
ქართული ოლიმპიური დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი პეკინში დღეს გაემგზავრა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, თბილისის აეროპორტიდან პეკინი-2022-ის ლიცენზიანტი ქართველი მოთხილამურეები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე, ასევე - მათი მწვრთნელი ივან ნარდი გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაურისთვის პეკინის ოლიმპიადა რიგით მეოთხე ოლიმპიური თამაშები იქნება. ამავდროულად, ცნობილია, რომ სწორედ ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილთა ერთად, ქართული დროში მედროშე იქნება, თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.
„ძალიან დიდი პატივია ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმოდგენა. განსაკუთრებით, ქვეყნის დროშის გატანა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ვეცდები ყველანაირად, მაქსიმალურად, რაც შემიძლია წარმოვაჩინო საქართველო ამ თამაშებზე. დაწრმუნებული ვარ, რომ დანარჩენი ქართველი სპორტსმენებიც იგივე გააკეთებენ. საქართველოდან, თამაშებზე 9 სპორტსმენი მიემგზავრება და მგონი, ზამთრის თამაშებზე ასეთი რამ პირველად ხდება", - ამბობს ნინო წიკლაური.
წიკლაური, საქართველოს დროშას, ზამთრის თამაშებზე მეორედ გამოიტანს. მეორე ქართველი მოთხილამურე სოსო ჯაფარიძე კი, თავის პირველ ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს გამოვა სტარტზე, სოსო ჯაფარიძე კი, 13-16 თებერვალს.
„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდები ყველანაირად, რომ ჩემი მაქსიმუმიი გავაკეთო და ვასახელო საქართველო", - ამბობს სოსო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ერთი ნაწილი, ჩინეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. პეკინში, დღეს, მომავალი საშეჯიბრო ტრასა დაათვალიერა ჩვენმა მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა. ყველაზე ბოლოს, ქართულ გუნდს, მოციგურავეები შეუერთდებიან. მოგეხსენებათ, პეკინის ორლიმპიურ თამაშებზე სამი ოლიმპიური სოფელი იმუშავებს, აქედან ქართველები, ორში, იან ჩინისა და პეკინის ოლიმპიურ სოფლებში განთავსდებიან.

„სირთულეები ბევრია კოვიდთან მიმართებაში. ოლიმპიურ სოფელში, სხვადასხვა დელეგაციებში დაფიქსირდა შემთხვევები. თუმცა, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კარანტინის ვადები შეამცირონ. დელეგაციებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ PCR ტესტის გაკეთება. ამ მხრივ, ყველა სპორტსმენი მაქსიმალურად არის დაცული. თუ კოვიდის რაიმე ნიშანი აქვთ, ის სპორტსმენები თუ, დელეგაციის წევრები, ავტომატურად გადადიან იზოლირებულ გარემოში, რათა სხვები დაიცვან. თუმცა, არის უსიმპტომო (ომიკრონს ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა) შემთხვევებიც, მაშინ, მათ 5 დღის განმავლობაში უწევთ იზოლაციაში ყოფნა. თუ, ამ ხნის მანძილზე, 4 ტესტზე მოივათ უარყოფითი პასუხი, შესაძლებლობა აქვთ, რომ ჩვეულებრივ გავიდნენ და პრობლემების გარეშე ჩაერთონ ოლიმპიური მზადება იქნება ეს, თუ მონაწილეობის პროცესში", - ამბობს მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პეკინში.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებს, შეზღუდული რაოდენობით დაესწრება გულშემატკივარი. თუმცა, მათ მხოლოდ, ტესტირების შემდეგ და ისიც, იმ შემთხვავში თუ არიან ვაქცინირებულები, შეუშვებენ შეჯიბრის სივრცეებში. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრის ტევადობინდა გამომდინარე, ეს სივრცეები სრულად შევსებული არ იქნება.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალის ჩათვლით გაიმართება.
აქვე გთავაზობთ, საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე - http://geonoc.org.ge/files/Niusebi/PDF/Ganrigi.pdf
სეოკ-ის ფოტო





ჩვენ








