
ფუტსალში, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, პორტუგალიის ნაკრებმა წვალებით, მაგრამ პირველმა მოახერხა ევრო 2022-ის 1/2 ფინალის საგზურის მოპოვება და ტიტულის შესანარჩუნებლად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მეოთხედფინალური შეხვედრა, ფინეთის ნაკრებთან, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. საერთო ჯამში, გუნდებმა კარის მიმართულებით 79-ჯერ დაარტყეს. აქედან, 49-ჯერ პორტუგალიან, 30-ჯერ კი ფინეთმა. ამ სტატისტიკას, კიდევ თუ ჩავუღრმავდებით, ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა ფინელების კარის ჩარჩოში 19-ჯერ, ფინელებმა კი მხოლოდ 9-ჯერ დაურტყეს. ამ მშრალ, სტატისტიკას 5 გოლი ამშვენებს. სადაც გოლები შემდეგი თანმიმდევრობით გადიოდა, 1-0 / 1-1 / 2-1 / 2-2 / 3-2. საერთო ჯამში, ამ მატჩში, პორტუგალიამ მინიმალური ანგარიშით 3-2 გაიმარჯვა.
„არ შემიძლია არ ვიამაყო ჩემი გუნდითა და ბიჭებით. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატიდან წასვლისთვის, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რადგან ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებთან წავაგეთ. პორტუგალიას ფენომენალური გუნდი ჰყავს. ეს დღეს, ყველამ დაინახა. ჩვენ მოედანზე მთელი ძალა დავტოვეთ. შესაძლოა, მეორე ტაიმში ცოტა დაღლაც დაგვეტყო, მაგრამ ასეთ ტურნირზე ეს, ჩვეულებრვი მოვლენაა", -ამბობს მიკო მარტიჩი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ფიზიკურად ძლიერი ფინეთის წინააღმდეგ თამაშს, ტექნიკური პორტუგალიელები უფრთხოდნენ. მათ, პრაგმატულ მოწინააღმდეგეს, 40 წუთის მანძილზე კონცენტრაცია დაუპირისპირეს.

„ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ, რამეთუ, მაშინაც კი, როდესაც გოლები გავუშვით, ჩვენ ვახერხებდით თამაშში დარჩენას. ჩვენ გვეყო ინტელექტი, რათა თამაში გაგვეკონტროლებინა და ამან გამარჯვებამდე მიგვიყვანა", - ამბობს თამაშის შემდეგ ბრუნო კოელიო, პორტუგალიის ნაკრების მოთამაშე.
თავის მხრივ, ფინელები თვლიან, რომ მათ ფუტსალში უკვე საკუთარი ხელწერა აქვთ და ამ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ამის დამტკიცება მოახერხეს. გამუდმებით მოძრაობითა და მოწინააღმდეგის პრესინგით, ნებისმიერი მეტოქის გატეხვა არის შესაძლებელიო - თვლის ფინელთა კაპიტანი პანუ აუტიო, რომელიც გადაწყვიტა, რომ ამ მატჩის შემდეგ, სანაკრებო კარიერა დაასრულოს. 36 წლის ფინელმა, საკუთარ გუნდს ამ შეხვედრაში მეორედ „შემოუტრიალა" ანგარიში, როდესაც 26'54'' წუთზე გაიტანა გოლი.
„ეს იყო გრძელი გზა. ნაკრებში 16 წლის მანძილზე ვიყავი. ვითამაშე ევროს ფინალურ ტურნირზე. ჩემი ოცნება ახდა. ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება, როგორც ფეხბურთელმა შევძელი", - ამბობს აუტიო.

პორტუგალიის ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე მეხუთედ ახერხებს 1/2 ფინალში გასვლას. ხორხე ბრაზი, პორტუგალიის მთავარი მწრთნელი, მატჩის შემდეგ თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი გუნდის მთავარი მიზანი იყო, ნახევარფინალში გასვლა. აი, მომდევნო ეტაპიდან კი, ეცდება მოედანზე ძლიერი პორტუგალია გაიკეთოს. ეს პორტუგალიელთა მწვრთნელს აუცილებლად სჭირდება, რამეთუ, თუკი ესპანეთისა და სლოვაკეთის 1/4 ფინალურ წყვილსი, ესპანეთი გაიმარჯვებს და წყვილის ფავორიტი ნამდვილად ის არის, მაშინ, პორტუგალიას, რომელიც არც თუ, კარგად გამოიყურება მიმდინარე ევროზე, გარჯა ნამდვილად მოუწევს.
„მეტად რთული ყოფილა თამაშის ტრიბუნიდან ყურება. ფინელთა ყველა შეტევა, მეგონა, გოლით დამთავრდებოდა. ვამაყობ, იმით, თუ როგორ წარმოაჩინა ჩემმა გუნდმა თავი და ამით დაამტკიცა, რომ ღირსეულად არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. ადრე, ჩვენ არ გვგქონდა თავდაჯერება მოგვეგო ტიტულები, მაგრამ ეს შეიცვალა და ყველა მოთამაშეს და გუნდის სტაფს აქვს ჩამოყალიბებული გამარჯვებულის მენტალიტეტი", - ამბობს რიკარდიონიო, პორტუგალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელიც პორტუგალიის ნაკრების დღევანდელი ნაკრების გამარჯვების შემდეგ, გუნდს „ზიგო დუმში" შეუერთდა".

***
გოლების ცვენა იყო ამსტერდამის „ზიგო დოუმში" გამართულ მეორე ¼-ფინალურ შეხვედრაში. ყაზახეთის ნაკრები, რომელსაც უკრაინასთან წყვილში, ფავორიტად მიიჩნევდნენ და შეხვედრის პირველ წუთებზე, ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ, უკრაინული „ზეწოლის" შემდეგ, გონს, მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლო ათ წუთში მოეგო.
„ჩვენი ოცნება დასრულდა. ჩვენი ოცნება 1/2 ფინალში თამაში იყო, მაგრამ ახლა, თამაშის ანალიზი გვიწევს და ფიქრი, რატომ ვითამაშეთ ასე. შედეგზე პასუხისმგებლობას, სრულად საკუთარ თავზე ვიღებ", - ამბობს კაკა, ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სხვათა შორის, ფინელთა ნაკრების კაპიტნის მსგავსად, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, ყაზახეთის ნაკრების 35 წლის მეკარე იგუიტაც, რომელიც მატჩის შემდეგ იტყვის, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ის გულმოდგინედ ემზადებოდა ევრო 2022-ზე საასპარეზოდ ესეც იყო, თუმცა მანამდე ულოცავს უკრაინას მომდევნო ეტაპზე გასვლას და დასძენს, „ჩვენ კიდევ, ახალ მიზნებზე მოგვიწევს მუშაობა, ცხოვრება გრძელდებაო".
ორი ნატურალიზებული ბრაზილიელი ლეგიონერის არყოფნაში კი, ყაზახეთმა ვერ მოახერხა წინა ჩემპიონატებში მიღწეულის გამეორება. შეგახსენებთ, რომ 2016 და 2018 წლებში, ამ ნაკრებმა ½ ფინალში გააღწია. 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში, სულ ცოტა დააკლდა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. ახლა კი, წააგო უკრაინასთან, რომელმაც ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩში მარცხი განიცადა და ახლა, 1/2 ფინალში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
„ჩემთვის ეს ძალიან ემოციურია და სიზმარს ჰგავს. ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ. დიდებული თამაში იყო. ორივე მხარეს ბევრი მომენტი ჰქონდა, აი ამიტომ ვარ ასეთი ემოციური. მომდევნო მატჩისთვის, უფრო მეტ ენერგიას გამოვძებნით, რადგან ზოგი რამ შესაძლოა, ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ მოხდეს, ამიტომ, მის მისაღწევად ყველაფერი უნდა იღონო. თავიდანვე გვჯეროდა. ჩვენ, უბრალოდ, ვიყავით მზად და პირველი წუთიდან მოსაგებად ვიბრძოდით", - ამბობს იჰორ კორშუნი, უკრაინის ნაკრების მოთამშე.
თამაშის მსვლელობას თუ მივყვებით, პირველი ტაიმი, განსაკუთრებით საწყისი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის უფრო შანსი ყაზახეთს ჰქონდა, მაგრამ გოლი უკრაინელებმა გაიტანეს. მატჩის შემდეგ, უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი, ოლეკსანდრ კოსენკო იტყვის, რომ მაშინაც კი, როდესაც, ანგარიშში 0-3 მიჰყავდათ, იცოდნენ, რომ ყაზახებს „დაბრუნება" ყოველ წამს შეეძლოთ და ამაში არც შემცდარან. მატჩის საბოლოო შედეგის მიუხედავად, ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ყაზახებმა, მოწინააღმდეგის კარზე, 53-ჯერ მიიტანეს იერიში აქედან კარის ჩარჩოში 18-ჯერ დაურტყეს. უკრაინელებმა, მეტოქის კარზე მხოლოდ 38-ჯერ მიიტანეს იერიში, საიდანაც კარის ჩარჩოში 12-ჯერ დაარტყეს. რადგან სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, მატჩის მიმდინარეობას გასული გოლების სტატისტიკითაც მივყვეთ - შეხვერდა ასე განვითარდა 0-1 / 0-2 / 0-3 / 1-3 / 2-3 / 2-4 / 2-5 / 3-5 . შოტურმა (14'07''), კორშუნი (24'51''), ზვარიჩი (29'40''), დუგლას ჟუნიორი (33'52''), ორაზობი (37'56'', 39'16''), რაზუვანოვი (38'19''), ლებიდი (38'44'') - ეს კი, გოლების ავტორები არიან.

„ეს სიზმარია! მაგრამ ახლა უნდა დავისვენოთ და ვუყუროთ რუსეთი-საქართველოს შეხვერდას, ყველამ ერთად. ვნახოთ ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენ, დასასვენებლად ერთი დღით მეტი გვაქვს", - ამბობს კოსენკო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება 1 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 დაიწყება.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








