მორიგი უმედლო დღე პორტუგალიაში
მორიგი უმედლო დღე პორტუგალიაში
29.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პორტუგალიაში მიმდინარე გრან პრის მეორე საასპარეზო დღემაც, საქართველოსთვის უმედლოთ ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ IJF-ის ტურის წლის პირველ ტურნირზე, ჩვენი გუნდი ახალგაზრდული შემადგენლობით არის წასული და ალბათ, უპირველესი მიზანი, გამოცდილების დაგროვებაა. შესაბამისად, ბევრისთვის ეროვნული ნაკრების სახელით ასპარეზობაც სადებიუტოა.

ქართველი ძიუდოისტები დღეს ორ წონით კატეგორიაში, -73კგ და -81კგ წონით კატეგორიებში გამოდიოდნენ. ცოტა დააკლდა მედლისთვის საბრძოლველად 19 წლის გიორგი ტერაშვილს. -73 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, თავიდან ამერიკელი ჯეკ იონეზუკა დაამარცხა. შემდეგ, იპონით ბელგიელ ჟერონ კასეს მოუგო და ½ ფინალში გადასასვლელი ბრძოლა, უზბეკ იულდოსევთან წააგო. ქართველს, ბრიჯნაოს მედლის მოგების შანსი რეპეშაჟიდან შეეძლო, თუმცა, აქ, ფრანგ ჟოან-ბენჯამენ გაბასთან, დამატებით დროში, პასიურობის გამო წააგო.


საქართველოს სახელით, ორი სპორტსმენი ასპარეზობდა -81კგ წონით კატეგორიაში. დრამატულად განვითარდა გიორგი შერაზადიშვილის საასპარეზო დღე. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და ებრაელ ლავისთან აკრძალული ილეთის გამო დაისაჯა. აღსანიშნავია, რომ გიორიგი ვაზარით იგებდა და შეხვედრის მიწურულს, 47 წამით ადრე, შესრულებული ოპონის დროს, მსაჯებმა წესების დარღვევა დააფიქსირეს. ქართველს იპონი ჩამოართვეს და გამარჯვება ებრაელ სპორტსმენს დაუტოვეს.


ამავე წონით კატეგორიაში, პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას დიმიტრი გოჩილაძე. ფინელი ოსკარი მიკინენი 32-ე წუთზე, ვაზარით დაწინაურდა. თუმცა, საბოლოოდ ოპონით გაიმარჯვა. სხვათა შორის, ის, მოგვიანებით, კიდევ ერთ ქართველს, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილს შეხვდა და ისიც დაამარცხა, ამჯერად რეხვიაშვილის პასიურობის მიზეზით.  საბოლოოდ, ოსკარი, ვერცხლის მედალს დასჯერდა.


ხვალ, პორტუგალიის გრან პრიზე, სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს:

-90კგ - იმედა გოგოლაძე,

-100კგ - გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური


ასპარეზობა, 30 იანვარს, 15:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი, 21:00 საათიდან დაიწყება.  ტურნირიდან პირდაპირი რეპორტაჟებისა და შედეგების ხილვა, ტრადიციულად https://live.ijf.org/  -ზე არის შესაძლებელი.



ფოტო: @Mayorova Marina