
„მე ასე (თავაწეული) ჩავდივარ ჩემს შვილებთან, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. თქვენ, გენაცვალეთ. მიყვარხართ სუყველა. ჩვენ, აქ დავბრუნდებით, აგერ ნახავთ თუ არა! საქართველოს გაუმარ-ჯოს!" , - ასე მიმართა გუნდს, მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ასეთი განწყობა იყო, საქართველოს ფუტსალის ნაკრების გასახდელში ევრო 2022-ის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა, საკმაოდ ძლიერ მეტოქესა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლო წამებამდე ბრძოლა გაუმართა და არ ასუნთქა.
„რთული, მძიმე და დამსახურებული გამარჯვება. საქართველოს ნაკრებმა არაფრით გამაოცა. ველოდით, რომ სულაც არ იქნებოდა მარტივად. თამაშმა ეს დაამტკიცა. რა თქმა უნდა მატჩის დროს ვნერბიულობდი, ანგარიში ტაბლოზე ხშირად საყაიმო იყო. რაღაც მომენტში, გამარჯვებას ერთი ბურთი გვაცილებდა, ამიტომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო. მთელი მატჩის მანძილზე, მეტოქე არ გვაძლევდა ბევრის გაკეთების საშუალებას. ამიტომ იყო თამაში ძალიან მძიმე და რთული. საბოლოოდ, დისციპლინის ხარჯზე, თამაში ბოლომდე მივიყვანეთ. მოვახეხეთ, ანგარიშის გარდატეხვა და ბოლოსკენ, ჩვენსკენ გადმოვწონეთ. თუმცა, დღევანელ თამაშში, საქართველოს მთელს ნაკრებს გამოვყოფდი, რომელიც დღევანდელ თამაშამდე წარმატებით მოვიდა. ეს მართლა წარმატებაა, რადგან ეს არის დებიუტანტი გუნდი, რომელმაც თამაშით დაიმსახურა იყოს უძლიერესთა შორის", - ამბობს სერგეი სკაროვიჩი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, თალესის გარეშე, ტრავმის მიუხედავად, არც თუ ბოლომდე ფორმაში მყოფი ელისანდროს ძალისხმევით, ჩვენი გუნდის კაპიტანი მეკარის თავგანწირული, თუმცა, მთლიანად მთელი გუნდის თავგანწირული თამაშით, შეხვედრის პირველი ტაიმი მშრალად, ფრედ, 0-0 დასრულდა. თუ, სტატისტიკას გადავხედავთ, ამ მონაკვეთში, რუსებმა ჩვენს კარს 29-ჯერ, ჩვენ კი, 17-ჯერ შევუტუეთ. მართალია, კარის ჩარჩოში დარყმების შეფარდება 10/4-თან იყო მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, თუმცა, ამ ოთხიდა, ორ მომენტში, რუსები, უბრალოდ მართლა იღბალმა იხსნა. მატჩის საწყის ეტაპზევე კი, კუპატაძის „სეივი" არაა გამორიცხული, ტურნირის თუ არა, მეოთხედფინალური ტურის ჰაილაითებში მოხვდეს.
„დღევანდელ თამაშში, ძალიან დაგვაკლდა თალესი. თოფურიას სიმამაცე მინდა გამოვყო, რომელიც მძიმე ტრავმით თამაშობდა და მთელი გული ჩადო. მართლაც გვაკლდა ეს ორი მოთამაშე. შეგვეძლო წარმატების მიღწევა, რადგან ასეთ გრანდს, როგორიც რუსეთის ნაკრებია, 39 წუთი თანაბრად ეთამაშები, ესე იგი შეგიძლია ნებისმიერ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა. ალბათ, კანონზომიერია, ის, რომ დღეს ამ ადგილით დავკმაყოფილდით, მაგრამ შეგვეძლო კიდევ ერთი სენსაცია მოგვეხდინა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ბუნებრივია, ჩვენსა და ავთანდილ ასათიანის მიერ უკვე აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, კიდევ ერთი მოთამაშე გვინდა გამოვარჩიოთ, რომელიც მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ენით აუწერელ სამუშაოს აკეთებდა - შაგინია. სტაბილურად კარგად ჩაატარეს ჩემპიონატი ბრანკო პეტრიმ და ვილიანმაც. ტრადიციულად, გუნდის მექანიზმი იყვნენ რონინიო, არჩილ სებისკვერაძე. თუ მთლიანად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ ოთხივე შეხვედრას თუ გადავხედავთ, ევრო 2022-ზე მთლიანად გუნდმა, მაშინაც კი, როდესაც ესპანეთთან დავმარცხდით, სტაბილურად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გაზრდის პერსპექტივით.
რაც შეეხება რუსეთთან 1/4-ფინალურ დაპირისპირებას, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ მოახერხა მთელი მატჩის მანძლზე ვითარება გაეკონტროლებინა, შეხვედრის ბოლო წამებამდე, ხვდებოდნენ, რომ ცეცხლს ეთამაშებოდნენ. საქართველის ნაკრებმა, სწორედ, ამ გუნდის წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე კარგი მატჩი ჩაატარა. გამართული, დაცვიდან აგებული, შედეგზე ორიენტირებული, სადაც მხოლოდ იღბალი და გამოცდილება დაგვაკლდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
„დაგვაკლდა გამოცდილება, ასეთ ტურნირზე, პირდაპირ ჩამოხვიდე და ევროპის ჩემპიონი გახდე, წარმოუდგენელია - ეს ერთი. მეორე, ჩემს გუნდში ვხედავ, რომ შეგვიძლია ყველასთან თამაში და მგონი, ბიჭებმა დღეს ეს, დაამტკიცეს. ჩვენ გვჯერა წარმატების, ამის გარეშე, ვერც ერთ მოწინააღმდეგესთან ვერ გახვალ. მგონი, ეს ჩანდა მოედანზე, უბრალოდ, ჩვენ დავმარცხდით დღეს, სამაგიეროდ ფუტსალმა მოიგო. ფუტსალი საქართველოში შედგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რადგან ¼ ფინალში, გასვლა, 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა არაა მარტივი. ამ ბიჭებმა გააკეთეს ის, რომ დღეს საქართველოში ფუტსალი იციან. სულ რამდენიმე წლის წინ კი. ნაღდად არ იცოდა ბევრმა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ანგარიში კი, საქართველოს ნაკრებისთვის კარგად ნაცნობმა არტიონ ნიაზოვმა (22'08'') გახსნა. ანგარიშის გასათანაბრებლად, საქართველოს ნაკრებს, ერთ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა. ელისანდროს გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ბრანკო პეტრიმ, კარის ძელთან კუთხე ჩაკეტა (23'40'') და ანგარიში გაათანაბრდა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმა, კარგად მოახერხა მთელი მატჩის მანძილზე, ევრო 2022-ის ბომბარდირის, ანტოშკინის განეიტრალება, თუმცა, დუბლი, ჩემპიონატის კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ივან ჩიშკალამ გაგვიტანა (27'32'', 39'54''), რომელსაც ისევე, როგორც ნიაზოვს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისას, ჩვენს კარში გატანილი ჰქონდა. თუმცა, რუსთა კაპიტანის ორ გოლს შორის, საქართველოს ნაკრებს, რამდენჯერმე არ გაუმართა, რამდენჯერმე კი, რუსეთის მეკარემ იხსნა საკუთარი გუნდი. ისევე, როგორც შეხვედრის დამთავრებამდე, 22 წამით ადრე, როდესაც ჩვენი ნაკრები ე.წ ზედმეტი მოთამაშის გათამაშებას ცდილობდა, არჩილ სებისკვერაძის და ბრანკო პეტრის სახიფათო დარტყმები რუსეთის ნაკრების მეკარემ ზედიზედ მოიგერია, რის შემდეგაც ჩიშკალამ, მესამე შეხვედრის ბოლო გოლი, ცარიელ კარში გაიტანა. მატჩი, 3-1 დასრულდა, რუსეთის გამარჯვებით და შემდეგ ეტაპზეც, ჩვენი მოწინააღმდეგე გავიდა.

„ნამდვილად ვერ წარმოიდგენა რუსეთი ასეთ წინააღმდეგობას და ცოტა სპორტული შიშის ფაქტორიც ჰქონდა, რადგან თანაბარი თამაში მიდიდოდა. როდესაც კენჭისყრა ჩატარდა ვთქვი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავსულიყავით, 1/4 -ფინალში. შემდეგ შევხედოთთქო, ზუსტად ასე მოხდა. გრძელი გზა იყო გასავლელი. ყოველთვის გვეზარება ამ დიდი გზის გავლა. ასე, რომ ეს დიდი გზა თუ არ გავიარეთ, ვერასდროს, ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ამიტომ ვიძახი, ჩვენ დღეს დავმარცხდით, მაგრამ მოიგო ქართულმა ფუტსალმა. სამომავლოდ, ყველას ექნება იმის იმედი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. შეიძლება მე არ ვიყო, მაგრამ იმ ბიჭებს, ვინც ქრათულ ფუტსალში მუშოაბს, შეუძლია, კიდევ ბევრს გააკეთება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
მატჩის სტატისტიკა არის უნიკალური, ორივე გუნდის მხრიდან კარის შეტევის 98 მცდელობა (65/33), უშუალოდ კარის ჩარჩოში დარტყმების 21/10-თან. თუმცა, არა მხოლოდ მატჩის სტატისტიკა, თავად საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შედეგი, რომელმაც დებიუტანტი გუნდის კვალობაზე 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა არის უნიკალური.ევრო 2022-ზე საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა - თალასი (2), პეტრი ბრანკო (2), ელისანდრო, სებისკვერაძე.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების თამაშს, ამსტერდამის "ზოგო დომში", საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ოფიციალური ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.


ფოტო: @GFF / @UEFA





ჩვენ












