის იყო, რომ გოლები ვერ გავიტანეთ, იმათ გაგვიტანეს. ეს იყო თამაში, სადაც მაშინ როცა, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ საგოლე შანსი, ორი გოლი, სწრაფი კონტრშეტევიდან...", - ამბობს, ბელარტე, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ყაზახეთმა, რომელმაც ევრო 2022 საკმაოდ რთულად დაიწყო სლოვენიელებთან მატჩით და ეს არასათანადოდ მომზადებას დააბრალა, ნელ-ნელა, თამაშიდან თამაშამდე მოუმატა და იტალია, სავსებით გაოცებული დატოვა. გუნდმა მოახერხა, ჯგუფში, მეორე თამაშის მოგება და 1/4 ფინალში, პირველი ადგილით გასვლა, რამაც, გათამაშების ამ ეტაპზე, მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებისგან გადაარჩინა. ალბათ, ვინც ევრო 2022-ს ადევნებს თვალს, რთულია, ყაზახთა შორის არ გამოარჩიო გუნდის მეკარე იგუიტა, რომელიც „ნახევარ გუნდს" უდრის. ამჯერადაც, იტალიელთა „გამამწარებელი" იგუიტა გამოდგა.


„ეს იყო მშვენიერი და სუფთა წყლის ფუტსალის მატჩი, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ყველანაირად ეცადა, წინა ტურებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ჩვენ კიდევ ყოველ თამაშში ვუმატებთ და დღევანდელი დღეც ამის მაჩვენებელია. ახლა, ჩვენ დავისვენებთ და დაველოდებით მეტოქეს. მნიშვნელოვანი იყო, ჯგუფის მოგება, რათა პორტუგალიას ავცდენოდით. ¼ ფინალში ტაიანი და ედისონი დაგვაკლდება, ამრიგად, ამასთან შეგუება გვიწევს და ამ ფაქტის გათვალისიწნებით მომზადება. თუმცა, მჯერა, რომ საუკეთესო ფორმაში ვიქნებით",  - ამბობს იგუიტა, ყაზახეთის ნაკრების მეკარე და ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი.




B ჯგუფის ამ ბოლო შეხვედრაში კი, გოლები, ორაზოვმა (5'32'', 30'00''), ვალიულინმა  (8'16''), იტალიიდან ნოკოლოდიმ (12'31'') და ბოლოს დუგლას ჟუნიორმა (37'06'') გაიტანეს. შეხვედრა, გრონინგენის „მარტინ პლაზაში", ყაზახების გამარჯვებით 4-1 დასრულდა.


ამ მატჩის პარალელურად, ამსტერდამში „ზოგო დოუმში", ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. თავიდანვე გეტყვით, რომ სლოვენიისა და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირებაში, ფინელებმა, მინიმალური ანგარიშით 1-2 იმარჯვეს. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, გოლები მეორე ტაიმის ბოლო ათ წუთში გავიდა.  ანგარიში,  ფინელებმა გახსნეს. გოლები იურკიანიენმა (32'11'') და სავოლაინენმა (34'44'') გაიტანეს. თუმცა, სლოვენიელებმა, ჰოზჟანის (37'54'') გოლით, ანგარიში შეამცირეს, მაგრამ ქულის გადასრჩენად, დრო არ ეყოთ.


„იდეალური თამაში იყო, ზედმეტი მოთამაშით კარგად გამოგვივიდა. გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო თამაში. საკმაოდ ხისტად ვითამაშედ დაცვაში და ველოდით სასწაულ გოლს, რომელიც გავიტანეთ.საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა იყო, რომელიც 2013 წელს დაიწყო ფინეთმა ფუტსალში, სწორად დაგეგმილი, რომლის შედეგად, დღეს, ევროპაში, ანგარიშგასაწევი ძალა ვართ" , - ამბობს მიკო მარტიჩი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც ფინეთის ნაკრებმა მე-100 მატჩი ჩაატარა.




B ჯგუფიდან, ევრო 2022-ის 1/4 ფინალში ასპარეზობას ყაზახეთისა და ფინეთის ნაკრებები გავიდნენ.


ფოტო: @UEFA