
ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტსაც საქმე გაასმაგებული აქვს. ალბათ, კოვიდ-ერას დაწყებამდე, მათი საქმიანობა, უშუალოდ თამაშების საორგანიზაციო საკითხებთან იქნებოდა ასოცირებული, მაგრამ ტოკიოს ზაფხულის თამაშების შემდეგ, უკვე მეორე ოლიმპიადაა, ორგანიზატორები ყველას და ყველაფერს, კოვიდ უსაფრთხოების ჭრილიდან უყურებენ. მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია პეკინი 2022-თან კავშირში მყოფთა სტატისტიკით კორონა ვირუსის ჭრილში.
მაგალითად, 23 იანრიდან მოყოლებული 2 თებერვლის 23:59 საათის მონაცემებით, მხოლოდ, პეკინის აეროპორტში ზამრის ოლიმპიადაში მონაწილე 4518 ათლეტს, თამაშებთან კავშირში მყოფ 6101 სტეიკჰოლდერს PCR ტესტები ჩაუტარდათ. ამ ხნის მანძლზე, კოვიდ დადებითი 192 პირი აღმოჩნდა, აქედან 29 შემთხვევა, მხოლოდ, 2 თებერვალს დაფიქსირდა. მათ შორის 13 იყო სპორტსმენი, დანარჩენი 16 სტეიკჰოლდერი. აღსანიშნავია, რომ კოვიდ დადებითი პირები სავალდებულო იზოლაციაში გადაჰყავთ. საერთაშორისო მედიის ცნობით, უარყოფითი პასუხის მიუხედავად, დელეგაციებს, ვიდრე განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი არ მიუვათ, საერთო სარგებლობის სივრცეებში შესვლის უფლება არ აქვთ.
![]() |
![]() |
აქვე გეტყვით, რომ უშუალოდ, ოლიმპიურ სოფლებში მყოფ დელეგაციებს ყოვლედღიურად უტარტდებათ PCR ტესტები, შესაბამისად, ამ მომენტისთვის 67,137 PCR ტესტია გაკეთებული, რომელთა შორის, გუშინ, 2 თებერვალს, 26-მა დადებითი პასუხი აჩვენა (13 სპორტსმენი, 13 დელეგაციის წევრი).
ამ მომენტისთვის, განსხვავებით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან, პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები დაექვემდებარნენ იზოლაციას. თუმცა, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სადაც გვითხრეს, რომ „ქართულ ბანაკში" სიმშვიდეა და ჩვენი სპორტსმენები პირველი ასპარეზობებისთვის ემზადებიან.

ამასობაში, პეკინში "ოლიმპიური ზავის" დაფა გაიხსნა. ცერემონია ოლიმპიურ სოფელში, ჩინური ახალი წლის აღნიშვნის დღეს შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი და პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იან შუანი.
„განსაკუთრებით სასიამოვნო მომენტია. ამ გზით, ვაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს სამყარო, თუ ერთი და იგივე წესებს დავიცავთ და ერთმანეთს ვცემთ პატივს. ეს არის ნამდვილი ოლიმპიური სული. შეჯიბრით, მსოფლიოს გაერთიანება - ასეთია ოლიმპიური თამაშების გზავნილი", - ამბობს თომას ბახი, რომელიც „ოლიმპიური ზავის" დაფაზე, აქ, ხელმომწერებს ახსენებს, რომ მათი მხრივ ეს, ოლიმპიური თამაშების მშვიდობის მისიისადმი ერთგულების გამოხატულება იქნება. ამასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოუწოდებს.

და ბოლოს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, გულშემატკივარს სპეციალურ მოსაწვევებს დაუგზავნის. ტრიბუნებზე ადამიანთა დასაშვები რაოდენობა, პორტის სახეობის პოპულარობის შესაბამისად იქნება განსაზღვრული. გათვალისწინებული იქნება ისიც, თუ სად ტარდება შეჯიბრი, ღია ცის ქვეშ, თუ შენობაში. გულშემატკივარს, სპორტულ სივრცეებში, გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვლის ჩათვლით მკაცრი ანტიკოვიდური შეზღუდვების დაცვით ჩატარდება. მანამდე კი, თამაშების გახსნის ცერემონიის, რომელსაც ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ფანტასტიკური იქნება, ბოლო რეპეტიციები მიმდინარეობს.
Cover photo @beijing2022.cn via Getty Images





ჩვენ










