
დღეს დილით, პეკინის სიახლოვეს, ბადალინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების 40 მეჩირადღნემ, ჩინეთის კედლის გასწვრივ, დაახლოები 1.47კმ-ს მანძილზე, ოლიმპიური ცეცხლით ჩაირბინეს. ადგილი „Ridge of the Nation", ჩინელებმა, იმიტომ შეარჩიეს, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ღია და მშვიდობიანი ქვეყანაა, მათი კარი ღიაა ყველასთვის და მაშინაც კი, როდესაც ემუქრებიან, არ ეშინიათ მტრის და არც უკან დახევას აპირებენ.
აღსანავია, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში, რომელიც ხვალ დასრულდება, მხოლოდ 2-4 თებერვლის შუალედში, 1200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის უმეტესობა რიგითი ჩინელები არიან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში წვლილი მიუძღვით. ამ მეჩირაღდნეებს შორის ყველაზე უფროსი 86 წლისაა, ყველაზე პატარა 14-ის. ამ ბოლო გარბენის მონაწილენი არიან 20 სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. როგოც ხედავთ, ჩინელებმა ყველას მისცეს შანსი, ამ ისტორიულ გარბენში მონაწილეობის.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის განსაკუთრებულობაზე უსვამს ხაზს არის ის, რომ ცეცხლი ჩინეთში მოგზაურობისას თემებს იცვლიდა. ყველა იმ ადგილას, სადაც ოლიმპიურ ცეცხლს მოუწია გავლა, კონკრეტულ მონაკვეთებში არსებულ კულტურულ, ისტორიულ ან საყოფაცხოვრებო თემატიკამ წამოიწია წინ და ის მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
პეკინი 2022-ის ორგანიზატორები, ამ მომენტამდე საიდუმლოდ ინახავენ, თუ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, როგორ ან ვინ აანთებს ცეცლხს. ოლიმპიური ცეცხლი, ბოლო 100 წელში, ყველაზე ორგინალურად დაინთებაო - პირობას დებენ ორგანიზატორები, თუმცა, მეტს არ აკონკრეტებენ. ამბობენ იმასაც, რომ ცეცხლის დანთებისას ისინი ეკოლოგიის დაცვას შეეცდებიან და შესაბამისად, ამ პროცესის შედეგად, ჰაერში ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფაო.

დიახ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე საათებია დარჩენილი. პეკინი 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტში თვლიან, რომ მათ მოახრეხეს და მომდვენო დღეების მანძილზე, „ოპტიმალურ, უსაფრთხო და დიდებულ" თამაშებს ჩაატარებენ.
„მსოფლიოს დიდი მოლოდინი ჰქონდა ჩინეთისგან და ჩვენ ყველანაირად შევეცადედ, საუკეთესოდ მოვმზადებულიყავით. პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ჩვენ, 6 წლის განმავლობაში ვემზადებოდით და ახლა ყველაფერი დასრულებულია. ახლა, ამ ყველაფრის გამოსამზეურებლად ვემზადებით" , - ამბობს ჟაო ვეიდონგი, ოლიმპიური თამაშების ოფიციალირი სპიკერი.
ჩინელები აცხადებენ, რომ ისინი უკვე მზად არიან, მსოფლიო საზოგადოებას აჩუქონ, უძვირფასესი საჩუქარი, ოლიმპიური თამაშების სახით.
თამაშები რომელიც 4 თებერვალს დაწყება და შემდეგ, პარალიმპიური ოლიმპიადით, 4 მარტს გაგრძელდება, სამ საშეჯიბრო ზონაში (პეკინის ცენტრში, ჩრდილო დასავლეთ იანგინგში და ჰებეის პროვინციაში მდებარე ჯანძიაკოუში), საინტერესო თავგადასავლებს აანონსებს. ყველა ზონაში, მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი ოლიმპიური სოფელი იმუშავებს. ორივე ოლიმპიადაზე, სარეთო ჯამში, 39 არენა, რომელთა შორსი 12 არის სუფთა წყლის სპორტული, უმასპინძლებს თამაშებს. 109 ღონისძიება, სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში, ეს თავდაპირველად, შემდეგ კი, პარალიმპიურ ზამთრის ოლიმპიადა, სადაც 78 ღონისძიებაა დაგეგმილი სპორტის 6 სახეობაში.
ჩინელები ირწმუნებიან, რომ 2008 წლის თამაშების შემდეგ, სადაც ბევრი ისწალვეს, ამ ჯერზე, ყველაფერი რადიკალურად, უკეთესობისკენ არის შეცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად, კორონა ვირუსის გლობალური პრობლემამ, საორგანიზაციო ჯგუფი ბევრი სირთულის წინ დააყენა, თუმცა, ისინი მზად არიან, ყველა მონაწილეს და სტუმარს თბილად დახვდნენ და უმსაპინძლონ.
ჩინელები იწრმუნებიან, რომ ამ დღეების მანძილზე, ოლიმპიურ თამაშებზე ჩამოსულებს ნაციონალური ტრადიციების მიხედვით მომზადებული ბევრი სანახაობა ელით. თუმცა, ისევე, როგორც ყველა ობიქეტზე, მათ შორის მედიისთვის სამუშაო ზონებში, სადაც მზად არიან გაუმასპინძლდნენ ჩინური სამზარეულოს კერძებით. ერთ-ერთი სანახაობა კი, ჩინური ტრადიციებით გაზაფხულის ზეიმია - ორგანიზატორები თვლიან, რომ ამით, სპორტსმენების დაძაბულ განრიგში, ცოტა სიმსუბუქეს შიეტანენ.

პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებსი გახსნის ცერემონიის რეჟისორი, ისევე როგორც 2008 წელს, ახლაც კინორეჟისორი ჩჟან იმოუ იქნება, რომელიც სამჯერ „ოსკარზე" იყო ნომინირებილი. პანდემიის გამო, შოუ ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც 2008 წელს იყო. მაშინ მასში 15000 მსახიობმა მიიღო მონაწილეობა. ამჯერად, ცერემონიაში, მხოლოდ 3000 ადამიანი იქნება ჩართული. თუმცა, ხალხის სიმცირეს, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეცქეფექტებით ჩავანაცვლებთო - ირწმუნებიან ორგანიზატორები.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, ტრადიციულად მონაწილეობას, მასში მონაწილე 91 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მათ შორის საქართველოს ოლიმპიელთა ნაკრებიც იქნება, მისი მედროშეების ნინო წიკლაურისა და მორის ყვითელაშვილის შემადგენლობით.
ცნობილია, რომ თამაშების გახსაზე, ბევრი ევროპული და ჩრდ. ამერიკის ქვეყნის ლიდერები არ აპირებენ ჩასვლას. ნაწილი, ამას დიპლომატიური ბოიკოტის თვალსაზრისით აკეთებს, მეორე ნაწილი კი, კორონა ვირუსიდან გამომდინარე მოქმედებს. თუმცა, ცერემონიას დაესწრებიან, UN-ის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე აბდულა შახიდი, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.





ჩვენ








