
დღეს, საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების დასრულების შემდეგ, რომელიც რუსების გამარჯვებით, 3-1 დასრულდა, უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართული გუნდის გზა, ევრო 2022-ის 1/4 ფინალამდე , 13-მატჩიანი კამპანია, შესარჩევი რაუნდის ჩათვლი არის რეკორდული, რომელიც ქართულმა გუნდმა, ახალი ფორმატისა და ახალი შესარჩევი ციკლის დაწყების დღიდან, საკუთარი პროგრესის ხარჯზე მოახერხაო, წერს ევროპული ფეხბურთის მთავარი გვერდი და დასძენს, რომ მეოთხედფინალი გამორჩეული იყო, კარის მიმართულებით შესრულებული დარტყმების მხრივაც. საერთო ჯამში, გუნდებმა მოწინააღმდეგის კარს 98-ჯერ შეუტიეს, მართალია, რუსებმა ეს, ორჯერ მეტჯერ გააკეთეს, (ისევე როგორც კარის ჩარჩოში დარტყმების შეფარდებისას 21/10-თან), თუმცა მთელი მატჩის მანძილზე, უეფა-ს ე.წ. ტექტსტური „ლაივი" და ტვიტერი, ფეხბურთის გულშემატკივარს ახსენებდა, რომ საქართველოს ნაკრების კარს, გუნდის ლიდერი, ზვიად კუპატაძე იცავდა.

„ნამდვილად ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენმა მოთამაშეებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ნამდვილად მებრძოლები არიან. დღეს, შესაძლოა, ისიც ვაჩვენეთ, რომ ევრო-ს მეოთხედფინალი არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ალბათ, ცოტა მეტი იღბალი, რომ გვგქონოდა, 1/2 ფინალში ჩვენ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა ვულოცავ, მოწინააღმდეგეს გამარჯვებას", - ამბობს კუპატაძე.
სხვათა შორის, მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს კარში გატანილი ორი გოლის ავტორი ივან ჩიშკალა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ, ენით აუწერელი საქმე გააკეთა. კუპატაძეს გამოარჩევს მატჩის შემდგომ პრეს-კონფერეციაზე, რომელიც ამსტერდამის „ზიგო დომი"-დან ონლაინ-ფორმატში გაიმართა, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერგეი სკაროვიჩი.
„გასაგებია, რომ ბევრი მომენტი შვექმენით, მაგრამ ბევრის რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. ქართველებმა, ამის უფლება არ მოგცვეს. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდიდან ზვიად კუპატაძეს გამოვყოფდი, რომელიც კარში იდგა. შესანიშნავი, გამოცდილი მეკარე. თუკი, სადმე რამე არ გამოგვდიოდა, ყველგან ის იყო", - ამბობს სერგეი სკაროვიჩი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2022-ის სადებიუტო მეოთხედფინალში ბოლო გოლი, მწვავე შეტევის საპასუხოდ (მოედანზე მეხუთე მოთამაშე გვყავდა), დაუცველ, ცარიელ კარში მიიღო. თუმცა, გამართლების შემთხვევაში, როდესაც რუსეთის კარის მცველმა ორჯერ ზედიზედ მოიგერია ქართველთა შეტევა, თამაში ფლე-ოფის ფორმატში გადავიდოდა და ჩვენს გუნდს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შანსები ეზრდებოდა.
„დღეს, მხოლოდ ერთი გეგმა გვგქონდა - გვებრძოლა ბოლომდე, მატჩის ბოლო წამებამდე. რუსეთის ყველა მოთამაშე კარგად ვიცი, რადგან ბოლო 20 წელია რუსეთის ჩემპიონატში ვთამაშობ. მათ, საკუთარ შვილებზე უკეთ ვიცნობ მგონი, ამიტომ, რუსეთმა ვერაფრით გამაოცა. ვიტყვი, რომ კარგი გუნდია და თამაშის დაწყებამდეც ფავორიტები ისინი იყვნენ", - ამბობს ზვიად კუპატაძე.
![]() |
![]() |
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2022-ის D ჯგუფში იასპარეზა, ორი შეხვედრა მოიგო, აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებთან და ერთი მატჩი წააგო ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულობან გუნდთან, ესპანეთის ნაკრებთან. მიუხედავად ამისა, ჯგუფში, 6 ქულით (სხვათა შორის, მე-5 შედეგი 16 გუნდს შორის) მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში იასპარეზა, რაც დებიუტანტი გუნდისთვის უდაოდ დიდი შედეგია.

ფოტო: @GFF / @UEFA





ჩვენ














