ახალი თაობის აღსაზრდელად, შენ მაქსიმალურად უნდა ითამაშო ფეხბურთი - ქალთა საფეხბურთო კლუბი „კვარტალის“ ფილოსოფია
ახალი თაობის აღსაზრდელად, შენ მაქსიმალურად უნდა ითამაშო ფეხბურთი - ქალთა საფეხბურთო კლუბი „კვარტალის“ ფილოსოფია
30.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი სავარაუდოდ, 2022 წლის აპრილის ბოლოს გაგრძელდება. ვიცე-ჩემპიონის რანგში, მასში, მონაწილეობას კვლავ მიიღებს ქალთა საფეხბურთო კლუბი „კვარტალი", რომელიც ქალთა ლიგაში მოასპარეზე ბევრი კლუბისგან, თუნდაც, იმით განსხვავდება, რომ მისი დაკომპლექტება, საკმაოდ არაპოპულარული გზით მოხდა.

„ჩვენი კლუბი არ არის რეზულტატზე ორიენტირებული. ამ მხრივ, ვიტყვით, რომ ვართ, პატარების განვითარებაზე ორიენტირებულები და გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, ვინ ამ მიზნის განხორციელებაში გვეხმარება", - ამბობს ნიკა ჯღარკავა, „კვარტალი" მწვრთნელი.


ამ მიდგომით, თუ ვიმსჯელებთ, 2021 წლის საფეხბურთო სეზონში, ქალთა საკლუბო ფეხბურთში, ერთ-ერთ ყველაზე ახლაგაზრდა კლუბს, სამეულში მოხვედრის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ მიზნად ეს ამოცანა არ ჰქონიათ. დღეს, კლუბში ახალგაზრდა, აქ ცოტა უფრო მეტად განვმარტავ, სასკოლო ასაკის გოგონა ფეხბურთელებთან ერთად, ის გამცოდილი კადრები თამაშობენ, რომლებსაც კარიერული განვითარების თვალსაზრისით ფორმის შენარჩუნება უნდათ. ამის პარალელურად კი, ახალ თაობას, საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ბევრ კარგ უნარს ჰმატებენ.




„სეზონის მანძილზე, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მიზანი შემდეგში მდგომარეობდა. ვეცადეთ, გვეთამაშა ფეხბურთი", - ამბობს ჯღარკავა და იქვე აგრძელებს, „გავშიფრავ ამაში რას ვგულისხმობ. ხშირ შემთხვევაში, ქალთა თამაშებში, ქალთა ჩემპიონატში გუნდები სხვა, მოწინააღმდეგე გუნდი, რომ არ ათამაშო, ისეთ ტაქტიკას მიმართავენ. ჩვენ, ამ მიმართულების, ფილოსოფიის ამოძირკვა, თავიდანვე დავისახეთ მიზნად. განვმეორდები, ბავშვების აღზრდაზე ვართ ორიენტირებულები და  სხვისთვის თამაშში ხელის შეშლით, ბავშვთა გაზრდა არ ხდება. ახალი თაობის აღსაზრდელად, შენ მაქსიმალურად უნდა ითამაშო ფეხბურთი, ფლობდე ბურთს. მეკარეს არ უნდა „აბაგუნებინო" იქით-აქეთ და ცენტრიდან არ ურტყა. არამედ,  თამაში შენი საჯარიმოდან დაიწყო და „ამოხვიდე". მიუხედავად, იმისა, რომ შეიძლება, სამიდან ერთ შემთხვევაში, ბურთი დაიკარგოს და შეტევა წამოვიდეს შენ კარში. ასე ვთამაშობდით ეს სეზონი".


„კვარტალის" ფეხბურთელებს კლუბთან, მხოლოდ ერთი „ვალდებულება" აქვთ, ირიცხებოდნენ კლუბის სეზონის განაცხადი, რომელიც ჩემპოიონატში მონაწილეობისთვის, საშეჯიბრო განყოფილებას ბარდება. სხვა შემთხვევაში, როგორც ჯღარკავა ამბობს, „გუნდიდან მოთამაშეს, ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა კლუბში გადასვლა"-ი. მაგალითად, ცნობილია, რომ კლუბის ორმა წამყვანმა მოთამაშემ, ნათია დანელიამ და ანი ძაძუამ, სატრანსფერო პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და კარიერას უზბეკურ ქალთა კლუბში „სოგდიანში" გააგძელებენ, სადაც ამ მომენტისთის ფეხბურთელების განვითარებისთვის უკეთესი პირობებია. თურქულ ჩემპიონატში აგრძელებს უკვე ასპარეზობას, ანასტასია ბოლქვაძეც.


„პროგრესია ცალკეული მოთამაშეების, ვინც მაქსიმუმი ჩადო ამ სეზონში, ვინც გამოგვყვა და იმუშავა გუნდთან ერთად ბოლომდე, მათ ყველამ პროგრესი განიცადა. მხედველობაში მყავს სხვადსხვა ასაკის ფეხბურთელები. თავიანთი ასაკისა და კარიერის შესაბამისად, გადადგეს საკმაოდ დიდი ნაბიჯები. ამას დაემატა მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები, რაც ორმაგად სასიხარულოა. გუნდის პატარა მოთამაშეებისთვის სტიმულია ფეხბურთში დასარჩენად. ეს თემა, პრობლემაა, ჩვენი  გუნდისთვისაც და ქალთა ფესბურთისთვისაც, იმიტომ, რომ დღეს, ვინც ჩვენს გუნდში ირიცხება, მუშაობენ და პარალელურად თამაშობენ. ან არიან პატარები, რომლებიც თამაშს, სწავლას უთავსებენ. მათი უზრუნველყოფა და შენახვა რთულია. შენ არ გეკუთვნიან. კი, ფიზიკურად ფეხბურთელები გყავს, მაგრამ ისინი ან სკოლას, ან უნივერსიტეტს, ან სამსახურს ეკუთვნიან და იმის მერე შენ.  ქალთა ფეხბურთი, სხვანაირი ვითარება, ვიდრე ვაჟთა ფეხბიურთში",  - ამბობს ჯღარკავა.




სხვათა შორის, ალბათ, კიდევ რაც „კვარტალის" პატარა ფეხბურთელებს დაამახსოვრდებათ, 2021 წლის ბოლოს თბილისის საკრებულოში, წლის წარმატებული დედაქალაქელი სპორტსმენების დაჯილდოებაა. ამ დღეს, „კვრტალის" ქალთა გუნდს,  თბილისის მერიის სახელით,  ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 2021 წლის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ნინო სუთიძეც, რომელიც 2021 წლის GFF Awards-ის ვერსიით, საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა.


„გვირგვინის გვირგვინი იყო, „სუთომ" (ლაპარაკია ნინო სუთიძეზე, რომელიც GFF Awards-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა), რომ საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი აიღო. ნინოს, მანამდეც ჰქონდა ეს ტიტული მოგებული - 2017 წელს, მაგრამ, მაშინ უცხოეთში იყო და სხვა პლატფორმა ჰქონდა თავის საფეხბურთო დონის დასამტკიცებლად. წელს კი, თამაშობდა სამოყვარული გუნდ „კვარტალში", რომელიც 13-14 წლის ბავშვებითა და 16 წლის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. ეს ჯილდო, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელისთვის, მათ გვედრით თამაშისთვის აიღო და ეს, ძალიან საამაყოა ჩვენთვის. ეს არის „სუთოს" სახით, მთელი გუნდის დაფასება", - ამბობს ჯღარკავა.




სხვათა შორის გასულ სეზონში, „კვარტალიდან" საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, საერთო ჯამში 9 მოთამაშე იყო გამძახებული. კლუბში, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება უკვე განაახლა, საგრძნობ ცვლილებებს აანონსებენ. კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მის რიგებს, გამოცდილი მოთამაშეები დატოვებენ და შესაბამისად, „კვარტალის" წამყვანი ძალა, 2022 წლის სეზონზე იმ გოგონების ნაწილი იქნება, ვინც წინა წელს, გამცდილი ფეხბურთელების მაგალითზე სწავლოდბნენ. კლუბი, კი ახალი სახეებით შეივსება, მათ შორის საქართველოში მიმდინარე, საინტერესო პროექტიდან We Play Strong, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ქალთა ფეხბურთის განვითარებაში საკმაოდ დიდ საქმეს ასრულებს.


და ბოლოს, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტეთ, „კვარტალზე" გვეამბო. საქმე ისაა, რომ ვაჟთა ფეხბურთისგან განსხვავებით, ქალთა ფეხბურთში, საკმაოდ მწირია დაფინანსება. აქვე გეტყვით, რომ წლების წინ, ქალთა ფეხბურთში, ეს დაფინანსებაც არ იყო... „კვარტალში" ხელფასს არ იღებს არავინ!  ახლა, კი მავანნი, ხშირად, არც თუ დიდ, მაგრამ ვაჟთა საფეხბურთო კლუბების ფინანსებიდან გამომდინარე, ქმნიან საკუთარ ილუზორულ შეხედულებებს, სად და როგორ იხარჯება თანხები ქალთა კლუბებში. საფეხბურთო კლუბი „კვარტალი", აღმოჩნდა პირველი, რომელმაც საკუთარი „ქეშ-ფლოუ" გაასაჯაროვა. ჩვენ არ ვეცდებით, ამ მოცემულობის დეტალებში ჩაშლას, უბრალოდ, სტატიის ბოლოს, სხვადასხვა კითხვების პასუხად, კლუბის მიერ სოცქსელში გასაჯაროებულ ფოტოს გთავაზობთ.