
გიორგი ბერიაშვილის იპონის შემდგე, პორტუგალიის გრან პრის კომენტატორებმა აღფრთოვანება ვერ დაფარეს და აღნიშნეს, რომ ეს იყო დიდებული იპონი, თანაც ამ ორი საასპარეზო დღის მანძილზე რაც ვნახეთ, ასეთი ჯერ არ ყოფილაო. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, დღე, -100კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
აღნიშნულ წონაში, ორი ქართველი ასპარეზობდა. ომარ საურმა პირველი დაპირისპირება მოიგო. მან სტარტზე ტურნირის მასპიძნელი ქვეყნის წარმომადგენელი ჟოან პირესი დაამარცხა, თუმცა, მომდევნო ბრძოლაში იპონით დამარცხდა ბრაზილიელ ძიუდოისტთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ წონით კატეგორიაში, ბევრი პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკასა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოს შერაზადიშვილი, რომელმაც წონითი კატეგორია შეიცვალა და სწორედ, პორტუგალიის გრან პრი იყო სადებიუტო ტურნირი, დაპირისპირებას ელოდა. ხუმრობა საქმე, ხომ არ იყო, ერთმანეთს წითელი არშიის მქონდე, ორი სახელოვანი ძიუდოისტი დაეჭიდებოდა. თუმცა, ეს დაპირისპირება არ შედგა. ნიკოლოზს, როგორც ჩანს წონა, ჯერ კიდევ არ აქვს მორგებული და ტატამზეც, ცოტა მძიმედ გამოიყურებოდა. საბოლოოდ, ქართველმა, მონღოლ სპორტსმენთან წააგო, რომელიც თავის მხრივ, მომდევნო ბრძოლაში, ფონსეკამ „აბურთავა".
აი, მომდევნო შეხვედრაში კი, სახელოვანი პორტუგალიელი, სწორედ, ჩვენს გიორგი ბერიაშვილს შეხვდა. გულშემატკივირის მხარდაჭერისა და გამოცდილების ფონზე, ფონსეკამ გიორგიც დაამარცხა და ჩვენებური რეპეშაჟიში გაუშვა. აქ, ბერიაშვილმა ფრანგი სპორტსმენის დამარცხება მოახერხა იპონით და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. ბოლო შეხვედრაში, რომელმაც ქართულ გუნდს, პორტუგალიის გრან პრიდან, ერთადერთი მედალი არგუნდა, ჩვენებურმა, ხორვატი მარკო კუმრიჩიდაამარცხა.
წონის გამარჯვებული კი, ჟორჟ ფონსეკა გახდა, რომელმაც ტიტული, ფინალური შეხვედრის დაწყებიდან ზუსტად 13 წამში მოიპოვა.

დღეს იასპარეზა -90კგ წონით კატეგორიაში, იმედა გოგოლაძემაც, რომელსაც, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, ქართველმა გადამწყვეტი შეხვედრა, უზბეკ უსტოპირიანოვთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
სხვათა შორის, ამავე წონაში, ასპარეზობდა ანრი ეგუტიძე. ქართული წარმოშობის ძიუდოისტი, პორტუგალიის სახელით ასპარეზობს. თუმცა, ეგუტიძე, პირველივე ბრძოლაში იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამეოთიშა.
კიდევ ერთი ქართული წარმოშობის სპორტსმენი დღეს, +100კგ წონით კატეგორიაში, აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა. უშანგი კოკაურმა, კარგად დაიწყო, თუმცა, 1/2 ფინალში გადასასვლელი ბრძოლა წააგო და შემდეგ, რეპეშაჟის დაპირისპირებაც მიაყოლა. ასე, რომ მედლისთვის ბრძოლის შანსი არც მისცემია.
ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც, IJF-მა ძიუდოს წესებში ცვლილებები შეიტანა, ბევრმა სპორტსმენმა მათთან ადაპტაცია ჯერ ვერ მოახერხა. თუმცა, პორტუგალიის გრან პრი, მხოლოდ მსოფლიო ტურის პირველი შეჯიბრი იყო და სპორტსმენებს მთავარი სტარტები ჯერ წინ აქვთ.
ფოტო: (c) Sabau Gabriela





ჩვენ








