2022 წლის საქართველოს სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს
2022 წლის საქართველოს სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს
30.01.2022
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2022 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.


საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 20 თებერვალს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 2022 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „დინამო" და თასის მფლობელი „საბურთალო" შეხვდებიან.


სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.